ღმერთმა შექმნა ვირი და უთხრა:
- შენ იქნები ვირი, იმუშავებ გათენებიდან დაღამებამდე დაუღლელად, ზურგზე დიდი ტვირთი გექნება აკიდებული. შენ არ გექნება ინტელექტი და იცხოვრებ 50 წელი.
ვირმა უპასუხა: - მე ვიქნები ვირი, მაგრამ 50 წელი ძალიან ბევრია ასეთი წამებისთვის, მხოლოდ 20 მომეცი ...
ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა ...
შემდეგ ღმერთმა შექმნა ძაღლი და უთხრა:
- შენ იქნები ძაღლი, დაიცავ ადამიანის სახლს ... იქნები მისი საუკეთესო მეგობარი. იმას შეჭამ, რასაც ის მოგცემს. მე გაძლევ 30 წელს ...
ძაღლმა უპასუხა:
- დაე ვიყო ძაღლი ... მაგრამ 30 წელი ძალიან ბევრია, მხოლოდ 15 დამიტოვე ...
ღმერთმა აუსრულა მას ეს თხოვნა ...
შემდეგ ღმერთმა შექმნა მაიმუნი და უთხრა:
- შენ იქნები მაიმუნი, ტოტიდან ტოტზე იხტუნავ