
ჩვენი ცხოვრება ზღაპარს უფრო გავდა ვიდრე ნამდვილ ცხოვრებას, მასში აღარ იყო დარდი, აღარც სევდა. მხოლოდ ის სიყვარული რომელიც ზღაპრებში, რომელიც მხოლოდ ოცნებებშია..არ მჯეროდა რომ ყოველ დღე მასთან ერთად თენდებოდა და ღამდებოდა..
კაბინეტში ვიჯექი და ვფიქრობდი რა უდა გამეკეთებინა, როგორ მოვქცეულიყავი რა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.. უკვე ხუთი თვე იყო გასული ჩვენი ერთად ყოფნიდან მაგრამ დარწმუნებული მაინც არაფერში არ ვიყავი.. ორ ცეცხლს შუა ვიწვოდი... ოთახში მაიკო შემოვიდა და დივანზე ჩამომიჯდა. გაოცებულმა შემომხედა ვერ ხვდებოდა ჩემი ცრემლების მიზეზს..
- თეკლა რა ხდება?
- ძალიან ცუდად ვარ, მაიკო, არ ვიცი რა ვქნა, ჩემი ვარაუდი გამართლდა ორსულად ვარ..
- მერე ამაზე რატომ დარდობ ამას რა ჯობია...
- ამას რა ჯობია??? ამას როგორ მეუბნები, ყველანაირად ვცდილობდი თავს ვიცავდი და მაინც ასე მოხდა.. შენ რა ფიქრობ რომ ვაჩეს ორგანიზმი ასე უცებ გამოჯამრთელდა...
- რას აპირებ..?
- მოვიშორებ, ამ ბავშვს მანამდე მოვიშორებ სანამ ვაჩე მიხვდება, სანამ გაერკვევა რა მჭირს, და შენ ამას საიდუმლოდ შემინახავ..
- კი მაგრამ არ ეტყვი რომ ორსულად ხარ???
- ორსულად ხარ?- კარებში მდგარმა ცრემლომორეულმა მკითხა ვაჩემ და ჩემსკენ წამოვიდა.. მაიკომ უსიტყვოდ დაგვტოვა ოთახში და კარები მიიკეტა..
- კი ორსულად ვარ.. მაგრამ იცოდე ვაჩე ეს ბავში არ გაჩნდება.. ამასზე ხო უკვე ვილაპარაკეთ..
- რას ლაპარაკობ? გინდა რომ მოიშორო?? ამის უფლებას არ მოგცემ.
- უფლებას არ მომცემ??? შენ გგონია რომ ჩემთის ადვილია ამ ნაბიჯის გადადგმა?? შენ გგონია მე არ მტკივა????
- როგორც ჩანს არა..
- ამას როგორ მეუბნები??ეს ბავშვი ჩემში იზრდება.. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა რომ გარანტია არ გვექნება მისი ჯამრთელობისა და განვითარებისა.. მეტყვი დაველოდოთო... ველოდო როგორ გაიზრდება, როგორ განვითარდება ჩემში, მის გულისძგერას ვუსმინო და უეცრად როცა სიგიჯემდე შემიყვარდება როცა ჩამოყალიბდება როცა შემში დაიწყებს მოძრაობს მითხრან რომ სრულყოფილი არაა?? ამას მთავაზობ? ჩამოყალიბებული ბავშვი მოვკლა მერე????
- ამას არ გთავაზობ თეკლა..
- აბა რას მთავაზობ???? რა გავაკეთო?? გავაჩინოთ ავადმყოფი ბავშვი?? ამას მთავაზობ?
- არ ვიცი , არც კი ვიცი..
- მე ვიცი, ეს ბავშვი არ გაჩნდება და მორჩა.. სანამ უფრო მეტად შემიყვარდა სანამ უფრო მეტად მეტკინა და გავნადგურდი მანამდე მოვიგლეჯავ გულიდან ვაჩე..
- გთხოვ ამას ნუ გააკეთებ.- ჩემსკენ წამოვიდა და დამიჩოქა. გეხვეწები არ მოკლა თეკლა, ჩვენი შვილია..
- ძალიან გთხოვ, უარესად ნუღარ გავართულებთ ყველაფერს.. ხო იცი რომ მეც ძალიან მტკივა..სხვანაირად ვერ მოვიქცევი ვაჩე.. შენი ორგანიზმი არაა საბოლოოდ განკურნებული, რა გააკეთო როგორ მოვიქცე, აღარ ვიცი..
- თეკლა, იცოდე მერე მთელი ცხოვრება ვინანებთ რომ ეს გავაკეთეთ..
- მე უკვე გადავწყვიტე..- ხმახმაღლა ვუთხარი და ზურგი ვაქციე რომ ცრემლები არ დაენახა.. ვიგრძენი როგორ უჭირდა წამოდგომა თავზე მაკოცა და კაბინეტიდან ხმაურით გავიდა..
**
განადგურებული გამოვედი გინეკელოგიური განყოფილებიდან, ორივე ხელი მუცელზე მაგრად მქონდა მიჭერილი და ძლივს ვადგავდი ფეხებს რომ კაბინეტამდე მივსულიყავი, ცრემლები თავისით მოდიოდა თვალებიდან და ხმაურით ეცემოდა იატაკზე. კედელთან მიყუდებული შემნიშნა მაიკომ და მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა.. ხელი მაგრად მომხვია წელზე და ოთახამდე მიმიყვანა. დამამშვიდებელი ჩამისხა ჭიქაში და ხელის კანკალით გამომიწოდა..
- მაინც გააკეთე არა? როგორ შეგიძლია ასეთი ძლიერი იყო, მისმინე ვიცი რომ სხვა გზა არ იყო, ვიცი რომ სხვანაირად მერე მთელი ცხოვრება შეიძლებოდა გენანა ეს ქცევა მაგრამ არ ვიცი თეკლა რა გთხრა..
- მაიკო- ძლივს ჩავაგდე სიტყვა. ისეთი სისწრაფით საუბრობდა .. მე ვერ შევძელი. ვერ შევძელი მისი მოკვლა. გესმის? არ გამიკეთებია აბორტი, ის ისევ აქაა. ხელი მუცელზე მივიდე და ტირილი დავიწყე...
- კი მაგრამ თეკლა..
- ვერ შევძელი, ძალა არ მეყო.. დაე იყოს ისეთი როგორსაც უფალი მაჩუქებს მე ხო ის მაინც მეყვარება. ის ხომ ჩემი და ვაჩეს ნაწილია, ჩვენი სიყვარულის პირველი ნაყოფია.. ვერ შევძელი, ვერ მოვკალი.. ვერააა.
- ჩუ,ნუ ტირიხარ. დამშვიდდი.ვაჩეს დაურეკე., როგორ გაუხარდება.. მობილური მომაწოდა ოთახიდან გავიდა..
დაახლოებით ათჯერ მაინც ვცადე ვაჩესთან დაკავშირება მაგრამ უშედეგოდ.. მობილური გათიშული ქონდა. მესიჯები მივწერე რომ დაერეკა. რომ ჩვენი შვილი ცოცხალი იყო და არ ენერვიულა, მაგრამ ამაოდ ველოდებოდი მისგან საპასუხო ზარს..
უკვე შვილი ხდებოდა სახლში რომ მივედი, პირდაპირ საშინებელში შევედი და წამოვწექი. ყველაფერი მტკიოდა, ძალა არ მქონდა. თავბუ მეხვეოდა, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა.. გული ისე გამალებით მიძგერდა რომ აზროვბენას მიქვეითებდა..
კარზე ზარის ხმამ გამომაღვიძა, საათს რომ დავხედე უკვე თორმეტი ხდებოდა.. ალბად ვაჩეა გულში გავიფიქრე და გაღიმებული წავედი გასაღებად, მაგრამ შევცდი.. კარებთან ნიკა და სანდრო დამხვდნენ , დაუპატიჟებლად შემოვიდნენ ოთახში და უხმოდ დაჯდნენ, მეც მათ წინ მდგარ სავარძელში ჩავჯექი და ლოდინი დავიწყე სანამ რომელიმე რამეს მეტყოდა.. ცრემლები მახჩობდა ვხვდებოდი რომ რაღაც უკვე არ იყო წესრიგში, ვხვდებოდი რომ რაღაც ხდებოდა და ამას ვერ მოეუბებოდნენ..
- დღეს ვაჩე ნახე? - მოულოდნელად მკითხა ნიკამ.
- რა თქმა უნდა ნიკა.. მერე სმსახურში იყო ჩემთან.. რა ხდება აღარ იტყვით?
- სანდროს დაურეკა, ცუდი ხმა ქონდა.. მერე მე დამირეკა, მითხრა ყველაფერი დამთავრდაო, ამაოდ ვიცხოვრეო.. რა ხდება თეკლაა?
- რაზე ლაპარაკობ?
- იჩხუბეთ? მისი სიტყვები, მისი ხმა არ მომეწონა,თეკლა არ გესმის? რაღაც მოხდა ვიცი..
- მისმინე, ცოტა ვიკამათეთ, მაგრამ ისეთი არაფერი მომხდარა რომ ასე ელაპრაკა.. მოკლედ, ორსულად ვარ. ვუთხარი ბავშვი უნდა მოვიშორო -თქო..
- ახლა გასაგებია.. გეშინია არა?? არ გამტყუნებ გეფიცები.. ახლა ვხვდები რატომ ლაპარაკობდა ასე, მაგრამ მეშინია რომ რაიმეს გამოუსწორებელს გააკეთებს რომ ისევ დაუბრუნდება ძველ ქცევას..
- როგორ შეგიძლიათ ქალებს ასეთი უგულოები იყოთ -უეცრად მიყვირა სანდრომ და მუშტი ისე დაჰკრა მინის მაგიდას რომ ადგილზე შევხტი..
- უგულო არ ვარ სანდრო.. როგორ გგონია ჩემთვის ადვილია? მაგრამ მე ის არ მომიშორებია, ვერ შევძელი, ვერ გავაკეთე...
- ანუ ბავშვი ცოცხალია?
- ასეა... მაგრამ ახლა მთავარია ვიპოვოთ ვაჩე, უკვე თორმეტია ის კი არ მოსულა, არც დაურეკავს დილის მერე ვერ მოვთვლი რამდენჯერ დავურეკე მაგრამ გათიშული აქვს.. ის ასეთი არაა.. ალბად რამე მოხდა ..
- დამშვიდდი, ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება..
- და რომ არ იყოს ყველაფერი კარგად? რა გავაკეთო? რამე რომ მოუვიდეს რა ვქნა? საუბარი ჩემმა მობილურის ზამრა გამაწყვეტინა...ბუნდოვნად მახსოვს რას მელაპარაკებოდნენ, ტელეფონი ხელიდან გამივარდა და უგონოდ დავეცი იატაკზე..
გონებაზე რომ მოვედი თავზე მაიკო მედგა, ოთახიდან კი სანდროს და ნიკას საუბრის ხმა მესმოდა..
- როგორ ხარ ჩემო ლამაზო? ნიკა, სანდრო,, თეკლამ თვალები გაახილა..- მაიკოს ხმა ყურებში მიგუგუნებდა..
- როგორ ხარ? როგორ შეგვაშინე... რა მოხდა თეკლა..
- დამეხმარეთ ადგომაში.. უნდა წავიდე.. ის იქაა.. ნიკა გთხოვ.
- რა მოხდა , თეკლა რაებს ლაპარაკობ ვინ იყო...
- მილიციიდან დამირეკეს. მისი მანქანა იპოვეს. დიდი სიჩქარით მოძრაობდა და გარე განათების ბოძს შეეჯახაო..ისტერიულად ვყვიროდი და სადღაც მიგდებულ ჩანთას ვეძებდი...
- ვაჩე როგორაა?
- არ ვიცი , სანდრო არაააა. გეფიცები მოვკვდები რამე რომ მოუვიდეს, ამას ვერ გადავიტან, მის დაკარგვას ვერ გავუძლებ.
**
საავადმყოფოს კიბეები სირბილით ავიარეთ და ქირურგიულ განყოფილებასთან შევჩერდი. საოპერაციოსთან რამოდენიმე მილიციელი იდგა და მივხვდი იქ იყო ვაჩეც,ჩემიდან საოპერაციომდე მანძილი ისეთი შორი მეშვენეობოდა მეგონა დღეს ვერ მივაღწევდი.. ფერწასული და ძალა გამოცლილი მივედი მათთან ..
- ვაჩე ფალავანდიშვილი.
- დიახ აქ არის- სიტყვის თქმა არ დამაცადეს ისე მითხრეს პირდაპირ.. დიდი სისწრაფით მოძრაობდა მისი მანქანა და საჭე ვერ დაიმორჩილა, სამწუხაროდ ძალიან მძიმედ იყო როცა აქ მოვიყვანეთ, თქვენ..
- მე მისი ცოლი ვარ.... მითხარით დიდი ხანია ოპერაცია გრძელდება?
- დაახლოებით სამი საათი იქნება.. ვიგრძენი როგორ დამიბნელდა თვალებში და რომ არა სანდრო და ნიკა ისევ უგონოდ დავეცემებოდი იატაკზე, სკამზე დამსვეს და ორივე გვერდით მომიჯდა..
- მისმინე თეკლა. ახლა ძალიან ძლიერი უნდა იყო , როგორც არასოდეს ისეთი ძლიერი..
- ისევ წამალი გაიკეთა, ზუსტად ვიცი რომ ასეა .. ახლა რა მეშველება.. ამდენი ხანი მოვუნდი მის განკურნებას ამ ოხერი ავადმყოფობისაგან და ახლა ისევ თავიდან უნდა დაიწყოს? ჩემი ბრალია, სულ ყველაფერი ჩემი ბრალია.. მე რომ არ მეთქვა აბორტის შესახებ ახლა აქ არ იქნებოდა ვაჩე..
- შენ რა შუაში ხარ?! -თვითონაც ამბობდა ხოლმე ბავშვი არ უნდა გაჩნდეს ჯერო, ეტყობა როცა ფაქტის წინაშე დადგა ძალიან გაუჭირდა.. ვილოცოთ რომ გადარჩეს და წამალი არ ქონდეს გაკეთებული..
კიდევ სამი საათი მოგვიწია მოსაცდელში ლოდინი და როგორც იქნა ოფლისაგან გაწუწული ექიმები საოპერაციოდან გამოლაგდნენ.. მასთკენ სირბილით წავედი და გასასვლელი გზა ჩავუკეტე...
- ძალიან გთხოვთ მითხარით როგორააა?
- დამშვიდდით გოგონა, ახლა გამოვა ქირურგი და ის გეტყვით , ჩვენ ვერაფერს გეტყვით...
რა ადვილი იყო სათქმელად დამშვიდდი, როცა, შენი მეორე ნახევრის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ისინი მიჩვეულები იყვნენ ასეთ ქცევას, მათ შორის მეც მაგრამ საერთოდ არ მახსოვდა ექიმობა და მისი ეთიკა, საქმე ეხებოდა ჩემს სიყვარულს და შემეძლო ყველა მათგანი ტკივილისაგან დამეხრჩო..კედელს მივეყუდე და ჩუმად დავიწყე ტირილი, გულში ვევედრებოდი უფალს ყველაფერი კრგად ყოფილიყო რომ ვაჩე არ წაერთმია ჩემთვის.. ვერც კი შევნიშნე როგორ გამოვიდა საოპერაციოდან ექიმი, მხოლოდ მისმა ხმამ შემაკრთო ..
- თეკლა? აქ რას აკეთებ? ცუდად ხარ?
- ცოტნე შენ?- ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთზე და ხელი მაგრად მოვუჭირე რომ არ დავცემულიყავი...
- რა გინდა აქ? რა ხდება??
- ის ჩემი ქმარია.. ახლა რომ ოპერაცია...
- კარგი დამშვიდდი. ხო ხედავ ვერც კი ლაპარაკობ წამოდი ოთახში ვილაპარაკოთ წამოწექცი ცოტა, ფერი არ გადევს...
მისი კაბინეტი ისეთი ნათელი და მყუდრო იყო, სევდა უარესად მომგვარა და ტირილს ვუმატე... კუთხეში მდგარ დივაზე დამსვა და გვერდით მომიჯდა... ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და გამიღიმა..
- რა ხდება აბა მომიყევი...დამშვიდდი და ისე მითხარი..
- ვაჩე, ჩემი ქმარია..
- ახლა ოპერაცია რომ გავაკეთე? ვაჩე ფალავანდიშვილი მინისტრის..
- ხო ეგ.ჩემი ქმარია ცოტნე.. მითხარი როგორაა? გეხვეწები მითხარი რომ კარგადაა და გადარჩება. გთხოვ..
- დამშვიდდი, მე ხომ არ მითქვამს ცუდადაა თქო.. ვერც იმას გეტყვი რომ კარგადაა, თეკლა მისმინე, შენ თვითონ ექიმი ხარ, კარგად იცი რას ნიშნავს პაციენტის სტაბილურობა და რთულად ყოფნა, ნუ მთხოვ ის გითხრა რასაც შენც არასოდეს ეუბნებები არავის..
- მართალი ხარ მაგრამ ძალიან მტკია, ძალიან ცუდად ვარ ცოტნე.. მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ..
- დამშვიდდი -თქო, ყველაფერი კარგად იქნება.. ძალიან მძიმე მდგომარეობაში მოიყვანეს თეკლა..სახე „აირბეგმა“ დაიცვა, ძლივს მოახერხეს მისი გამოყვანა მანქანა ისე იყო დაჭ....ტილი.. მხარი ამოვარდნილი ქონდა. ფეხი მოტეხილი, ასევე თავზე ადევს შვიდი ნაკერი.. არ ვიცი თეკლა.. უნდა დაველოდოთ სანამ გამოიღვიძებს..
- ღმერთო ამდენს როგორ ველოდო,, გთხოვ მომეცი უფლება ვნახო...
- არა, არავითან შემთხვევაში, ახლა მისი ნახვის უფლებას არ მოგცემ.. პატარა ჭიქაში კონიაკი დამისხა და გამომიწოდა. დალიე გულზე მოგეშვება..
- არ ვსვავ..
- აქამდე სვავდი ქალბატონო..
- ცოტნე, ახლა აღარ ვსვავ, ორსულად ვარ..
- ორსულად ხარ?- ფერი დაეკარგა სახეზე და სავსე ჭიქა მაგიდაზე დადგა.. ორსულად ხარ.. გახსოს ერთხელ გითხარი ოდესმე შვილი თუ გეყოლება მხოლოდ ჩემგან თქო.. დამასწრეს ხო ხედავ..
- ხო.. დაგასწრეს მაგრამ ხო ხედავ, მე მგონი შვილის გაზრდა მარტოს მომიწევს..მოულოდნელად ავხედე , ცრემლები მოვიწმინდე და მასთან რაც შეიძლება ახლოს მივედი... ახლა რაღაცას გკითხავ და იცოდე სიმართლეს მეტყვი... და ეს ჩვენს იქით არ გავა..
- კარგი, ნუ მაშინებ ,, რა ხდება..
- მითხარი, ნასვამი იყო?? თუ .
- რა თუ... გაინტერესებს ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყო თუ არა?
- ხო. სიმართლე მითხარი..
- ასეა თეკლა.. როგორც ჩანს ნასვამიც იყო და წამლის ზემოქმედების შქვეშაც, რამაც უფრო გაართულა მანქანის მართვა.. თეკლა მითხარი ვაჩე მუდმივად ..
- არა ცოტნე, არა.. ვაჩე ნარკომანი არაა.. ყველაფერი ჩემი ბრალია. ვუთხარი ეს ბავშვი უნდა მოვიცილო -თქო. ამაზე ვიჩხუბეთ. მერე უშედეგოდ ვეცადე მასთან დაკავშირება და აი ხო ხედავ. ახლა აქ ვარ...
**
ორი დღე ვეოლოდე მის გონებაზე მოსვლას. მის საწოლთან ვათენებდი და ვაღამებდი... როცა თვალები გაახილა, მაშინ ყველაზე ბედნიერი ვიყავი. მაშინ ხელმეორედ დავიბადე . მაშინვე მისკენ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე..
- ვაჩე, როგორ ხარ? ჩუმად ვუჩურჩულე და ხელზე ხელი მაგრად მოვუჭირე...
- თეკლა, რა კარგია აქ რომ ხარ.. არამიშავს.. შეგიძლია შუქი აანთო? ძალიან ბნელა თუ რა ხდება.
- შუქი ავანთო? ვაჩე შუქი ანთია.. ჯერ მხოლოდ დილის პირველი საათია..
- კი მაგრამ მე ვერაფერს ვხედავ...
გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ორივე ხელი პირზე ავიფარე...ჩუმად უხმოდ დავიწყე ტირილი რომ ვერაფერი გაეგო....ორ წუთში მოვალ -თქო, ვუთხარი და სირბილით გავიქეციი ცოტნეს კაბინეტისაკენ.. პირდაპირ შევვარდი და ორივე ხელი გამწარებულმა დავკარი მაგიდაზე..
- შენ არ მიღხარი რომ კარგად იყო???
- რა ხდება?
- შენ ხო მითხარი კარგადაოო???? ვერ ხედავს გესმის? ილოცე რომ ეს მხოლოდ დროებითი იყოს ცოტნე, თორემ პირველი მე ვიქნები ვინც შენს აქედან წასვლას მოითხოვს..
- ეს რას ნიშნავს?
- რას ნიშნავს? როცა მოიყვანეს მხედველობა შეამოწმე ? თვალის გუგები გაფართოებული იყო თუ არა ნახე?? რა პრეპარატები მიეცი ჰააა????
- დამშვიდდიი..
- იცოდე ჩემი ქმარი რომ მთელი ცხოვება დაბრმავდეს გაგანადგურებ...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2