დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომე

ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
ვახტანგ ჯავახაძის ამ ლექსმა თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და
ხელოვნების კონკურს "თბილისის" 2017 წლის ნომინანტებში აიღო გრან–პრი!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев