Предыдущая публикация
,,მე დღეს ვტირივარ?!-არა,
წლები ტირიან ჩემში,
გუშინ რაც იყო კმარა,
ხვალის სიმუქე შემშლის.
ცრემლი,ტკივილი,სევდა...
ერთი ობოლი სითბო,
სიჩუმე ყვირილს ლეწდა,
წავალ,სიცოცხლეს გითმობ.
არ ამედევნო,არა...
ბედი სიცივეს მაცრის,
გუშინ მოვკვდი და კმარა,
ვგავარ ფრთებშეჭრილ არწივს.
თავისუფალს და ამაყს...
(სული კივის და მუნჯობს)
უფრთო სიცოცხლეს ალბათ
სულაც სიკვდილი უჯობს.
შორენა ზაქრაძე http://www.youtube.com/watch?v=QdAc_VKeA9g
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
....
.. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. ..
.
...
შენა ხარ ქალი...
...Ещёჩემი პატარა სულელი გოგო,
შენა ხარ ქალი...
მე შენი სულის
ბავშვურ ტიტინით
ვხარობ და ვცოცხლობ.
შენა ხარ ქალი...
ეს საოცრება
მე სიზმრად ვნახე
დეკემბრის ბოლოს,<
....
.. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. .. ..
.
...
შენა ხარ ქალი...
....ჩემი პატარა სულელი გოგო,
შენა ხარ ქალი...
მე შენი სულის
ბავშვურ ტიტინით
ვხარობ და ვცოცხლობ.
შენა ხარ ქალი...
ეს საოცრება
მე სიზმრად ვნახე
დეკემბრის ბოლოს,
შენა ხარ ქალი...
და გევედრები
რომ კაცის გული
არ დამიობლო.
შენა ხარ ქალი...
თეთრი ვარდებით,
უცნაურ მზერით
და გაოცებით...
გთხოვ რომ
ნურასდროს გამიავდრდები
მე ქორწილს ვიხდი
შენთან ოცნებით.
შენა ხარ ქალი...
ველური დეკა,
ან იქნებ იის
ნაზი ფურცელი...
მე უბადრუკი
მონა შენს ფერხთით...
ასე ჩუმი და
ასე უთქმელი.
შორენა ზაქრაძე