გრძნობა ტრაგიკულად მოკვდა
ერთ დროს, ჩემი იყო თითქოს
მე ვთქვი - ყველაფერი მორჩა
მან თქვა - არაფერი იყო
ქუჩას გაბნეული მტვერი
გულის უხეირო ფეთქვა
მე ვთქვი - აღარ გქვია „ჩემი“
მან თქვა - არასოდეს მერქვა
ზეცა მოღრუბლული სახით
იქვე, უსურვილო მთვარე
მე ვთქვი - გათენება არ ღირს
მან თქვა - გათენდება მალე
თოკზე გაკიდული სითბო
ფიქრი, მოგონებას ათრობს
მე ვთქვი - გაიხსენე ის დრო
მან თქვა - არაფერი მახსოვს
გრძნობა ტრაგიკულად მოკვდა
ერთ დროს, ჩემი იყო თითქოს
მერე, ყველაფერი მორჩა,
თუმცა არაფერი იყო.
"შენ ვერ განსაზღვრავ რა როგორ დასრულდება, რადგან ეგ მხოლოდ შენზე არაა დამოკიდებული. სინამდვილეში უბრალოდ გეშინია, გეშინია იმისა, რომ კიდევ გეტკინება, კიდევ იგრძნობ თავს სუსტად, მიუღებლად და მიტოვებულად. მაგრამ, იცი რაა, შიში უკანასკნელ ძალებსაც წაგართმევს და ბოლოს, ყველაზე მეტად ინანებ საკუთარ უსუსურობას. არასოდეს არ მისცე უფლება ბნელ ფიქრებს რომ ლამაზი დღეების რწმენა წაგართვან. წელიწადის ოთხივე დრო თავისებურად ლამაზია და ეს ოთხივე დრო ადამიანის სიცოცხლესაც აქვს, ზამთარი არ ნიშნავს იმას, რომ გაზაფხული აღარ მოვა".
Будь моей силой, а не слабостью... Будь моим тылом, а не пустотой.... Будь самой обычной радостью, реальной и очень простой.... Будь в моих буднях серых и в светлых праздничных днях... В ласках моих неумелых, нежностью в моих словах... Будь в самых смелых планах, в мечтах о чём-то своём...Лекарством на моих ранах, тем, с кем всё сможем вдвоём...
Будь моим тихим счастьем...
Просто, будь со мной...