არა,დამღალეს,ან იქნებ უნდა დავღლილიყავ ცხოვრების ამ მონაკვეთზე...ვისი ბრალია?!-არც ჩემი,არც შენი,არც ბედისწერის...ისე,უბრალოდ დავიღალე და...მივდივარ,მივდივარ შენგან და მივდივარ სამყაროსგან...რატომ?
მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები სულის ამოფრენამდე...და მაინც მივდივარ ჩემო,მივდივარ რადგან გამიორდი,მე ერთი გაღმერთე,შენ მეორე ,,შენც,, დამანახე და ვერ გავიგე ვისთვის ვკრეფდი ციდან ოცნების ლამაზ ვარსკვლავებს.
მე სიყვარულს ვეძებდი...ლამაზ სიყვარულს,გზაზე შემომხვდი და ალბათ სიყვარულსაც გამსგავსე.ცა განათდა...ცა არასოდეს იყო ღრუბლიანი როცა შენ გხედავდი,როცა ვგრძნობდი შენს გულში მუდამ ჩემი გული ფეთქავდა...შემოდგომისპირი ავუგაზაფხულეთ ერთმანეთს და აბა დრო და მანძილი რას მოგვერეოდა?............თურმე ღალატი ჩაგისაფრდა სულში,რომელმაც არ დაგვინდო და გაზაფხულზე დაგვიკარგა ჩვენივე ნაფერები და ნაგროვები გაზაფხულები....აღარც აპრილები დაგვათოვს,აღარც მაისის შხაპუნა გაგვლუმპავს სიყვარულით ნათენებ ღამეებში. რატომ? რატომ? რატომ? -პასუხი არ გაქვს და გულის გულამდე ჩამაქვს ის სინანული რასაც ახლა გრძნობ....ისევ შენი ტკივილი მტკივა საკუთარ ტკივილდავიწყებულს.ისევ შენი ცრემლები მიწვავენ ღაწვებს,ჩემი კი ჩუმად მიგორავს იქ,გულში...იმ გულში,შენ გული რომ ფეთქავდა,შენ ჩემი ცრემლი გდის,მე შენი.........და რატომ? რატომ შემაგებე ღალატს?
განა სულერთი არ არის ახლა ჩემთვის ეს კითხვა-რატომ?----ეს ჩემი გზაა,ვერ შემაგება სიყვარულმა დაუმჭკნარი იის კონები,ვერც ენძელების და გვირილების თოვით დამღალა....მხოლოდ ერთი ლამაზი ვარდი ვიპოვე ჩემს სავალ ბილიკზე...მხოლოდ ერთი,ავიღე,მოვეფერე,გულში ჩავიკარი,დამათრო თავის სურნელით და უნებლიეთ გულზე მიჩხვლიტა,ერთი საბედისწერო ეკალი დარჩენილიყო...
მივდივარ ჩემო...ვერ ვპოვე ჩემი ადგილი სამყაროში,მე შენ მესამყაროებოდი მხოლოდ.....ახლა კი მივხვდი.....მე რომ ვეძებ,ის სიყვარული არ არის დედამიწაზე.
უეცრად ერთი პოეტის სტრიქონები გამახსენდა,
,,თითების სავარცხლით ლამაზ თმებს ვინ გიშლის,/ჩემთან კი შემორჩი ლექსებს და სურათებს,/პოეტებს ხანდახან უმართლებთ სიკვდილში,/მაგრამ სიყვარულში არასდროს უმართლებთ.../,,
მესამყაროებოდი..........და მე არ მინდა უშენო სამყარო. მივდივარ ჩემო.
შორენა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 10