ნეტავ რა გსურდა ან რა გენება,
თქვი, ბედისწერას გვერდს ვინ აუვლის?!
შენი ასეთი მშვენიერება
არის ტოლფასი დანაშაულის.
ვარ განგმირული შენგან ათასგზის
და მზერა შენი ცეცხლივით მაწვიმს,
ვინ გაგაჩინა უბედო ბედად,
რით ეზიდები ამ გულის ნაწილს?!
თითქოს თვალს მიკრავს შემოთენება,
სიზმრად ჩამესმის ხმა უცნაური,
შენი ასეთი მშვენიერება
არის ტოლფასი დანაშაულის.
ბაგეთა შენთა შრიალებს ფარჩა,
ბაგეთა შენთა მკლავს ჟრუანტელი,
სული წაიღე, მძორი მე დამრჩა,
მითხარ, ვინა ხარ, მოყვარე, მტერი?!
ჩამომეღვრება ზეცა ფერებად, მიახლოვდება მთვარე დავლურით,
შენი ასეთი მშვენიერება
არის ტოლფასი დანაშაულის.
თითქოს ხანძარი აწყდება კარებს,
თითქოს ფრინველი დაეშვა ზეცით,
საიდან თვალთა ეს სიანკარე საიდან მაინც ამდენი ცეცხლი?!
ნეტავ რა გსურდა ან რა გენება,
თქვი, ბედისწერას გვერდს ვინ აუვლის?!
დიახ, ასეთი მშვენიერება
არის ტოლფასი დანაშაულის.
გ.პერტაია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев