მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება?
ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.
პირველ რიგში, დედაჩემს მივულოცავ ამ დღეს. შემდეგ ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს. ჩვენს გვერდით მყოფს თუ იმ ქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს. მოხუცს, ახალგაზრ