სევდისფერი რიჟრაჟი...

სევდისფერი რიჟრაჟი...

გთავაზობთ საქორწინო და საბავშვო ფოტოს ჩარჩოში ჩასმას, ასევე ფოტოს გადახატვას. მარტო რეალურმა კლიენტებმა მომწერეთ ჩემს ოდნოში: http://ok.ru/profile/564429995387
* * * ,,მე დღეს ვტირივარ?!-არა, წლები ტირიან ჩემში, გუშინ რაც იყო კმარა, ხვალის სიმუქე შემშლის. ცრემლი,ტკივილი,სევდა... ერთი ობოლი სითბო, სიჩუმე ყვირილს ლეწდა, წავალ,სიცოცხლეს გითმობ. არ ამედევნო,არა... ბედი სიცივეს მაცრის, გუშინ მოვკვდი და კმარა, ვგავარ ფრთებშეჭრილ არწივს. თავისუფალს და ამაყს... (სული კივის და მუნჯობს) უფრთო სიცოცხლეს ალბათ სულაც სიკვდილი უჯობს. შორენა ზაქრაძე http://www.youtube.com/watch?v=QdAc_VKeA9g
დავიღალე? არა,დამღალეს,ან იქნებ უნდა დავღლილიყავ ცხოვრების ამ მონაკვეთზე...ვისი ბრალია?!-არც ჩემი,არც შენი,არც ბედისწერის...ისე,უბრალოდ დავიღალე და...მივდივარ,მივდივარ შენგან და მივდივარ სამყაროსგან...რატომ? მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები სულის ამოფრენამდე...და მაინც მივდივარ ჩემო,მივდივარ რადგან გამიორდი,მე ერთი გაღმერთე,შენ მეორე ,,შენც,, დამანახე და ვერ გავიგე ვისთვის ვკრეფდი ციდან ოცნების ლამაზ ვარსკვლავებს. მე სიყვარულს ვეძებდი...ლამაზ სიყვარულს,გზაზე შემომხვდი და ალბათ სიყვარულსაც გამსგავ
* * ​ამ ღამემ დაკარგა სამყარო, ამ ღამემ ფერები არია, მეძახი... ,,ჩემს ფიქრებს გავხარო,, უშენო დღე მძიმე ჯვარია.​ ღამეა , მაშინებს სიმუქე, ის შენი... ეს ჩემი ბრალია, ო,ქარო რა უღვთოდ მიმუხთლე, მან ჩვენი ფერები არია. ...და სადღაც სიჩუმის ყვირილში გიკვდები... ო... AVE MARIA. შორ
04:26
მიმოფანტული ლექსი ღამე უნდა შემოვუშვა ჩემს სარკმელში, ღამე ვითომ საიდუმლოს გათქვამს?! ვარსკვლავთცრემლი შევაგროვო თბილი პეშვით, მუზას ვანდობ ტყუილსა და მართალს. ერთი სუნთქვით ამოთქმული ერთი ლექსი... ზღაპრადქმნილი აპრილი და თოვა, მუზაც წვალობს,დრო უშენოდ ისე კვნესის, ალბათ მალე დაიწყება გლოვა. დღეს სულიდან ამოკინძულ ცისფერ სტროფებს, ჩამოვწყვიტე სიყვარულის ბაფთა, როგორც ქარი აცრემლებულ ყვითელ ფოთლებს. მიმოვფანტავ შენი სახლის კართან. შორენა ზაქრ
Show more