537357158216

GioRgi PerTaia

ღალატი რაიც კი მიძღვნეს, იქვე გახუნდა, რაიც გავეც, დავკარგე იქვე, და ვდაობ, ღმერთთან როგორც მსახურთან, გადამხობილი საწოლზე პირქვე. და იწვის გული ისე, ვით თონე, ვიგონებ უბეს, ოქრისღილიანს, შენ ერთგულება მითხარი თორემ ღალატი ჩემთვის ძველი ხილია. აბა, ამქვეყნად გახარებული, გალაღებული, მითხარ, ვინ არის?!. მე ბედნიერი ბრიყვი მეგულვის, სხვა ყველას ერთი გველის ფინალი. თუ გინდა, გწამდეს, ეწამო უნდა, თუ გინდა, ადგე, უნდა დაეცე, გცვიოდეს ცრემლი, ვით ვერცხლის ხურდა და ეძმო ცოდვის ბინძურ სარეცელს. სხვა დანარჩენი ბლეფია, ბლეფი და ცირკის ხლართზე მანჭვა კლოუნის, სასაცილოა გვირგვინი მეფის, ყველას თავისი ღმერთი მოუვლის. ქვეყნად ყოველი არის არა-რა, თურმე ყოველი არის თამაში, თამაში მე რომ დამასამარა, ჩვე
537357158216

GioRgi PerTaia

დანაშაული ნეტავ რა გსურდა ან რა გენება, თქვი, ბედისწერას გვერდს ვინ აუვლის?! შენი ასეთი მშვენიერება არის ტოლფასი დანაშაულის. ვარ განგმირული შენგან ათასგზის და მზერა შენი ცეცხლივით მაწვიმს, ვინ გაგაჩინა უბედო ბედად, რით ეზიდები ამ გულის ნაწილს?! თითქოს თვალს მიკრავს შემოთენება, სიზმრად ჩამესმის ხმა უცნაური, შენი ასეთი მშვენიერება არის ტოლფასი დანაშაულის. ბაგეთა შენთა შრიალებს ფარჩა, ბაგეთა შენთა მკლავს ჟრუანტელი, სული წაიღე, მძორი მე დამრჩა, მითხარ, ვინა ხარ, მოყვარე, მტერი?! ჩამომეღვრება ზეცა ფერებად, მიახლოვდება მთვარე დავლურით, შენი ასეთი მშვენიერება არის ტოლფასი დანაშაულის. თითქოს ხანძარი აწყდება კარებს, თითქოს ფრინველი დაეშვა ზეცით, საიდან თვალთა ეს სიანკარე
537357158216

GioRgi PerTaia

მამულო ჩემო!.. ჩემო ქვეყანავ, ჩემო მიწავ, მამულო ჩემო, მე ვტირი შენზე მწარე ტირილით და ვიცინი, ვიცინი შენით და მაინც ვდუმვარ და არას ვამბობ, რადგან შიშისგან მე თევზივით მაქვს ახეული ორივ ლაყუჩი და თუ მოხდა და მტერს გადავურჩი, მოკეთეს მაინც მაინც ვერ გადვურჩები. ... და ისე, როგორც ძუკნა ძაღლი, დავეხეტები შენს მტვრიან გზაზე და სანაგვეში ლუკმა-პურს ვეძებ და ვიმოსები უცხო ქვეყნიდან შემოგზავნილი მყრალი ძონძებით, ეს მაშინ, როცა შენი ოქრო, შენი ვერცხლი, შენი სპილენძი ყველა გარეწარს და ვიგინდარას გააქვს შენდა საზღვართა მიღმა, რომ აქ, ამ ბედკრულ ქვეყანაში დაიმკვიდრონ სავარძელი რჩეულთა შორის და ხვალ-ზეგ ჭკუა ასწავლონ ქართველს, ჭკუა, რომე
537357158216

GioRgi PerTaia

Rambler ჩემი ტერფები დაეწყვილნენ წმინდა ბილიკებს, ცხელი ცრემლები ნაკვერჩხლებივით ღაწვებს მიშანთავს, მტერი კი მაინც ხარხარებს და მაინც ქილიკობს, ვერ მოვესწრები ალბათ მზის შაბათს. რამდენი დარჩა მზის სათიბში ისევ სამკალი, გადაუარა ოქრის ყანებს ცხელმა მზის ქარმა, ეს ოქროს შუბი აიღეთ და მკერდზე დამკარით, რადაგანაც ლექსმა გულის დარდი ვერ გამიქარვა. მეც მდევდა ჩემი იუდა და ჩემი ჰეროდე, მეც მიძღვნეს ჩემი ოქრო-ვერცხლი და ჩემი სმირანა, თუ სიმღერაა, სისხლის ცრემლებით უნდა მღეროდე, რომელიც ცრემლად ედინება და სისხლად ბრწყინავს. ჩვენ ყველას ცვენი ჯვარი გველის, ჩვენი გოლგოთა, ვინღა გაიგოს ჩემი სევდა და გარინდება?! კვლავ დედაჩემის გულსაკლავი ჩამესმის მოთქმა, გადაიგრგვინეს ზევსის რისხვით მაღალამ მთება.
Показать ещё