
მშვიდად ეძინა ვაჩეს, მისი საწოლის წინ სკამი მედგა და აუღევებელი სახით გავყურებდი ფანჯარას.. ვერც კი დავინახე როდის გაახილა თვალები და ჩუმად დამიძახაა.. იმაზე ფიქრიც კი რომ არ შეეძლო დავენახე , ჭკუიდან მშლიდა, საწოლზე ჩამოვუჯექი და ხელზე ვაკოცე..
- მაპატიე კარგი? ვიცი რომ საშინლად განერვიულე.
- კარგი რა ვაჩე, ბოდიშს რაზე მიხდი? გთხოვ ახლა ამისი დრო არაა..
- არ მკითხავ ეს რატომ გავაკეთე?
- არა, ისედაც ვიციი..
- ცდები, შენ გგონია რომ შენმა სიტყვებმა მიმიყვანა აქამდე? არა ცდები თეკლა, ჩემო სიყვარულო, აქამდე ჩემმა უმოქმედობამ მიმიყვანა, დავფიქრდი და მივხვდი რომ მართალი იყავი, რომ ეს შეუძლებელი იყო.. რომ ამ ყველაფერში დამნაშავ მხოლოდ მე ვიყავი, რომ მე ვკლავდი საკუთარ შვილს და არა შენ.. ამაზე მტკივნეული არაფერია თეკლა.. ვიცი ის შენში იყო მაგრა,..
- არ იყო.. არის..
- რას ნიშნავს არის?
- ვერ მოვკალი. ვერ შევძელი.. წელში გამართული მივედი იქამდე და იქიდან ტკივილით სავსე გამოვედი ვაჩე, ეს ჩვენი შვილია. როგორიც გინდა იყოს.ის მაინც ჩვენი ნაწილია ჩვენი პირველი შვილი, მე აბორტი არ გამიკეთებია, აი ნახე აქაა. მისი ხელი ავიღე და მუცელზე მივიდე..ჩვენი პატარა, აქაა და მოუთმენლად დაველოდებით მე და შენ ერტად ხო ასეა..
- ასეა, მაგრამ ათასჯერ მეტად მცხვენია, თითქოს ნარკომანი არ გეყოფოდი ახლა ბრმაც ვარ.. ასეთი დავრჩები არა?
- არა. არ დარჩები, ჯერ ეს ერთიც ჩემი ქმარი ნარკომანი არაა და ასე ნუ საუბრობ მასზე ბატონო ვაჩე მეორეც როგორიც გინდა იყო მე მაინც სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები გესმის? ჩემი სიყვარული არ განელდება მე შენი თვალები კი არა შენი გული და სული შემიყვარდა და სულ ასე იქნება.. მხოლოდ ერთზე მეწდება გული რომ ამდენი ხნის წვალება წყალში ჩაგვეყარა. სწორედ ამისი მეშინოდა რომ პატარა ბროლბემა შეგვხვდებოდა თუ არა მაშინვე წამლისენ გაიწვდიდი ხელს..
- რაზე ლაპარაკობ თეკლა..-უეცრად აღელდა და წამოჯდომა სცადა..
- ნელა. ფეხი მოტეხილი გაქვს და ცალი მხარიც თაბაშირშია, მოიცა დაგეხმარები.ხო ხვდები რაზეც ვამბობ ვაჩეე..
- მე , წამალი არ გამიკეთებია.. წყნეთის სახლშ ვიყავი , მახსოვს არაყი დავლიე ალბად ორი ბოთლი მაინც. მერე მივხვდი რომ ცუდად მოგექეცი და შენთან მოვდიოდი , მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ის ვიცი რომ ვითიშებოდი, ისე მეძინებოდა.
- წამალი არ მიგიღია? ეს სიმთრალისაგან მოგივიდა ? დარწმუნებული ხარ?
- რას ნიშნავს დარწმუნებული ვარ ჰა? გგონია ასეთი ნაგავი ვარ რომ ასე მოგექცე?! მე არ დამვიწყებია შენი წავალება და ცრემლები თეკლა..მიხვდი ცოტნემ მწარედ გამაცურა მაგრამ რატომ არ ვიცოდი.. ახლაც კარგიც კი იყო რომ ვაჩე ვერ მხედავდა როგორი სახე მქონდა.. ოთახში ნიკა და სანდრო შემოვიდნენ და შეშფოთებულებმა შემომხედეს.
- ვაჩე, ბიჭები მოვიდნენ , მარტოს დაგტოვებთ და მალე დავბრუნდები ..
**
კაბინეტის კარებზე ნელა მივაკაკუნე და შევედი. მაგიდასთან იჯდა და რარაცას წერდა.. თეთრი სახე, ღია წაბლისფერი თმები და ცისფერი თვალები.. შეიძლება ქალის გულის დასაპურობად ეს სრულიად საკმარისი იყო, მისი ერთი ამოხედვაც კი განგმირავდა ადამიანს... გავუღიმე და მის წინ მდგარ სავარძელში ნელა ჩავეშვი.. ფეხი -ფეხზე გადავიდე და თვალებში შევხედე..
- რა ხდება თეკლა?- მიხვდა რარაცის თქმა მინდოდა.. ცოტნე იმაზე კარგად მიცნობდა ვიდრე სხვებს ეგონათ..
- არაფერი, უბრალოდ მინდოდა მენახე, ცუდად მოვიქეცი?
- არა რას ამბობ, ხო იცი შენი ნახვა მე ყოველთვის მიხარია..
- ვიცი- პრინციპულად ვცდილობდი მის აყოლას და ეს ძალიან კარგად გამომდიოდა..
- გინდა რაღაც გითრა?- უეცრად მკითხა. ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს წინ დაიმუხლა. მე დღემდე მახსოვს შენი თმების სურნელი. შენი ხელის გარტყვით გამოწვეული ტკივილიც და შენი ხშირი სუნთქვაც..
- ხო?- ვინმემ რომ გისმინოს იფიქრებს რომ გიყვარვარ.. არადა მას მერე იმდენი წელი გავიდა სულ ცოტა ექვსი მაინც..
- ექვსი კი არა გინდა ექვსასი წელი გავიდეს მე მაინც მეყვარები თეკლა.. შენნაირ ქალებს არ ივიწყენებ. როგორ შემიძლია დაგივიწყო.. როცა ასე ახლოს ხარ მხოლოდ ერთი სურვილი მიჩნდება რომ უფრო ახლოს მოვიდე შენთან. შევეხო შენს კანს, ტუჩებს. სხეულს..
- საკმარისია. ზედმეტი მოგდის ..კარებისაკენ წავედი, მივხვდი რომ ზედმეტი მომივიდა მაგრამ წინ გადამეღობა და კარები შიგნიდან გადაკეტა . აღელბელუმა გადავყლაპე ნერწყვი, მგონი ჩემივე დაგებულ მახეში ვებმებოდი... ხელი თმებზე დამისვა და მხარზე გაჩერდა...
- თუ მეტყვი რომ შენს ქმარს მიატოვებ, დაგელოდები, ამ ბავშვს ერთად გავზრდით.. არ გაუმხილო რომ მისია.. მე შენ ძალიან მიყვარხარ.. ახლა უფრო მეტადაც კი ვიდრე მაშინ თეკლა..
- ცოტნე მისმინე, მე ქმარი მყავს და შვილიც მისია, ეს შენ კარგად იცი. ეს კარის ჩაკეტვა რას ნიშნავს ვითომ? საერთოდაც შენთან სხვა საქმეზე ვიყავი მოსული, მინდოდა გამეგო რა წამალი ქონდა მიღებული ვაჩეს..
- გეტყვი, ოღონდ ჯერ მოდი ჩემთან..მოდი-თქო. მკლავში ხელი მტაცა და თავისკენ მიმიზიდა.. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდი უკან მანამდე სანამ კედელს არ მივეყუდე.. მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი ჩემს სახეზე და თავშ არაფერი მომდიოდა...
- ცოტნე მისმინე..გტხოვ გაიწიე. ჰაერი ისედაც არ მყოფნის ..
- ამას ჰაერი არ სჭირდება.. თავს ნამდვილ ქალად გაგრძნობინებ თეკლა, დაგანახებ რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი..
- მორჩი. ჩემთვის მხოლოდ ერთი ნამდვილი მამაკაცი არსებობს და ეს ვაჩეა.. გაიწიე თქო- გვერდით გავწიე და კარებისა გასარებად წავედი..მოულოდნელად შემატრიალა ტავისკენ და ტუჩებში მაკოცა... ეტყობა ის ერთი გარტყმა საკმარისი არ იყო შენთვის.. განახლება სჭირდება- გაცოფებულმა გამოვცერი კბილებში და სახეში გავარტყი...და კიდევ ერთი, ვაჩე წამლის ზემოქმედების ქვეშ არ იყო.. ამ ტყუილით რის მიღწევას ცდილობდი? გგონია რომ ქმარს გავშორდები?? შეცდი ცოტნე, ძალიან შეცდი.. შენ დაგავიწყდა რომ ექიმი ხარ და შენი გრძნობები გვერძე უნდა გადადო... მომატყუე იმიტომ რომ ქმარი შემჯავრებოდა? ასეთი რამე არ არსებობს გესმის? ჩემს თვალწინ რომ გაიკეთოს წამალი მაინც არ შეზიზღდება. მე ის მიყვარს ჩემთვის მის გარდა მამაკაცი არ არსებობს.. ახლა კი გთხოვ რომ ვაჩეს ისტორია სხვბაექიმს გადასცე. სანამ მე თვითონ მოვითხოვ და მიზეზსაც ვიტყვი, და შენ კარგად იცი რომ მე ამას გავაკეთებ..
- კარგი..
**
გაღიმებული გამოვედი კაბინეტიდან. გული ჯერ კიდევ მიფართხალებდა. კინარამ საშინელება გავაკეთებინე იმ სულელს მხოლოდ იმიტომ რომ სიმართლე ეთქვა.. განყოფილებს უფროსთან შევედი და ვაჩეს სიტუაცია კარგად გავაცანი... მერე კი ვაჩესთან დავბრუნდი, მისი პალატა სავსე იყო მნახველებით, მისი მშობლები უკვე იქ იყვნენ და ჩემდა გასაოცად დათო ვაჩეს საწოლთან ეჯდა და მისი ხელი ხელებ მოექცია.. დამინახა თუ არა შეკრთა და თავი დახარა.. ყურადღება არ გამიმახვილებია ახლა ამისი დრო არ მქონდა..მეორე მხრიდან დავუჯექი და შუბლზე ვაკოცე.
- ექიმს ველაპარაკე, მითხრა რომ დაახლოებით ერთ საათშ კონსილიუმს მოიწვევენ და მერე შემოწმებაზე გაგიყვანენ, ვნახოთ რაც დააზიანა სენი მხედველობა. ეს დროებითია.. ხშირად იწვევს ძლიერი დარტყმა და სტრესი.. ხო მართლა უთხარი ხალი ამბავი მშობლებს??
- არა, შენ გელოდებოდი, იცი მხლოდ იმიტომ ვდარდობ რომ ბრმა რომ რომ ვერ გხედავ. შენს კანს და ტუჩებს რომ ვერ ვხედავ..
- გპირდები რომ დაინახავ, ჩემი ხო გჯერა. ერთხელ გითხარი ერთად ყველაფერს გავაკეთებთ თქო და ახლაც ასე იქნება დამიჯერე. ფეხზე წამოვდექი და გაღიმებულმა ვახარე მალე შვილიშვილი გეყოლებათ -თქო.. მათაც ისეთი გაოცებული სახე ქონდათ როგორც თავის დროზე მე და ვაჩეს...
**
ერთ კვირიანი სავადმყოფოშ გატარებული დღეების მერე ძლივს მოგვეცა უფლება ჩვენს საწოლში გვერდიგვერდ დაგვეძინა.. მისთვის დღეც ღამე და ღამეც..ეს კი ყველაზე მეტად მტკიოდა.. ხშირად მარტო ვიჯექი აივანზე და ვტიროდი ამ ქცევის გამო.. ჩემი უაზრო ქცევის გამო- რომლის შედეგადაც ვაჩე დაისაჯა, ვერ ვპატიობდი ჩემს თავს რომ ასე მოვიქეცი. როგორც უგულო და ურეაქციო ადამიანი, ისე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ამ ბავშვის მოკვლა..როგორ შემეძო ამაზე ფიქრიც კი.. ასეთმა აზრმა როგორ გამიელვა თავში არ ვიცოდი... მერე საშინად ვბრაზდებოდი ჩემს თავზე და უამრავ ბოდიშს ვუხდიდი ჩემს პატარას...
ახლაც ასე ვიჯექი აივანზე , როცა ოთახიდან მტვრევის ხმა შემომესმა, ვაჩე მისაღებში გახევებული იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. მის წინ და გატეხილი ლარნაკი ეგდო... მაშინვე მასთან გავიქეცი სირბილით და ხელი მოვკიდე, ჩემი სიახლოვე იგრძნო თუ არა მოდუნდა... დივანთან მივიყვანე და ნელა დავსვი... გვერდით მივუჯექი და მაგრადშემოვხვიე ორივე ხელი.. მისი სითბო ისე მაკლდა, ისე მინდოდა მისი სიყვარულის განცდა..პერანგის ღილი ნელა გავუხსენი და გაყინული ხელი ნელა შევაცურე შიგნით. უერად მტაცა ხელზე ხელი და თავი გამიქნია არაო..
- მისმინე მგონი ვერ ხვდები რომ ისეთი აღარ ვარ როგორიც წინაზე, ვერ ხვდები რომ ვერ გხედავ, არ შემიძლია..
- ცხოვრებაშ ერთხელ მაინც გაჩუმდი და მომენდე კარგი? ჩემთვის არა მთავარი ხედავდე მე შენ მიყვარხარ.. ხელი გამიშვა და ჩემსკენ შემობრუნდა... არ მინდოდა რაიმე ცუდი განეცადა.. ამიტომ ყველა ქცევა რასაც აქამდე ის აკეთებდა ჩემს ტავზე ავიღე, მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვაკოცე.. ვიგრძენი როგორ აუთრთოლდა გული და სხეული.... ნელა გავაგრძელე პერანგის ღილების გახსნა... და შიშველ სხეულზე ზედ მივეკარი, მისი ეს სითბოც კი საკმარისი იყო იმისათის რომ მეგრძნო ნამდვილი ბედნიერება... ის ისე მიყვარდა და ისე მწამდა ამ ემოციას ვერაფერი შემიცვლიდა..
დღითიდღე მიჭირდა მისი მოვლა, მუცელი თანდატან მეზრდებოდა. გაუსაძლისი ხდებოდა ყველაფრის ერთეად კეთება.. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე იქნებ მის მშობლებტან გადავსულიყავით სანამ ბავშვი დაიბადებოდა თქო... უკვე ექვსი თვე ხდებოდა რაც სრულ სიბნელეში ცხოვრობდა ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა...
ამ დილით ცუდად ვიყავი.. იძულებული გავხდი ბიჭებისთვის და მაიკოსთვის მეთხოვა ვაჩეს გაყოლოდნენ... გავაცილე თუ არა ჩაი დავისხი და ლოგინში შევწექი. გული საშინლად მერეოდა, თავბრუ მეხვეოდა, ვერ ვხვდებოდი რა იყო ამისი მიზეზი, ჩემი პატარა ადენი ხანი ძალიან ჭკვიანურად იქცეოდა..ის იყო ჩაძინებას ვაპირებდი რომ მობილურმა დარეკა და ასადგომად მოვემზადე რომ ნანახმა შოკში ჩამაგდო.. ისტერიკულად დავიწყე ტირილი და კივილი, ზეწარი სისხლით იყო გაჟრენთილი... საშინელი სისუსტე მქონდა, ძლივს მივედი მობილურამდე და სანდროსთან დავრეკე,, ვიცოდი რომ ნიკ და მაიკო ვაჩესთან იყვნენ, არ მინდოდა მისი შეშინება .. დაახლოებით თხუთმეტ წუთში სანდროს სავადმყოფოსაკენ გიჟივით მივყავდი...
თვალები მეხუჭა და ჩუმად ვტიროდი.. ვიცოდი რომ ეს შედეგი აუცილებად მოყვენოდა ჩვენს ქცევას, იცოდი და გული მიკვდებოდა რომ ვერ ვაჩერებდი რომ ვე ვცვლიდი ვერაფერს... სული მტკიოდა ამ ყველაფრის გამო,, ცხოვრება მძულდა და მათ შორის ჩემი თავიც... ორივე ხელი მუცელზე მედო და ღრმად ვსუნთქავდი როცა ოთახში ნიკა და ვაჩე შემვიდნენ...
- არ იტირო გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება...- ჩუმად მითხრა ვაჩემ და გამიღიმა..
- არ ვტირი ვაჩე...
- ნუ მატყუებ თეკლა მე ხომ გხედავ როგორ ტირიხარ...
- ვერ გავიგე?- გაოცებულმა შევხედე ნიკას და მისი თვალები ბედნიერებისაგან ბრწყინავდა.. ვაჩე ჩემსკენ წამოვიდა და ტირილისაგან დასიებული თვალები დამიკოცნა..
- მე ვხედავ თეკლა.. არ მინდოდა მეტქვა მანამდე სანამ არ დავრწმუნდებოდი საბოლოოდ, ექიმს ვთხოვე არ ეთქვა არაფერი, ტყუილი იმედი არ მინდოდა გვქონოდა.. მე ისევ გხედავ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 9