
Nawili 18
შენ ხედავ?? ხედავ რა ცუდად ვარ და როგორ მტკივა ვაჩე? ხედავ სადამდე მივედით?
- მაპატიე გთხოვ... ძალიან გთხოვ.. ბავშვი ...ამის თქმაც კი მიჭირს..
- არ ვიცი დენა მქონდა, ექიმს ველოდები იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ჩემი პატარა არ მიმატოვებს.. მოვკვდები გესმის? მოვკვდები რაიმე რო დაემართოს..მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. აზრი არ ექნება ამ ყველაფერს.
- და ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვიქნები..
- გაჩუმდი გთხოვ, ყველაფერს ნუღარ გავართულებთ. ისედაც ძალიან მტკივა ვაჩე. აქ ასეთ მდგომარეობაში ვწევარ და ჯერ ისიც არ ვიცი ჩემი შვილი ცოცხალია თუ არა... ლოდინით ვკვდები... -წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი რომ ოთახში ექიმი შემოვიდა და გამიღიმა..
- როგორ არის ჩემი შვილი ბატონო ნიკოლოზ, მითხარით რა ..
- ჩემსკენ წამოვიდა, მამაშვილურად გადამისვა თავზე ხელი და შუბლზე მაკოცა. ხო იცი როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის თეკლა, შენც და შენი შვილიც.. მოშორების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.. ამიტომ უნდა გთხოვო რომ თავს მიხედო..დარჩენილი სამი თვე უნდა იწვე.. მძიმე არ ასწიო, არ ინერვიულო, არ გადაიღალო. შეგიძია დღეში ერთი საათი ფეხით ისეირნო სუფთა ჰაერზე, მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდე შენს შვილს..
- ესეიგი კარგადა? ცოცხალია??? ბატონო ნიკოლოზ, მითხარით გოგოა?? მგონი გოგოა ხო ასეა..
- ეტყობა დედა ყველაფერს მართლა გრძნბს.. ლამაზი და საყვარელი გოგოა. საკმაოდ ბუთხუზა და ბუტია.. ამდენი ხანი გვალოდინა სქესის გასაგებად.. ხო მართლა, ბავშვი კარგად ვითარდება, არანაირი პათოლოგია არ აქვს ამიტომ დედიკოს და მამიკოს შეუძლია მშვიდად იყვნენ.. თეკლა ეს ღამე აქ გაათენე და ხვალ შეგიძლია სახლშ წახვიდე...
- კარგით...-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი ისეთი ბედნიერი ვიყავი , ჩემს პატარა გოგონას მუცელზე ვეფერებოდი და ვუღიმოდი.
ყველანაირი სიყვარული ძლიერი იყო მაგრამ დედა-შვილობა გრძნობათა სათავეში იდგა..იმაზე ფიქრიც კი რომ ჩემი გულის ქვეშ სხვა გული ფეთქავდა უკვე სიცოცხლით მავსებდა.. როცა ჩაძინებულს ხელს ან ფეხს მითავაზებდა ჩემი ქალბატონი , შეშინებს მეღვიძებოდა და მერე ჩუმად მეცინებოდა მის სიცელქეზე, ერთი სული მქონდა ხელში დამეჭირა, დამეკოცნა, მისი სურნელი მეგრძნო...
**
ჩემს სახლში ყოფნა ყველაფერს მერჩივნა... მაქსიმალურად ცდილობდა ვაჩე ჩემს გვერდით გაეტარებინა დრო და მოწყენილობა არ მეგრძნო, მაიკო და გოგოებიც სულ ჩემთან იყვნენ... კარგად მოსაღამოვებული იყო ნიკა რომ მოვიდა , გამიკვირდა მისი ვიზიტი, ის არასოდეს მოდიოდა მაშინ როცა ვაჩე არ იყო.. ჩემს წინ სავარძელში ჩაჯდა და დამწუხრებუმა ამომხედა..
- რა ხდება ნიკა? ნუ მაშინებ რა,ვაჩე??
- არა, ვაჩე კარგადაა. მაიკო..
- რა მაიკო? მაიკოს რა სჭირს.
- მისმინე , შენი დახმარება მჭირდება.. შენ ხო გესმის რას ნიშნავს გიყვარდეს და მის გვერდით გინდოდეს ყოფნა.. გუშინ ვთხოვე ცოლად გამომყევი თქო და გამიბრაზდა.. გთხოვ დაელაპარაკე და გაარკვიე თეკლა, თუკი არ ფიქრობს ჩემთან სამომავლო გეგმებზე მაშინ მეტად აღარ დავიტანჯები..
- რას ლაპარაკობ ნიკა,მაიკოს უყვარხარ. თუმცა არ ვიცი უარი რატომ გითხრა..არ წახვიდე, ახლა აქ უნდა მოვიდეს და გავარკვევ ყველაფერს...
- არ მინდა იფიქროს რომ ძალას ვატან თეკლა, უბრალოდ მის გარეშე ყოფნა აღარ შემიძლია გესმის? ჩემს გვერდით მჭირდება მისი სითბო ..
- ვიცი, ამისი ახსნა არ მჭირდება.. აი ნახე მოვიდა კიდეც მიდი გააღე.... კარებში ყაყანით შემოლაგდნენ ვაჩე და გოგოები.. მაიკოს ვანიშვე მოდი თქო და საწოლზე დავისვი, ნატა და ნინო გაოცებულები მიყურებდნენ მაგრამ ვერ ხვდებოდნენ რისი თქმა მინდოდა..
- მაიკო, რასაც გეტყვი კარგად გაიგე .. არ მიწყინო , მაგრამ უნდა გიტხრა რომ ყველაზე სულელი ქალი ხარ, ვინც კი შემხვედრია..
- რაო? რატომ ვითომ?? თეკლა რას ნიშნავს ეს?
- გეტყვი, ნიკასნაირი ბიჭები ყოველ ნაბიჯზე კი არ შეგხვდება... ვერ ხედავ როგორ უყვარხარ? ბიჭმა ცოლობდა გთხოვა და უარი უთხარი გოგო? რო წავიდეს და თავი დაგანებოს, სულ რომ დაკარგო არ გიფიქრია? ახლა დავუძახებ და ეტყვი რომ თანახმა ხარ..
- არა თეკლა..
- რატომ არა, არ გიყვარს? მეგონა გიყვრდა და მასთან ყოფნა შენც გინდოდა.. უნდა იბრძოლო შენი სიყვარულის გამო. ამას ვერ ხვდები? ვირაც ისე გაგაცლის ხელიდან ვერც კი მოასწრებ გაიაზრო რა მოხდა.. ვერ ხედავ რამდენი ტკივილი მივიღე ამ ყველაფრის სანაცვლოდ? ვსიო მორჩა, გადაწყვეტილია , ნიკას ვეძახი... ვაჩე და ნიკა ოთახში შემოვიდნენ და კედელს მიეყუდნენ...
- რა ხდება საყვარელო?- გაოცებულმა მკითხა ვაჩემ, მერე ჩემთან წამოვიდა გლშ ჩამიხუტა..
- უნდა აღიარო რომ ყველაზე მაგარი ცოლი გყავს.. ნიკა . იცი რა???
- რა?- თეკლა კარგი რა...
- საქმე მოგიგვარე, შეგიძლიათ ყველამ მიულოცოთ ნიკა ცოლს ირთავს მაიკო თანხმაა.
- თანახმა ხარ?- სწრაფად შეუტრიალა კითხვა მაიკოს და ფეხზე წამოაყენა. მართლა თანახმა ხარ? მართლა გამომყვები ცოლად?
- თანახმა ვარ.უბრალოდ შემეშინდა ოჯახური ცხოვრების, ძალიან მიყვარხარ იცოდე.. ოთახი შეძახილებისა და ჟრიამულის ხმამ აავსო..
პირველი ხდებოდა და სტუმრები სულ ძალით გავყარე მეძინება -თქო, არადა სინამდვილეში მინდოდა ჩემს ქმარუკასთან ჩახუტებულს დამეძინა, გვერდით მომიწვა და თავი მკერდზე დავადე.. მისი გულის ძგერის მოსმენა ისე მიყვარდა, ისე მავსებდა და მათბობდა..
- თეკლა, როგორ დაითანხე მაიკო ?
- ოოო, ხო იცი რა მაგარი ვარ ვაჩე, ვუთხარი დაკარგავ თქო.. ავუხსენი რომ უნდა იბრძოლოდ ბედნიერების და სიყვარულის გამო. ის ვუთხარი რაც მე გავაკეთე, რომ შენი სიყვარულის გამო ყველა ფეხებზე დავიკიდე..
- როგორ მიყვარხარ ჩემო სულელო გოგო.. ძალიან მიყვარხარ. ღმერთს მადლობას ვუხდი რომ შენი თავი მაჩუქა, და რომ მომცა უფლება შვილი მყოლოდა პატარა გოგონაა...
- ვაჩე.. ჩვენს გოგონას რომ სახელი არ აქვს? მინდა რაიმე გასაოცარი იყოს. განსხვავებული..
- რავიცი თეკლა, ახლა ყველას ერთი და იგივე სახელი ქვია, ნინო, თაკო. მარი.. სხვა აზრი გაქვს? განსხვავებული სახელები ადრე იყო, მაყვალა და ჟუჟუნა..
- კარგი რააა.. გულიანად ვიცინოდი და ვაჩეს ვთხოვდი გაჩერებულიყო... ასეთ არ მინდა, რაიმე ლამაზი მინდა..
- იცი ჩემს ბებიას ერქვა ძალიან ლამაზი სახელი, არ ვიცი როცა პატარა ვიყავი ძალიან მომწონდა და სულ სახელით ვეძახდი ხოლმე... კესანე.. უცნაურია არა??
- კესანე? ისე როგორც ყვავილს ქვია.. რა ლამაზი სახელია..ნახე რა მაგარი იქნება კესანე ფალავანდიშვილი.. მომწოს.. ჩემი ჭკვიანი ქმარიი... მაგრად, მაგრად მოვუჭირე ხელები და არ მახსოვს როდის ჩაგვეძინა საუბარში..
**
- ჩემი წამალი არ გინახავს?-საძინებლიდან გავძახე ვაჩეს რომელიც სამზარეულოში იდგა და ცდილობდა ჩემთვის საუზმე გაემზადებინა..
- მანდ იდო წუხელ თეკლა...
- კარგი მოვნახაავვ. მის მხარეს მდგარი პატარა კარადა გამოვაღე და წამლის ყუთებს შორის დავუწყე ძებნა ჩემს ვიტამინებს ... უეცრად დავინახე თეთრი ტაბლეტები რომელიც თითქოსდა საგულდაგულოდ იყო შენახული... დავინახე თუ არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. საწოლზე ჩამოვჯექი და გაოგნებისაგან არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.. მთელი ენერგია მოვიკრიბე და ვაჩესთან გავედი...
- იპოვი წამალი ცხოვრებავ- გაღიმებულმა მკითხა და შუბლზე საკოცნელად წამოვიდა რომ გავიწიე.. რას ნიშნავს ეს?
- რას უნდა ნიშნავდეს?! ამიხსენი ეს წამალი რას აკეთებს შენს უჯრაში...
- არ ვიცი.. რა წამალაი?
- ვაჩე თავს ნუ იდებილებ!! ეს წამალი რატომ იყო შენს უჯრაშ-თქო. მიპასუხე..კარგად ვიცით ორივემ რა წამალიცაა.. რატომ გაქვს ეს წამალი. ხო მიტხარი ყველაფერი მორჩაო. ხო მეფიცებოდი რომ ყველაფერი კარგად იყო.. ამიხსენი რატომ გაქვს ეს წამალი??
- თეკლა მისმინე,, გთხოვ.
- არა ეს შენ მისმინე.. შენთან ყოფნის გამო ყველა უკან ჩამოვიტოვე, შენი ბედნიერების გულისათის ეს ბავშვიც არ მოვკალი და იმის სანაცვლოდ რომ ეცადო ყველანაირად გამოსწორდე და გული არ მატკინო ფეხებზე გკიდივარ არა???
- ასე არაა. მაცადე აგიხსნა, ეს ძველი წამლებია..
- ძველი წამლებია არააა????? დაგავიწყდა რომ ჩვენ ახლ სახლში ვართ?! კარადას მოყვა ეს წამლები თუ თვითონ გიპოვეს...
- ნუ ყვირიხარ, გთხოვ ცუდად გახდები..
- ვითომ გადარდებდეს არა ჩემი ცუდად ყოფნა.. მე და ჩვენი შვილი რო გადარდებნდეს ასე არ მოიქცეოდი ვაჩე.. შენ არასოდეს შეიცვლები, მუდამ ასეთი დარჩები იმიტომ რომ არავინ გიყვარს საკუთხარი თავის გარდა, ეგოისტი ხარ.. ნარცისიზმით დაავადებული ადამიანი...შენნაირს არც ცოლ-შვილი სჭირდება...
- შენთან ლაპარაკი შეუძლებელია...- მიღრიალა და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა...ჯანადბაშიც წასულხარ -თქო გამწარებულმა მივაძახე და აივანზე გავდედი,, დავინახე როგორ გიჟივით გავარდა ვაჩეს მანნქანა ეზოდან და ჩემი გულიც ტან წაიყოლა..
**
მთელი დრე ველოდებოდი როდის დამირეკავდა ან დაბრუნდებოდა მაგრამ ერთხელაც არ შეუწუხებია თავი. გარდა იმისა რომ გიჟივით გავარდა სახლიდან იცოდა როგორ მდგოარეობაშიც ვიყავი...იცოდა რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა დაწყებოდა მშობიარობა მაგრამ ეს არც კი გახსენებია, მე ვიყავი გაბრაზებული მასზე და ის იბუტებოდა.. მე ვგრძნობდი ტავს არარაობად და ის ბრაზობდა ამის გამოც.. როცა გამომეღვიძა ჯერ კიდევ დინავზე ვიჯექი საათის ისრები ხუთს უჩვენებდა ის კი კიდევ არ მოსულიყო სახლში.. საძინებლისანკენ მშვიდად წავედი და ლოგინში შევწექი, ცრმლებლმაც არ დააყოვნეს და ნაკადულად დამედინა თვალებიდან.... ჩემს პატარას ორივე ხელი შემოვაჭდე და ჩუმად ვეჩურჩულებოდი რომ დედას ის ძალიან უყვარდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად..
თვალები რომ გავახილე მისარებიდან ტელევიზორის ხმა მესმოდა. ტანზე ხალათი შემოვიცვი და წყლის ჭიქით ხელში გავედი... ვაჩე სავარძელში იჯდა, დამინახა თუ არა ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა, მაგრამ ზედაც არ შემიხედავს ზურგი ვაქციე და სამზარეულოში გავედი, ისიც უკან გამომყვაა დახელი მკლავში მტაცა...
- როგორ ფიქრობ წამალს რო ვიკეტებდე ასე დაგიდებდი მანდ რომ გენახა? ჩემი რატომ არ გჯერა??
- შენ არც გიცდია დაგეჯერებინა რაიმე ვაჩე, გიჟივით გავარდი რამაც უფრო მეტად გააღვიღა ჩემში ახალი ეჭვის მარცვალი...
- მარტალი ხარ.. გეფიცები წამალი არ გამიკეთებია თეკლა,, ძალიან მიყვარხარ.. ეგოისტი არ ვარ.. მაპატიე გთხოვ..
- წუხელ სად იყავი?- ჩემს კითხვაზე შეცბა და ზურგი მაქცია.. სად იყავი ღამე ვაჩე...
- სამსახურში მივედი და ვფიქრობდი ჩვენზე..
- კარგი გასაგებია, ისე ფიქრობდი რომ ერთხელ არც კი დამირეკე.. საუბარი კარზე ზარის ხმამ გაგვაწყვეტინა.. ახლავე მოვალ და გავაგრძელებთ იცოდე დამუქრებით ვუთხარი და ხალათი შევისწორე...
- თე, ვინააა? სამზარეულოდან გამომძახა ვაჩემ..
- ახლავე მოვალ, წერილი მოიტანეს, ალბად ჩემებისგანაა.. ჩაი დამიხსი რააა..
- კარგი..მალე მოდი მომენატრე ..
კონვერტი გავხსენი და წერილის წასაკითხად მოვემზადე რომ საშინლად შევცდი.. იქიდან მხოლოდ ერთი პატარა ფურცელი ამოვაძე წარწერით :“ ასე უყვარხარ ქმარს“....წერილს სურათების დასტა ამოყვა და იატაკზე მიმოიფანტა... მათ ასარებად დავიხარე და ვიგრძენი როგრ წამიჭირა ყელში რაღაცამ რაც სიკვდილს მანატრებინებდა.. ჩემს წინ გაოგნებული ვაცე შევნიშნე და ცრემლიანი თვალებით ავხედე.. სურათები იატაკიდან ავკრიფე და ყველა ვაჩეს გავუწოდე... მე კი საძინებლისაკენ წავედი და ჩემოდანი გადმოვირე...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6