ეძებ...
მთელი ძალისხმევით ეძებ...
მუხლები აღარ მოგყვება მაგრამ იმ იმედს ეძებ წლების წინ რომ წაგართვა განგებამ...
ხელები გიცახცახებს უძლურებისგან...
ტირი...
მერედა როგორ ტირი...
ადამიანები შემოგცქერიან და სიბრალული აწერიათ სახეზე...
თვალს არიდებ მათ, ალბათ იმის ამოკითხვა არ გინდა მათ სახეზე რასაც ყველაზე მეტად ვერ იტან...
-რას?-გეკითხება საკუთარი მე.
-სიბრალულს,-პასუხობ შენ და თვალს არიდებ ცხოვრებას, რომელმაც არაფერი დაგიტოვა ამ ქვეყანად.
ყველაფერი თან წაიღო და მარტო დაგტოვა სალ კლდეზე გაზრდილი ყვავილივით რომელიც ბედის ანაბარა დატოვეს.
-ახლა?-გეკითხება საკუთარი მე და მოსვენებას გიკარგავენ მისი კითხვები.
-ახლა?-ეკითხები საკუთარ თავს და მერე სისუსტეს გრძნობ სხეულში ავადმყოფობამ რომ დაგიტოვა ან
ღმერთო ნუ ჩამაგდებ სასოწარკვეთილებაში იმ კითხვების გამო, რომელზეც პასუხი არ მაქვს... ღმერთო, ნუ გამავლებინებ გულში ბოროტებას,სხვა თუ ბოროტად მომექცა... ღმერთო სიმართლის გზაზე მატარე,რადგან,სიმართლის გზა სინათლისაა... უფალო,გევედრები შენს ჩრდილში შემიფარე........... ამინ.
მე ჩემს ოცნებას
ჩამოვართვი ყველა უფლება,და თითქოს
რისხვით გადავრაზე გულის კარები,მე
აღარასდროს ვეტყვი ვინმეს მე შენ
მიყვარხარ,სხვის სიყვარულსაც
უსაშველოდ დავემალები,ვინც მე
მიყვარდა და ჩემს გულში ბინა
დავუდე,ვისაც ალერსით ავუხილე სულის
თვალები,ვისაც ვენდე და ამ ნდობაში
სიცოცხლე ჩავდე,ვისაც ოცნებით
გამოვუღე გულის კარები, სწორედ რომ
იმან გამიმეტა მე ტკივილისთვის,და
სულის გულში დამიტოვა ღრმა
იარები,სწორედ ამიტომ აღარავის
ვეტყვი მიყვარხარ, სხვის
სიყვარულსაც უსაშველოდ დავემალები.