ჩემო ქვეყანავ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
მე ვტირი შენზე მწარე ტირილით
და ვიცინი, ვიცინი შენით
და მაინც ვდუმვარ და არას ვამბობ,
რადგან შიშისგან მე თევზივით
მაქვს ახეული ორივ ლაყუჩი
და თუ მოხდა და მტერს გადავურჩი,
მოკეთეს მაინც მაინც ვერ გადვურჩები.
... და ისე, როგორც ძუკნა ძაღლი,
დავეხეტები შენს მტვრიან გზაზე
და სანაგვეში ლუკმა-პურს ვეძებ
და ვიმოსები უცხო ქვეყნიდან
შემოგზავნილი მყრალი ძონძებით,
ეს მაშინ,
როცა
შენი ოქრო,
შენი ვერცხლი,
შენი სპილენძი
ყველა გარეწარს და ვიგინდარას
გააქვს შენდა საზღვართა მიღმა, რომ აქ,
ამ ბედკრულ ქვეყანაში
დაიმკვიდრონ სავარძელი რჩეულთა შორის
და ხვალ-ზეგ ჭკუა ასწავლონ ქართველს, ჭკუა,
რომელიც მათ არასდროს არც გააჩნდათ, არც გააჩნიათ.
და ილაყბონ იმ სიწმინდეზე,
სინდის-ნამუსზე,
რომელსაც მარჯვედ ვაჭრუკანობდნენ,
ვაჭრობენ დღესაც.
ჩემო სამშობლოვ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
სურნელი შენი ცვრიან ბალახის
ახლაც მცემს მძაფრი
და გადუხვნელი შენი ველები,
დაუთესველნი მინდვრები ვრცელი
ისე სწუხან,
ისე ტირიან,
ვით გაუთხოვრად,
უმამაკაცოდ
დარჩენილი ბერწი ქალები.
ჩემო ქვეყანავ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
როდემდე ასე?!
მდუმარება გახდა შენდა სიმთა ბაგენი
და შვილნი შენნი
არცა ტირიან ნაღდი ტირილით
და არც მღერიან ლამაზ სიმღერებს,
სამაგიეროდ არის ხმაური და კაკანი
ავტომატების
და ყოვრლ ბიჯზე
დაგებულია სასიკვდილო კაკანათები.
და შენს სხეულზე
ისე ჯიქურ დააბიჯებენ,
რომ შენ დავრდომილს და მომაკვდავს
გულ-ღვიძლი გეწვის.
ჩემო ქვეყანავ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
განზარცულია შენი ყველა საფლავი და ყველა
საუნჯე
და ხარ დაღლილი, დაქანცული
და დაცემული
ხორცით სულამდე
და ღმერთს უმადლე,
რომ სული გიდგას
და სული შენი აღარ წაიღეს!..
ჰო, ასე დიდხან მუხლმოკვეთილი,
ვიცი, ვერ ივლი..
მე წყელვა-კრულვით ვიხსენებ
შენს უკვდავ და დიად თარიღებს,
რომლებიც ამაოდ ადასტურებენ
შენს სიდიადეს...
ან როდის ზრდიდი
ან როგორ ზრდიდი
დიდებას ამდენს და გმირს ამდენს,
როცა ამდენი გარეწარი და ვიგინდარა
დღეს შენს მიწაზე დაეხეტება
და საქართველოს გამყიდველთა
არს აღზევება და არს ზეიმი?!.
ქვეყანავ ჩემო,
მიწავ ჩემო,
მამულო ჩემო,
საიდან დაჰყვათ შვილებს შენსას
ასე ურმერთო სიმუნჯ-სიყრუე
და გულღრძოობა,
რომ ყველა უგნურს
ყველა ხეიბარს
ყველა ბრმას და ყველა ყრუ-მუნჯს
რბოლა უნდა, წინამძღოლობა
და მთავარსარდლის ლურჯი მუნდირი.
ჩემო ქვეყანავ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
სუყველა ცდილობს, სუყველას უნდა
მეძავ ქალის სხეულივით
მიწას შენსას რომ დაუფლოს
და არც ადარდებთ
და არც იციან,
ვით ნეზვი ღორი,
საკუთარ შვილთა
ხორცს, ძვალს და სისხლს
სალაფავივით რო მიირთმევენ!..
ჩემო ქვეყენავ,
ჩემო მიწავ,
მამულო ჩემო,
რისი დავითი,
რისი თამარი,
რისი ცოტნე,
რისი თევდორე!..
მხოლოდ ყაჩაღი და მლიქვნელი თანამედროვე!..
აი, ვინა წერს სახვალიო შენს ისტორიას,
რომელიც ციცქნა, პაწაწინა ცრემლის ტოლია.
გ,პერტაი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев