ნამცხვარი ტკბილეულობა ნამცხვრები გემრიელი
ინგრედიენტები
6 კვერცხი
2 ჭიქა შაქრის პუდრა
ლიმნის მჟავა
200 გრ. შაქარი
100 გრამი რბილი კარაქი
1 ჩ.კ სოდა ძმრით.
1 ჩ.კ თაფლი.
ფქვილი 200 გრ.
მომზადების პროცესი
5 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე.
ნელ ნელა დავუმატოთ 2 ჭიქა შაქრის პუდრა შეუჩერებლივ ვთქიფოთ.
დაუმატოთ მწიკვი ლიმნის მჟავა,
კიდევ ვთქიფოთ.
ცხიმწასმული კალკა დავაფინოთ ჟარუნზე და ზემოდან დავასხათ ათქვეფილი კვერცხის ცილა.
ვაცხოთ 125 - 140 გრადუსზე დაახლოებით 50 - 60 წუთის განმავლობაში.
ფქვილი გავცრათ.
5 კვერცხის გულს დაუმატოთ 1 კვერცხი მთლიანად.
დავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი.
კარგად აურიოთ.
დაუმატოთ 100 გრ. რბილი კარაქი,
სოდა ძმრით,
და 1 ჩ.კ. თაფლი.
ყველა ინგრიდიენტი შეურიოთ ერთმანეთს.
დაუმატოთ ცოტა ფქვილი
და მოვზილოთ ცომი.
უნდა გამოვიდეს 2 გუნდა.
გუნდები გავაბრტყელოთ.
ჟარონზე წაუსვათ ცხიმი.
მოვაყაროთ ფქვილი და
ჩავდოთ გაბრტყელებული ცომი.
ხელით გავასწოროთ.
გამოვაცხოთ გაზქურაში მზადყოფნამდე.
მზა ფირფიტები გავაგრილოთ და წაუსვათ კრემი.
პირველ ფირფიტაზე დავადოთ გამომცხვარი ბეზეს ფენა.
წაუსვათ კრემი.
ზემოდან დავაფაროთ მეორე ფირფიტა და წაუსვათ კრემი. მოვამზადოთ გლაზური და მოვასხათ ნამცხვარზე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев