
ვაჩე უკან შემომყვა და ჩემოდანი ხელიდან გამომგლიჯა, არ მინდოდა მისი თვალების დანხვა, არ მინდოდა მეგრძნო რას გრძნობდა ის როცა მე ასე განადგურებული ვიდექი მის წინაშე და ცრემლი არ მომდიოდა თვალებიდან როცა ასე ძალიან მინდოდა მეტირა, მეყვირა, ყველაფერი დამემტვრია...
- გთხოვ,მითხარი რომ გეზიზღები, გძულვარ, ოღონდ გხოვ ასე ჩუმად ნუ ხარ..
- სათქმელი არაფერი მაქვს. ჩუმად ვუთხარი ისე რომ თავი არ ამიწევია და ტანსაცმლის გადმოლაგება გავაგრძელე.. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დავინახე როგორ დამალა თვალებიდან წამოსული ცრემლები. მკალვში მომკიდა ხელი და გვერდით დამისვა..
- გთხოვ, მაპატიე, გთხოვ. თავის მართლებისაც კი მცხვენია.. მცხვენია რომ აქ მიგატოვე ასეთ მდგომარეობაში და ნაგავივით მოვიქეცი. არ ვიცი როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაული...
- უკვე ვეღარაფერს შეცვლი ვაჩე. მოსახდენი მოხდა, ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, შენ არ იცი მე როგორ მტკივა, არ იცი რას ვგრძნობ და რა მაწუხებს..
- არ წახვიდე.მეტს უბრაოდ ვერაფერს გეტყვი, რომ მიყვარხარ ეს ისედაც იცი.. მაგრამ ახლა არც ამისი გჯერა. არ ვიცი ეს რატომ გვაკეთე.. ძალიან გავბრაზდი ..
- კარგი, კარგია რომ ეს აქამდე გავიგე, საინტერესოა არა? ყოველი კამათის მერე რომ ყველა კაცი ცოლს ღალატობდეს .. ყველა შენსავით რომ იქცეოდეს ვაჩე..
- გთხოვ არ გინდა. ბევრი დავლიე. არ ვიცი როგორ მოხდა, რა მოხდა, მართლა არ ვიცი.. ისიც კი არ მახსოვს ლინდასთან როგორ აღმოვჩნდი თეკლა. გეხვეწები დამიჯერე..
- მჯერა, მართლა მჯერა. იმისაც რომ გიყვარვარ, იმისაც რომ გაუცნობიერებლად მიღალატე , მაგრამ აქ ვერ დავრჩები.. შენს გვერდით ცხოვრებას ვერ შევძლებ..
- კარგი, მართალი ხარ. გაგიყვან სახლამდე..
- არა ტაქსს გამოვიძახებ, მარტო მინდა ყოფნა..
**
დახურული ფანჯრები, ჩამოფარებული შტორები და დახუთული ჰაერი,აი ეს დამხვდა სახლში რომელშიც ოცდარვა წელი ვიცხოვრე, ახლა ისევ აქ დავბრუნდი და ისევ ტკივილიანი.. ამ სახლს ქონდა რაღაც სევდის მომცემი და ტკივლის გამაძლიერებელი... ჩემოდანი კედელზე მივაყუდე და დივაზე ჩამოვჯექი.. მხოლოდ ახლა შევძელი მეტირა ხმამაღლა და სულმოუთქმელად..მხოლოდ ახლა დავრჩი საკუთარ თავთან და საკუთარ მესთან...მხოლოდ ახლა შევძელი მეყვირა რომ მტკიოდა, სული მეწვებოდა..
ზედ გადამიარა ამ განცდამ ,ემოციამ.. ამ სევდამ მიწაზე დამაგდო... ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და ფანჯრების გასაღებად წამოვდექი..ახლა რომ ეკითხა ვინმეს რა მტკიოდა ვეტყოდი რომ არაფერი.. ვერაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ სიცალიერე იყო ჩემში.. იმედგაცრუება და სიყვარულის განადგურება. ვერაფერს ვგრძნობდი, არ ვიცოდი რა უნდა მტკიებოდა...ათი საათი ხდებოდა დივანზე ჩაძინებული ზარის ხმამ რომ გამომაღვიძა, კარების გასაღებად ლასლასით წავედი... სხეულში სისუსტეს ვგრძნობდი და თავბრუ მეხეოდა.. კარები გამოვაღე და კედელს მივეყუდე რომ არ წავქცეულიყავი. მაშინვე ხელი შემაშველეს ნიკამ და სანდრომ და მისაღებში დივანზე დამსვეს.. მაიკომ წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა და შუბლზე მაკოცა..
- ჩემო ლამაზო, რა მოხდა? აქ რატომ ხარ... ვაჩემ არაფერი გვითხრა ამიტომ ყველანი შენთან წამოვედით...
- არაფერი გითხრათ? არც თქვენ?- გაოცებულმა ავხედე ბიჭებს..
- არა მხოლოდ ის გვითხრა რომ სამუდამოდ დაგკარგა და ამას თავს ვერ აპატიებდა..
- ალბად მართალია. მხოლოდ ერთს გთხოვ ამაღამ მარტო არ დატოვოთ მეშინია ისევ იგივე არ გააკეთოს..
- რატომ წამოხვედი თეკლა?- აღელვებულმა მკითხა ნიკამ და თანაგრძნობის მიზნით ხელზე ხელი მომკიდა..
- ლინდასთან მიღალატა.. როცა მე მთელი რამე თეთრად დამათენდა და ვფიქრობდი რომ რაიმეს დამართებდა თავის თავს, როცა ჩემს თავს ვადანაშაულებდი ის ლინდას საწოლში გორაობდა .
- არ მჯერა არაა. შეუძლებელია- ხმამაღლა იყვირა სანდრომ და ნიკას შემოხედა.. არ მჯერა.. ვაჩეს ძალიან უყვარხარ.. არ მჯერა ამას არ გააკეთებდა..
- ვიცი რომ ვუყვარვარ სანდრო.. მჯერა. თუმდა სიმართლეს ვერ გავექეცით ხო ხედავ, სურათები ვნახე ჩემი თვალით ვნახე.. წერილით -ასე უყვარხარ შენს ქმარს... როგორ ფიქრობ მე არ მტკივა??მე როგორ ვარ ახლა?? როცა ვიფიქრე რომ ყველაფერი კარგად იყო და მალე ჩვენი პატარა გაგვაერთიანებდა , ბავშვმაც კი ვერ გვიშველა, ეს რა სიყვარულია ჰა? რომელსაც მარტო ტკივილი მოაქვს?!
- შეუძლებელია როგორ დავიჯერო რომ ვაჩემ... ნიკუშ ადექი გავდივართ..მაიკო რჩები ?
- კი, დღეს თეკლასთან ვიქნები, ნიკა დამირეკე რა...
- კარგი, არ ინერვიულოთ.. დაგირეკავ მაკო, მიყვარხარ..
**
სამივენი აივანზე იჯდნენ და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა ვაჩე, ნერვიულობისაგან ხელები უკანკალებდა და გული უხურდა,ბრაზობდა რომ აქამდე დაეცა და ცოლს უღალატა, ქალს რომელის გამოც ყველაფერზე წავიდოდა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა...
- არ მესმის ეს რატომ გააკეთე ვაჩე? რატომ?? შენი ცოლი სადაცაა იმშობიარებს, მამა გახდები ახლა ყველაფერი ხო სხვანაირად უნდა ყოფილიყო.. დაგავიწყდა რამდენი ტანვა გამოიარა შენ გამო ხო..
- კარგი რა სანდრიკ რა, შენ მაინც ნუ მიტ***ებ...
- რა ნუ გიტ***ებ ბიჭო.. ვერ ხვდები რომ ქალს რომელსაც ასე ძალიან უყვარხარ მიგატოვა?? წავიდააა.. შენი შვილიც წაიყვანა, რომ აღარ შეგირიგდეს რა უნდა გააკეთო??
- არ ვიცი, მოვკვდები დამიჯერე.. ვერ გავძებ თეკლას გარეშე..
- ეს მაშინ უნდა გეფიქრა როცა ლინდას ლოგინში უგორდებოდი. რამ გაგაგიჟა ამხელა კაცი ჰა? არ მესმისრა ძმაო რა , არ მესმის. რაააა
- კაი რა ნიკა რა. ისედაც ნაგავივით ვგრძნობ თავს და ნუღარ მიმატებ,. ვიცი რაც გავაკეთე და ახლა არ ვიცი როგორ შევირიგო.. ცოტას დავაცდი სანამ გადახარშავს ყველაფერს..
- რა უნდა გადახარშოს ბიჭო. უღალატე უბრალო ფლირტი კი არ იყო.. სხვას კოცნიდი , სხვასთან იწქიი აზრობ მაინც?!!
- ვიციიიიიი, ვიციი- გამწარებულმა იყვირა ვაჩემ და ჭიქა კედელს მიახეთქა.. წავიდა და ყველაფერი წაიღო თან, ჩემი ცხოვრების აზრიც კი თან გაიყოლა ხვდებით მაინც ამას?? უნდა დამეხმაროთ.. უნდა მიშველოთ რაიმე თორემ არ ვიცი რას გავაკეთებ..
- იცი შენი ცოლი რითი გჯობია? ასეთ მდგომარეობაშიც კი შენთან გამოგვიშვა, ღამეები მასთან გაატარეთ რომ წამლისკენ არ წაუცდეს ხელიო..
- ამის გამო უარესად ვარ დამიჯერეთ..
**
პირი საშინლად მიშრებოდა, რაღაც უსიამოვნო შეგრძნება მივლიდა მთელს სხეულში.. საათს დავხედე უკვე შვიდი ხდებოდა..მაიკოს მშვიდად ეძინა ჩემს გვერდით.. სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად.. უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი მთელს სხეულში, თითქოს რაღაც გულს მაგლეჯდა. სხეულს მიცალკევებდა.. ფინჯანი ხელიდან გამივარდა და ორივე ხელი მუცელზე ვიტაცე.. ნაბიჯის გადადგმის თავი არ მქონდა.. კედლს მივეყუდე და ღრმად დავიწყე სუნთქვა ,ხმაურზე მაიკო გამოლასლასდა და ადგილზე გაიყინა...
- თეკლა...
- მაიკო, მშობიარობა მეწყება. სასწარაფოში დარეკე, წ....ბი დავღვარე.. ვაიმეე, როგორ მტკივა.. ეტყობა რომ მამამისი შვილია.. საშინლად მტკივა...
- ვერ მოვასწრებთ.. წამოდი მე წაგიყვან... მალეე თეკლა...
სამშობიარო ბლოკში ვიწექი და ტკივილისაგან სუნთქვაც კი მეკვროდა.. გული ისე მიცემდა მეგონა საგულედან ამოვარდებოდა..
- ჩემო პატარა ცოტა ხანი ამოასუნთქე დედა, ცოტა ხანი მოისვენე.... ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვეუბნებოდი და მუცელზე ხელს ნაზად ვისვავდი...
- ვაჩეს დავურეკე , წუთი-წუთზე აქ იქნება არ გაბრაზდე,, -მოწიწებით მითხრა მაიკომ და თვალი ამარიდა..
- არ ვბრაზობ მაიკო. ახლა ისე მტკივა არაფერზე ვბრაზობ..ღმერთო რა საშინელებაა.. სუნთქვასაც ვერ ვასწრებ ისე ძალიან მტკივა... რა მოუსვენარი ბავშვია...
პალატაში ბატონი ნიკოლოზი შემოვიდა და თავზე ხელი გადამისვა..
- აბა როგორ ხარ თეკლა..
- საშინლად, ძალიან მტკივა ვეღარ ვუძლებ ბატონო ნიკოლოზ..
- ვიცი შვილო, დამშვიდდი, ხუთ წუთში შეგიყვან.. შენი შვილი ძალიან მოუსვენარია.. მეგონა ორ კვირას გადაამეტებდი და შენ კიდე ადრე მოხვედი..
- ხო ეტყობა მამამისს გავს..
პალატაში ფერწასული შემოვარდა ვაჩე და ჩემი სახის დანახვაზე ადილზე გიყინა.. თავდახრილი წამოვიდა ჩემსკენ და შუბზე მაკოცა... თვალები ცრემლით ქონდა სავსე. ალკოჰოლის სუნათ ყარდა, მაგრამ არაფერი მითქვამს ვიცოდი როგორ ნერვიულობდა და განიცდიდა თავის საქციელს..
- შეიძლება შემოგყვე?!- ჩუმად მკითხა და ცრემლები დამიმალა..
- შეიძლება..- ატირებულმა ვუპასუხე და თავი გვერძე გადავატრიალე..
ერთ საათიანი ტკივილის მერე ჩემი პატარა ქვეყანას მოევლინა და გულზე დამაწვინეს.. მისი წკრიალა ხმა მთელს სამშობიაროში ისმოდა და თვალზე ცრემლს მადენდა.. ჩემი ლამაზი გოგო.. ხლა ასმაგად მტკიოდა ვაჩეს გარეშე ყოფნა.. ახლა იყო ჩემს გვერდით, აქედან გასვლის მერე კიდე ყველაფერი დამტავრდებოდა. ვერ შევძლებდი მის გვერდით ყოფნას, მასზე ნერვიულობის გამო ადრე ვიმშობიარე, სხეული და დაცარიელებული მქონდა.. მტკიოდა გული და სული მიკიოდა.. რა უნდა გამეკეთებინა როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე.. არაფერი ვიცოდი, როგორ გავძლებდი მისი სუნელის გარეშე, როცა უზარმაზარ საწოლში მარტო ცავწვებოდი და არ მექნებოდა მისი სურნელი...
**
ვაჩე ყოველ დღე მოდიოდა კესანეს სანახავად , უმეტესად მაშინ როცა მე სამსახურში ვიყავი.იძულებული გავხდი დედაჩემი ამერიკიდან ჩამომეყვანა და ბავშვის გაზრდაში დამხმარებოდა.. სახლში დაბრუნებულს გულს მიკლავდა დედაჩემის სიტყვები თუ როგორ უყვარდა შვილი და როგორ უვლიდა.. საშინელი ოპერაციის მერე სახლში გადაქანცული მივედი , საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა... დედა სამზარეულოში იჯდა და მელოდებოდა..
- თეკლა, რაღაცას გეტყვი და არ გაბრაზდე რა...
- რა მოხდა დედა.. კესანე ?
- არა ბავშვი კარგადაა.. ვაჩეს სძინავს მის გვერდით.. ისე ყავდა ჩახუტებული რომ ვეღარ გავაღვიძე, გული მეტკინა ამის დანახვაზე, ძალიან იტანჯება შვილო ცოდოა, მთელი დღე გზაზეა გამოკერებული ბიჭი.. სამსახურამდე მოდის, შესვენებაზე ისევ აქ მორბის.. არაფერს ჭამს. სათამოს ისევ მოდის და ისევ მეუბნება რომ ცოტა ხნით ნახავს შვილს და არ შია. უთხარი რომ ასე ნუ იქცევა.. ვერ ატყობ როგორ გახდა? უკვე ორი თვეა ერთი და იგივე ნაირად იქცევა ყოველ დღე.. ცოდოა , შენც და ისიც.. აპატიე.. მე ხომ ვაპატიე მამაშენს
- მე და შენ ერთი და იგივე არ ვართ დედა.. გგონია მე არ მტკივა? ჯერ სულ ორი თვისაა ჩემი შვილი და უკვე მამის გარეშე იზრდება. ამაზე მანამდე უნდა ეფიქრა სანამ სხვას ჩაიწვენდა ლოგინში..
- კაცებს სუსტი ნებისყოფა აქვთ შვილო.. შენც ხომ კარგად იცი ეს.. გაუგე , აპატიე..
- არა, არ შემიძლია. წავალ და გავაღვიძებ. ვეტყვი რომ სახლშ წასვლის დროა.. დედა ასე ნუ მიყურებ...
გაბრაზებული წამოვდექი სკამიდან და საძინებლისაკენ წავედი.. სანახაობამ მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი მტირალა გოგო ისე იყო ჩახუტებული მამამისზე რომ თვალზე ცრემლი მომადგა... დივანზე მიგდებული ადიელა მივაფარე, ბავშვი ფრთხილად გამოვაცალე და თავის ლოგინში ჩავაწვინე.. საღამურზე ხალათი მოვიცვი და მის გვერდით დავწექი... ცრემლებს ვერ ვიკავებდი.. ორი თვე ხდებოდა რაც ოდნავაც არ შევხებოდი ჩემს ქმარს, ქმარს რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა.. ქმარს რომელიც გვერდით მეწვა და მისი სუნთქვა ჭკუას მაკარგინებდა.. ჩაძინებას ვაპირებდი რომ შეიშმუშნა, ჩემს დანახვაზე შეკრთა და წამოდგომა დააპირა..
- დარჩი ამაღაამ, გვიანია. დაიძინე დაღლილი ხარ..- ჩუმად ვუთხარი და ხელზე ხელი დავადე. ვიგრძენი არ ელოდა და სხეულში სისხლი აემღვრა..
- კარგი.. რო იცოდე როგორ მომენატრე- მოულოდნელად მითხრა და ცრემლები ჩამოუგორდა...
- მეც მომენატრე, არ ვუარყოფ მაგრამ ..
დამთავრება ვეღარ მოვასწარი რომ ტუჩებზე დამეწაფა და გიჟივით დამიწყო კოცნა,, წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც კი არ მქონდა.. ტვინი მთლიანად გამეთიშა , მხოლოდ გული და სხეული მოქმედებდა... ორივე ხელი შემიცურა პერანგის ქვეშ და სწრაფად გამხადა.. მაგრად მიმიკრა ზედ და ჩემი კანის სურნელი ხარბად ჩაისუნთქა.. ჩემმა ხელებმა თვითონ დაიწყეს მოქმედება სწრაფად ვუხსნიდი პერაგნის ღილებს.. ვუკოცნიდი მთელ სახეს და სხეულს,, ახლა ისე მწყუროდა მასთან ყოფნა როგორც არასოდეს.. ისე მენატრებოდა მისი სიახლოვე და შეხება რომ ჭკუიდან ვიშლებოდი..
- როგორ მიყვარხარ თეკლა რო იცოდე. ვკვდები გესმის? უშენოდ ვკვდებიი...
- გაჩუმდი გაიგე? სიტყვები აქ ზედმეტია...არ ვიცი რას ვაკეთებ. უბრალოდ ძალიან მინდიხარ.. მაგრად მაგრად ჩამეხუტე.. მაკოცე და გამათბე ვაჩე..
დილით მის მკლავზე თავდადებულს გამომეღვიძა, უეცრად შევკრთი, თითქოს ჩემი კი არა სხვისი ქმარი მეწვა გვერდით..თვალები ნელა გავახილე და მისი სხეულის სურნელი ღრმად ჩავიბეჭდე ჩემში.. ასე ძალიან როგორ მიყვარდა მე თვითონაც არ ვიცოდი.. ასე ძალიან როგორ მენატრებოდა, მთელი სხეული მეწვებოდა შიგნიდან, გული მტკიოდა..ისე მშვიდად ეძინა გაღვიძება ვერ გავბედე. შიშველ სხეულზე ხალათი მოვიცვი და ფრთხილად ვაკოცე , ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე, არ ვბრაზობდი ჩემს საქციელზე, არც მის ვნებაზე,, ისე ძალიან მინდოდა მასთან ყოფნა , მისი ალერსი, ვიცოდი რომ ერთ დღეს თავს ვერ შევიკავებდი და მაინც მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3