Предыдущая публикация
მისი გული ქალის პატარა მაჯის საათივით სუსტად და ჩქარ-ჩქარა მუშაობდა.
- მოდი, ნენა? ტანმა გიგრძნო? აბა, რავა გეგონა, ბებიაშენი ღვთიშობელი კი არ ყოფილა, მოვიდა დრო...
- რას ამბობ, ბებია?!
- ნიკაპი ნუ გიკანკალებს, შე გლახაკო, მე რომ კარგად ვიყო, შენ ნიკაპი არ აგიკანკალდებოდა. ჩემი მობრუნება აღარ შეიძლება აწი, არცაა საჭირო, ნამეტანი შევაწუხე დედამიწა, დავამძიმე. ხუმრობა ხომ არაა, სამოცდათორმეტი წლის ქალი ვარ, მარა რა ვქნა, ნენა, ვეღარ გავძეხი სიცოცხლით. ხარბია კაცის გული. მრცხვენია თქმა, თვარა კიდე ქე მინდა სიცოცხლე..."
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1