
ის ღამე თეთრად გავათენეთ ორივემ. მე ფანჯარაში ვიყურებოდი ის კი ჩემს ფეხებთან იჯდა თავი ჩემს კალთაში ედო და ორივე ვდუმდით.. დილით ორივეს ტკივილმა გამოგვაღვიძა.. ზურგი მტკიოდა სავარძელში ჯდომისაგან. ვაჩეც ასე იყო. ძლივს წამოვდექით. ჩანთიდან შარვალი და მაისური ამოვაძრე და სააბაზანოსაკენ წავედი , ცხელი წყალი მოვუშვი და მისმა შეხებამ უარესად არია ჩემში ყველა გრძნობა... სახელურის დაწევის ხმა გავიგონე და გული გამალებით ამიჩქარდა, ვიცოდი რომ ის იყო. არ შემეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ახლა როცა მისი ცოლი მერქვა, ახლა როცა ასე ძალიან მიყვარდა, უფრო ძალიან ვიდრე ოდესმე.. ახლა ისე მინდოდა მისი სიახლოვე როგორც არასოდეს.. თვალები დავხუჭე და აქაფებულ წყალში გავიტრუნე.. მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი შუბზე და ცხელი ცრემლები ლოყებზე დამეცა.. მივხვდი მას უფრო მეტად სტკიოდა ვიდრე მე, მას უფრო მეტად ვჭირდებოდი ახლა ვიდრე მაშინ როცა წამლისაგან ქონდა „ლომკა“..გასვლა დააპირა რომ ქაფიანი ხელი მკლავში ვტაცე და თვალები ნელა გავახილე, მივხვდი არ ელოდა..ჩემსკენ მოვწიე და გავუღიმე... სველი ხელებით ვუხსნიდი პერანგის ღილებს და მოწყურებულივით მინდოდა მისი კოცნა და ალერსი..
მერე ორივენი დავიკარგეთ ვნებების მორევში სადაც ჩვენ ურითმო ბგერები ვიყავით რითმების ზღვაში... ჩვენ თეთრი ღრუბლები ვიყავით მოღრუბლულ ცაზე.. კაშკაშა ვარსკვლავები უმთვარო ცაზე..ზამთრის სუსხი , ზაფხულის ღამეს...ჩვენ ერთი მთლიანობა ვიყავით, ერთი მე გვქონდა, ერთი სიყვარული და განცდა..
**
- თეკლა მისმინე.
- არ გინდა გთხოვ, ვიცი რომ ცუდად მოგექეცი.. ძალიან მიყვარხარ, შენზე დიდი ხანი ვერ ვბრაზდები.. ტყუილმა გამაცოფა, ჭკუიდან გადავდექი რომ გავიგე რომ სხვას ეხებოდი..
- დაივიწყე, გთხოვ, მაპატიეე...მხოლოდ იმას განვიცდი რომ გაგარტყი, რომ ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს მასზე ხელი ავღმართე...
- მისმინე, ამდენი რამე გადავიტანეთ , ამდენს გავუძელით და ამასაც გადავიტანთ.. დაივიწყე, რაც იყო იყო...შენს გარეშე ვერ ვძლებ ვაჩე, არ ვიცი რა მჭირს, არ ვიცი ასე როგორ შემაყვარე თავი..
- მოდი ჩემთან, რო იცოდე როგორ შემეშინდა შენი დაკარგვის თეკლა.. მეგონა წახვიდოდი და ვეღარასოდეს გნახავდი. მიმატოვებდი ..
- არასოდეს, გესმის? არასოდეს მიგატოვებ ოღონდ შენც უნდა შეეცადო ყველაფერს , ჩვენს გამო..
- ყველაფერს გავაკეთებ ჩვენი სიყვარულის გადასარჩენად.. ახლა გავემზადოთ და წავიდეთ, ჩემები გველოდებიან.. რაც შეეხება ჩემ ძმას ეცადე ახლოს არ გაეკარო თეკლა, დანარჩენი მე მომანდე..
როგორც მაშინ ახლაც სავსე იყო ეზო ხალხით.. პატარა თეთრი მაგიდები ლამაზად გაეწყოთ. შევედით თუ არა ბატონი არჩილი მაშინვე გადამეხვია და გულში ჩამიკრა..
- რო იცოდე როგორ გამახარე თეკლა,,ახლა ვიცი რომ ჩემი შვილი მუდამ კარგად იქნება.. იცოდე ცოლი არ გაანაწყენო ვაჩე- თორემ საქმე ჩემთან გექნება- თითის ქნევით უთხრა ვაჩეს და გაუღიმა..
- არის ბატონო არჩილ.. მემგონი ჩემზე მეტად გიყვართ ეს ქალბატონო ასეა?
- ნუ ახლა.. ამაზე არ ვიკამათთ,, ანგელოზივით ცოლი გარგუნა უფალმა შვილო და ის რაც შენია უნდა გაუფრთხილდე..
ნიკა, სანდრო და მაიკო ერთ მაგიდასთან იჯდნენ და ჩვენს დანახვაზე ფეხზე წამოდგენ, მათკენ გაღიმებულები წავედით და კიდევ ერთხელ მივიღეთ მილოცვები.. მერე როგორც ყოველთვის ახლა დაიწყო მათ შორის ჩურჩული, მაგრამ ვეცადე ყურადღება არ მიმექცია.. რამოდენიმე წუთში ვაჩე გაოცებული მომიტრიალდა ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და მაკოცა..
- რო დაგტოვო? სულ, 5 წუთით..
- ვაჩე,, კი მაგრამ დღეს ხო ჩვენი დღეა... სად მიდიხარ? გთხოვ.. ისევ იგივეს ნუ გამიკეთებ..
- მხოლოდ ხუთი წუთით ჩემო ლამაზო..არსად არ მივდივარ..გარეთ გავალთ , უნდა ვილაპარაკოთ , ნიკას პატარა პრობლემა აქვს, გპირდები როგორც მოვალ მაშინვე ყველაფერს მოგიყვები და ჩვენს სახლში წავალთ...
- რომელ ჩვენს სახლში ვაჩე??
- ეს სურპრიზია.. ნახე შენი მშობლები და შენი ძმა მოვიდა.. მალე მოვალ კარგი.. მაიკოც ხომ აქა. მაიკო თვალი არ მოაშორო ჩემს ცოლს გაიგე?- ღიმილით უთხრა და სამივენი მაგიდიდან ადგნენ..ისევ წინანდელივით დამიარა შიშმა და ეზოს თვალი მოვავლე , რომ დამენახა სადმე იყო თუ არა დათო.. ჩემი ძმა გვერდით მომიჯდა და მხარზე ხელი მომხვია..
- ჩემი ლამაზი დაიკო, რამდენი განერვიულეთ არა?? თეკლა მისმინე ორ დღეში ამერიკაში ვბრუნდებით და დედა და მამაც მიმყავს.. ცოტა ხანი დაისვენე შენი ბუდე მოიწყე, მერე შენ და ვაჩეც ჩამოდით...
- უკვე მიდიხარ? ასე მალე? ჩვენ ლაპარაკიც კი ვერ მოვასწრით გიო, ძალიან მწყდება გული..გახსოვს ადრე ბავშობაში როცა ცუდად იყო რომელიმე ჩვენგანი ერთმანეთს ნახატებს ვუხატავდით, ლექსებს ვუკითხადით. გახსოვს გიო?
- მახსოვს ჩემო პატარა დაიკო.. რო იცოდე როგორ მომენატრება შენი წიკწიკა ხმა..
- ახლა ამეტირება.. ძალიან ,ძალიან მიყვარხარ...
- დასამშვიდობებლად მოვედით.. შეგიძლია სახლში დაბრუნდე ..
- არა, ვაჩეს ცალკე უყიდია სახლი ჩვენთვის..
- ვაჩეს ძალიან უყვარხარ თეკლა, მაპატიე ის რაც გითხარი მის შესახებ, ვცდებოდი, ხედავ მან შეძლო, ვიცი რომ რთული იქნებოდა მაგრამ შენს გამო შეძლო...
- ხო ვიცი, ძალიან გამიჭირდება უშენოდ..
მაგიდიდან ავდექი და ცრემლების მოსაბანად მეორე სართულზე ავედი..ემოციებისაგან თავბრუ მეხვეოდა, ვაჩეს ოთახში შევედი და წამოვწექი, წუხანდელი ღამე ნათევი საშინლად ვგრძნობდი თავს.. ყველაფერი მტკიოდა. დავწექი თუ არა შვება ვიგრძენი.თვალები დავხუჭე და ფიქრებში ჩაბიძირე.. ვერც გავიგე კარების ხმა , მხოლოდ ხელის შეხება ვიგრძენი ტუჩებზე. თვალები არ გამიხელია , ისე გავიღიმე და ხარბად ჩავისუთქე ჰაერი... მერე მისი ტუჩების შეხება მეუცხოვა და როცა ჩემს გვერდით დათო დავინახე გიჟივით წამოვხტი და კედელს ავეკარი.. ჩემსკენ წამოვიდა და ორივე ხელი წელზე მომხვია, ალკოჰოლის სუნით ყარდა, ეტყობოდა გუშინს მერე გაუჩერებლად სვავდა.. თავისკენ მიმიზიდა და ყელში მაკოცა...
- დათო გამიშვი, თორემ ვიყვირებ..
- იყვირე, ვაჩე წავიდა, მამა ასი წელი ვერ გაიგებს შენს ხმას, იყვირე, რამდენიც გინდა იყვირე, იყვირე მანამდე სანამ ჩემი არ გახდები, სანამ იმას არ მივიღებ რაც მინდა...
- რას ლაპარაკობ ავადმყოფო?! ხელი გამიშვი თქო.. ხელის განთავისუფლება ვცადე მაგრამ ისეთი ძალით მიჭერდა ტკივილისაგან ცრემლები მდიოდა..
- ახლა იმას გააკეთებ რასაც გეტყვი.. მხოლოდ ერთხელ გახდი ჩემი,, ამას ვაჩეც ვერ გაიგებს, ჩვენს შორის დარჩება.. მხოლოდ ერთხელ მაგრძნობინე შენი სხეულის სითბო....
- ავადმყოფი ხარ.. ნაგარი, არაკაცი.. კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ ბინძურ სიტყვას ვეუბნებოდი და ვყვიროდი რომ ხელი გაეშვა, დახმარებას ვითხოვდი მაგრამ დათო მართალი იყო ჩემს ხმას ვერავინ გაიგებდა მუსიკის ხმაში..
- ჩემი ხარ გესმის? ჩემი ქალი ხარ..
- დათო მორჩი, მთვრალი ხარ. საღად ვერ აზროვნებ, გამიშვი მეტკინა..დათო გთხოვ..
ყვირილმა რომ ვერფაერი შეძლო ხვეწნაზე დაგავედი.. საწოლზე დამაგდო და მოფერება დამიწყო...თვალები დავხუჭე და მხოლოდ მის სახელს ვჩურჩულებდი ჩუმად... გულში ვნატრობდი რომ ეგრძნო ჩემი ტკივილი, ჩემი განცდა..ცხოველივით მკოცნიდა, თითქოს ჩქარობდა რომ არავის მოესწრო და ხელი არ შეეშალა ამ ჩოდვის ჩადენაში.. კაბის ბრეტელი გიჟივით გადამიწია და შიშველ მხარზე მაკოცა,, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა და მხოლოდ ვევედრებოდი ხელი გაეშვა ჩემთვის...კიბეებზე ფეხის ხმა გავიგონე და სუნთქვა შემეკრა.. დათო ისე იყო გართული თავისი საქმით ჩემი შიშველი მკერდის და ყელის ყარდა ვერაფერს ხედავდა... ნაბიჯების ხმა თითქოს კარებთან წამით შედგა, თითქოს გაცლას აპირებსო, მთელი ენერგია მოვიკრიბე და განწირულმა დავიყვირე... ეს ყველაფერი ისე წამიერად მოხდა რომ გონებაზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. ოთახში სამივე ერთად შემოვარდა... ძალა გამოცლილი ვთხოვდი დახმარებას ვაჩეს...სანდრომ და ნიკამ დათო ოთახიდან გაათრიეს.ისევ ისეთ მდგომარეობაში ვიწექი საწოლზე როგორც მანამდე.. ჩემსკენ წამოვიდა.. ცრემლები მომწმინდა.. კაბა გამისწორა და წამოდგომაში დამეხმარა.. სააბაზანოში შემიყვანა და ცივი წყალი მომასხა სახეზე. მერე თავისკენ შემატრიალა და გულში ჩამიკრა.
- მაპატიე.. ძლივს ამოღერღა ნაწილ-ნაწილ და ჩემთან ერთად ტიროდა მანამ სანამ ძალა არ გამოგვეცალა ორივეს.. მაპატიე გევედრები რომ იგივე რამის გადატანა მოგიხდა თეკლა. დაგიშავა რამე? - უარის ნიშნად თავი გავაქციე.. მოდი ჩემთან, წამოდი ცოტა დაწექი და მერე წავიდეთ.. დაწექი და შიგნიდან ჩაიკეტე, დათოსთან გავალ და ახლავე მოვალ..
- გთხოვ, არ წახვიდე გთხოვ..
- გვერდით ოთახში ვარ. გგონია ამ საქმეს ესე დავტოვებ?? საკმარისიაა.
გავიგონე როგორ შევარდა ვაჩე დათოს ოთახში და კარები მთელი ძალით მიაჯახუნა.. შიგნიდან მათი საუბარი ყრუდ მესმოდა, ხელები ყურებზე ავიფარე და გავიტრუნე..
- იმაზე მეტად ნაგავი ყოფილხარ ვიდრე მეგონა.. შენ რა ადამიანი ხარ..
- ისეთი ადამიანი როგორიც შენ.. გგონია მარტო შენ გაქ სიყვარულის უფლება..
- არა , შენც გაქვს ოღონდ არა ჩემი ცოლის!. ის ჩემი ცოლიაა შეიგნეე.. ჩემი ცოლია. ჩემი ძმა რომ არ იყო ყელს გამოგჭრიდი დათო. ასეთი არაკაცი როგორ გაიზარდე..
- მომშორდი, შენი ნოტაციები არ მჭირდება რა ძმაო.. ის მივიღე რაც მინდოდა... მართალია მთლად ბოლომდე ვერ მოვასწარი მაგრამ ესეც საკმარისია.. მინდა გითხრა რომ შენი ცოლი წინააღმდეგი არ ყოფილა ჩემი კოცნისა..
- მოგკლავ შე ახ***რო.. მოგკლავ გაიგე.. ერთხელ კიდე რომ მოუახლოვე თეკლას გაგანადგურებ...
- მორჩა ვაჩე მორჩა...-ამაოდ ამშვიდენდნენ ბიჭები ვაჩეს..
- ახლოს არ გაეკარო იცოდე, თორემ არ დამენანები..
- არ დაგამშვიდებ და არ გეტყვი რომ არ გავეკარები. სანამ ჩემსას არ ვიღებ, სანამ ჩემად არ ვიგულებ მანამდე ვივლი მის გარეშემო...
- ხელებს დაგამტვრევ- მუშტი სახეში მოხდა დათოს და იატაკზე დაეცა.. მთელი ძალით ურტყავდა ვაჩე ძირს დაგდებულ დათოს , ძლივს ააგლიჯებს ერთმანეთს და ვაჩე გარეთ გაიყვანეს.. მათი კარების ხმაზე მეც გავედი და მისი სახის დანახვაზე უარესად მეტკინა ჩემი განცდილი ტკივილი... მისკენ წავედი და მოვეხვიე.. ხელში ამიყვანა და ისევ საწოლში დამაბრუნა...
- იცოდე ძალიან მიყვარხარ, და არავის მიცემ უფლებას გული გატკინოს არავის..
- მეშინია. გთხოვ წამიყვანე აქედან ვაჩე..
**
პატარა გემოვნებით მოწყობილ სახლში მიმიყვანა ვაჩემ და მისაღებში დივანზე ძალა გამოცლილი დავჯექი.. ვერ ვხვდებოდი სად დავუშვი შეცდომა დათოსთან მიმართებაში, სულ რამდენჯერმე შევძელი მისი ნახვა და უკვე ასეთ მდგომარეობაში იყო ჩემს გამო.. ვაჩე სამზარეულოში ხმაურობდა, საძინებელში შევედი და გაოცებისაგან პირი დავაღე, როდის მოასწრო ამდენი აზრზე არ ვიყავი. ყველაფერი გაეკეთებინა, ჩემი ტანსაცმელიც კი წამოეღო..წამოწოლას ვაპირებდი რომ სამზარეულოდან ვაჩეს შეგინების და ყვირილის ხმა გავიგონე და მასთან სირბილით წავედი... კარებთან გავჩერდი და გამეღიმა, სურვილი გამიჩნდა მივსულიყავი და გულში მაგრად ჩამეკრა... გატეხილი ჭიქა იატაკიდან ავიღე , ვაჩეს ხელი მოვკიდე და ჩემთან ერთად საძენებელში შევიყვანე.. თავი კალთაში ჩავუდე და ჩემდა უნებურად დამედინა ცრემლები..
- იცი , ასე იტყვიან ხოლმე, ჭიქის გატეხვამ ბიჭი იცისო... მითხარი გადაგიყვარდები ამის მერე?
- რაზე ლაპარაკობ?
- გადაგიყვარდები იმიტომ რომ შენი ძმა მეხებოდა? შემიძულებ არა?? მითხრი..
- გოგო, შენ სულ გადაირიე? რას ნიშნავს შემძულდე ჰა? ჩემი ხოლი ხარ, ჩემი სიყვარული, ჩემი ცხოვრება როგორ შემიძლია შეგიძულო... ერთადერთი რაც მინდა შვილია..
- გინდა რომ შვილი გვყავდეს???
- მინდა, ძალიან მინდა, ჩემი და შენი შვილი, ჩვენი საერთო შვილი, წარმოიდგინე , პატარა, ბუთხუზა..
- გვეყოლება, დამიჯერე. მეც ძალიან მინდა, მხოლოდ ესღა დარჩა ჩემს ოცნებებში...
- მიყვარხარ . მუდამ მეყვარები და არასოდს დაგტოვებ მარტოს, რაც არ უნდა მოხდეს...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев