დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი,
რომელიც თითქოს ცარიელია, საიდუმლოა თითქოს სერობა,
სადაც ერთმანეთს ედავებიან შენი შენობა და უშენობა.
ადრე დაღამდა, შენი სენაკი მიმწუხრის მთვარემ მოავარაყა,
გირეკავენ და სახლში არა ხარ და არამარტო სახლში არა ხარ.
მაინც ყველაფერს შენი სახელი ჰქვია და ჩემებს აღარც დავეძებ,
ადრე არასდროს არ მიფიქრია ჩემეულების სიცოტავეზე.
ქალი უფრო მეტ სამხილს სტოვებსო, ─ იუწყებიან ღვთისმოსავები,
ამიტომ კაცმა უნდა გაასწროს, უნდა ჩააცვას დროზე შავები.
შენ კი კედლებიც გამოგეტირა და ცრემლიც ისე გადმოგიღვარდა,
ნეგატივივით გამოამჟღავნა, რა გიყვარდა და რა არ გიყვარდა.
ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო,
გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო.
ახლა ბევრი ხარ და მემუქრება ღამე ბნელი და ღამე ღარიბი,
ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომე

ისე ბევრი ხარ, არ მეშინია, თუ რომელიმე გამეპარები.
ვახტანგ ჯავახაძის ამ ლექსმა თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და
ხელოვნების კონკურს "თბილისის" 2017 წლის ნომინანტებში აიღო გრან–პრი!
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
არ მეყო არც ერთი წამი და საათი,
თუ შენსკენ სავალი კვლავ დანისლულია
ამ თითებს ალერსი რაღატომ წაართვი.
შენს სხეულს ამ გულში გადმოკრულს ამინდად,
წავართვი სულყველა დარი და ავდარი,
ახლა კი ვფიქრობ რომ საერთოდ არ მინდა,
რომ სადმე ვიპოვო მაგ თვალთა სადარი.
არ მინდა...არც არის ჩურჩულით ჩამძახეს,
რომ შენნაირები სულ ერთხელ მოდიან,
მე ყველა ოცნება ტანიდან გამხადეს,
და ახლა ბგერებიც აღარა მყოფნიან....
რომ გითხრა მიყ... და ვარხარ-ს კი ვერ ვამბობ
(არადა ამ გულზე საჩემოდ მაზიხარ,)
სიყვარულს ლექსებით რომ ვეღარ შევალბობ,
ბაგეებს დავკოცნი და გეტყვი " მაჩნიხარ".