🥰🥰🥰🥰🥰
მედოკი.
4 ც კვერცხი
2ჩ.ჭ (200მილილიტრიანი)შაქარი
4ს.კ თაფლი
150 გრ კარაქი ან მარგარინი
2 ჩ.კ სოდა . 2ს.კ ძმარი
5 ჩ.ჭ ფქვილი(200 მილილიტრიანი)
კრემი:
1 მოხარშული სგუშონი
1 მოუხარშავი სგუშონი
400 გრ კარაქი
ვანილი
კრემზე მოვაყარე გატარებული ნიგოზი.
ცომის მომზადება:
გავთქვიფოთ კვერცხი კარგად, დავამატოთ შაქარ და ვთქვიფოთ+თაფლი, სოდა ძმრით, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე , დავამატოთ კარაქი და ვურიოთ, მასა აქაფდება, ოდნავ წებოვანი რომ გახდება დავამატოთ პორციებად ფქვილი და ვურიოთ დაახლოვებით 15-20წთ, შემდეგ გადმოვიღოთ ცომი ფქვილიან დაფაზე, გავყოთ 5 თანაბარ ნაწილად , გავაბრტყელოთ საცხობ ქაღალდზე (30/30 დიამეტრი)და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე ზედაქვედა წვით 3-4 წუთში მზადაა, ცხელსვე ჩამოვაჭერი გვერდები მოსაყრელად.
კრემი: 400 გრ გათქვეფილ კარაქს შევათქვიფოთ 1 ც მოხარშული სგუშონი ,1 მოუხარშავი და ვანილი, დავკრემოთ ფირფიტები და ზემოდან მოვაყაროთ ნაფხვენები❤
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев