ეს ღვთიური თვისებებია.
ვევედრები ღმერთს, მოთმინება და ზნეობრივი ძალა მოგვმადლოს იმ განსაცდელის გადასატანად, რომელიც მან ჩვენი სარგებლისთვის მოგვივლინა. ასე უშვებს ღმერთი თავის შვილებზე განსაცდელსა და მწუხარებას. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც სრულყოფილებას აღწევს სული. ტკივილი განწმენდს მას და სიმდაბლით, თანაგრძნობით, სიკეთით აღავსებს. ასე მზადდება ნიადაგი ჩვენში ღვთის დასამკვიდრებლად.
ნუ დაიღლებით განსაცდელში, რადგან განსაცდელთა მეშვეობით მივიწევთ წინ ღვთაებრივის მოსაპოვებლად. განსაცდელი ცხადყოფს, რომ ღვთის შვილები ვართ და გვსურს, ვიყოთ მისი მემკვიდრეები.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев