
დილით მზის სხივებმა გამომაღვიძეს, ვაჩე საწოლში აღარ იწვა, უეცრად ამიტანა შიშმა. მთელი ოთახი მზის სხივებით მორთულიყო. საწოლში წამოვჯექი და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე თვალიერება... კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგონე და გავიტრუნე. საწოლზე ჩამომიჯდა და შუბლზე მაკოცა..
- დილა მშვიდობიდა მძინარა ქალო... როგორ გეძინა?
- კარგად,, არა გატყუებ ძალიან კარგად.. ასეთი ბედნიერი დილა არასოდეს გამთენებია..
- მეც.. მალე, სულ ერთად ვიქნებით და ვერავინ შეძლებს ჩვენს დაშორებას.. ძალიან მიყვარხარ თეკლა, დაიმახსოვრე ეს..
- ვიცი სულელო...შუბლზე დაყრილი თმები მოვუჩეჩე და ყავის ფინჯანზე ვანიშნე მომაწოდე თქო..
**
ჩემი ცხოვრების ულამაზესი დღე სრულდებოდა, სახლში წასვლის დრო დგებოდა, ვგრძნობდი რა ძალიან მიჭირდა მასთან განშორება, მის გარეშე ყოფნა. ყველაფერი მტკიოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
მანქანა სახლთან გამიჩერა ..გადასვლა დავაპირე რომ უეცრად მკლავში ხელი მტაცა და დამიჭირა. ვნებიანი თვალებით შემომხედა და საკოცნელად გამოიწია.. თვალები დავხუჭე და მისი ტუჩების ანაბეჭდი ჩემს ტუჩებზე დავიმახსოვრე..
- იცოდე მომენატრები..ძალიან მომენატრები პაწია ქალო..
- მეც, მეც მომენატრები .. სამსახურში წადი კარგი? მემგონი უკეთ ხარ, ყველაფერი კარგად იქნება.. წყალს გადავივლებ და სააავადმყოფოში წავალ მეც.. მაიკომ დამირეკა საქმე მაქვსო..
- კარგი ჩემო ლამაზო, დროებით..
კიბეებს ნელა ავუყუვი, მილიონჯერ მივხედე სანამ წავიდოდა, ისიც მანამდე მიყურებდა სანამ კარგად არ მოვეფარე თვალს, მერე გავიგე როგორ დაიქოქა მისი მანქანა და ეზოდან გავიდა, გული ამიჩქადა, ასე მეგონა სამუდამოდ დავემშვიდობე..კარები ნელა მივკეტე და მისაღებში მსხდომარე ჩემს ოჯახის წევრებს გავუღიმე, პირდაპირ მათთან შევედი, მიხვდნენ რაღაც ხდებოდა...
- მოკლედ, პირდაპირ გეტყვით რაც ხდება.. მაგრამ იცოდეთ თქვენი აზრი თქვენთვის შეინახეთ. მოკლედ მე და ვაჩემ დაქორწინება გადავწყვიტეთ, ერთ კვირაში ქორწილი გვექნება, ყველაფერს ვიწრო წრეში გადავიხდით. ძალიან ბედნიერი ვიქნები თქვენც თუ ჩემს გვერდით იქნებით და თუ ამისი სურვილი არ გექნებათ არც ამას დაგაძალებთ.. მხოლოდ ერთი მინდა იცოდეთ . მე ის ძალიან მიყვარს მის გარეშე ვერ ვცოცხლობ მის გარეშე სუნთქვაც არ შემიძლია..იმედი მაქვს გაიგებთ რასაც ვგრძნობ თუარადა არც ამის წინააღმდეგი არ ვარ..
- თეკლა- დაბალ ხმაზე მითხრა ჩემმა ძმამ და ჩემსკენ წამოვიდა..მე ყველანაირად ვეცადე რომ აზრი შემეცვლევინებიდა შენთვის, თუკი ის ასეთი ძვირფასია და ასე ძალიან გიყვარს, თუკი მასთან ბედნიერი იქნები გპირდები მე მუდამ შენს გვერდით ვიქნები..
- კი მაგრამ გიორგი ჩვენ ხომ ასე არ შევთამხმებულვართ..
- კარგი დედა, საკმარისია, ვერ ხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი? ჩვენ ვეცადეთ , მორჩა, ესეიგი ასე იყო საჭირო... ახლა მის გვერდით უნდა ვიყოთ ჩვენ მისი ოჯახი ვართ.
ჩემ ძმას გახარებული გადავეხვიე,, -მადლობა გიო. ძალიან მიყვარხარ იცოდე..ძალიან.. ბედნიერი ვარ რომ ბოლოს და ბოლს გამიგეთ და ჩემს გვერდით იქნებით..
**
დღეები ერთმანეთს ისე მიყვებოდნენ ვერც კი ვიგებდი როდის თენდებოდა და როდის ღამდებოდა.. ისე უეცრად გავიდა ერთი კვირა ვერც კი შევნიშნე, მთელი დღები გადარბენაზე ვიყავი, საავადმყოფოდან ვაჩესთან მივრბოდი რომ მისი მდგომარეობა მენახა,, მაქსიმალურად ვცდილობდით მისი ორგანიზი მავნე ნივთიერებებისაგან გაგვეწმინდა.. მხოლოდ ერთი დღეღა იყო დარჩენილი და მე მისი ცოლი გახდებოდი. გულის სიღრმეში ძალიან მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის, რაღაცა შიგნიდან მჭამდა რომ შეიძლებოდა ის მომენტები რაც ბევრჯერ გადავიტანეთ წამლის გამო ისევ გამეორებულიყო.. მაშინებდა დაორსულებაზე ფიქრიც კი. მაშინებდა რომ ერთ დღეს როცა შანსი მიეცემოდა ის კიდე გაუწვდიდა ხელს წამალს...მერე ამ ფიქრებს სევდამდე მივყავდი და ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები როგორ შემეძლო ასე მეფიქრა კაცზე რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა..
ღამით ადრიანად დავწექი ხვალ დაძაბული დღე მელოდა. ჩვენი საოცნებო ქორწილის დღე. როცა მე და ის ერთი მთლიანობა გავხდებოდით. როცა მე და ის ვიქნებოდით ერთ ოთახში, გვერდიგვერ სამუდამოდ. როცა დილით გამოღვიძებულს მისი სუნთქვა გამამხნევედა ღამე კი მისი კოცნა დამაძინებდა.ჩემმა მობილურმა ახალი შეტყობინება მამცნო და ეკრანი აენთო.. მივხვდი რომ ვაჩე იქნებოდა..
- ჩემო სიყვარულო ხვალიდან სამუდამოდ ჩემი ხარ..მოუთმენლად დაველოდები გათენებას. მიყვარხარ..
- მე შენ დაგელოდები,ძალიან მიყვარხარ იცოდე...
**
ეს იყო დღე რომელიც დანარჩენებს არ გავდა.. ამ დღეს მე მის სულში ჩავიხედე როდესაც ის ჩემს გვერდით საკურთხეველთან იდგა.. ხელზე-ხელი მაგრად მომიჭირა და გამიღიმა, ვიგრძენი რაოდენ დიდი სიყვარული იყო ჩვენს შორის.. ვგრძნობდი რომ შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა ჩვენი ბედნიერებისათვის.. დედაჩემს გავხედე, ეჭვის თვალებით გვიყურებდა, მისი ეს სახე, ეს მზერა საშინლად მიშლიდა ნერვებს.. ჩემში რაღაც ამოუცნობს ნერგავდა. მას მერე რაც მისი ოფიციალური ცოლი გავხდი წინასწარ დაჯავშნულ რესტორანში შევიკრიბეთ და ყველა მაქსიმლურად ცდილობდა კარგი დრო გაეტარებინა..
ერთი სული მქონდა ეს დღე დამთავრებულიყო, ძალიან მეშინოდა რომ შეიძლებოდა ვაჩეს რაიმე სისულელე გაეკეთებინა რომ ამდენ ხალხში მის გაუჩინარებას ვერ შევნიშნავდი და საშინელებას გააკეთებდა..გაღიმებული დათო ჩვენსკენ წამოვიდა და საცეკვაოდ გამიწვია.. დიდად არ გამხარებია მისი ეს ქცევა მაგრამ ხალხის წინაშე ვერ დავიწყებდი ძიძგილაობას..
- აბა, მზად ხარ მისი გახდე?-მოულოდნელად მკითხა და ცალი ხელი წელზე შემომხვია..
- რა იყო დათო ეჭვი გეპარება? გგონია შუაღამეს აქვითინებული გამოვვარდები შენთან ეს რა გავაკეთე-თქო.
- არა, არ გამოვარდები მაგრამ, ვიცი რომ ინანებ მის ასეთ საქციელს თეკლა.. არ მინდოდა გული გტკენოდა..
- ასე ძალიან რატომ გადარდებს ჩემი გულის ტკივილი ჰა? მოდი არ ვითამაშოთ დათო, მე და შენ პირველი დანახვისთანავე არ მოგვეწონა ერთმანეთი..
- არა ცდები..
- რაში მაინც? შენ არ იყავი იქ ეზოში რომ დამიჭირე??
- კი მე ვიყავი და დაგიჭირე არა იმიტომ რომ ვე გიტანდი არამედ იმიტიომ რომ ძალიან მომეწონე, აზრზე არ ვიყავი ვინ იყავი, მაგრამ შენმა თვალებმა, სახემ, სხეულმა იმდენად მომხიბლა რომ ..
- მოიცა, ზედმეტი რომ მოგდის ხვდები? აანალიზებ მაინც რომ შენი რძალი ვარ?.. შენი ძმის ცოლი..
- ნეტა არ იყო.. ნეტა მე მანამდე გამეცანი ვიდრე ვაჩეს.. თუ გეტყვი რომ მიყვარხარ დამიჯერებ?
- შენ სულ გადაირიე?!-ხმახმაღმა ვუყვირე და ხელის გაშვება ვცადე.. გამიშვი დათო..
- არა, თეკლა, გთხოვ, ახლა რომ დაჯდე ვაჩე უამრავ კითხვას დამისვავს და მერე იცოდე თავს ვერ შევიკავებ და ვეტყვი რომ მიყვარხარ, ის გამწარდება და წამალში იპოვის ხსნას.
- შენ რა მაშანტაჟებ თუ რა ხდება?? დათო, ეცადე გზაზე არ გადამეყარო, ფეხებში არ მომედო, მაქსიმალურად შორს დაიჭირე თავი ჩემგან..
- ამას ვერ შევძლებ..
- შეძლებ, იმიტომ რომ მე და ვაჩე ცალკე გადავალთ საცხოვრებლად, და თქვენს სანახავად თვითონ მოვალთ, ასე რომ შორს იყავი ჩემგან..
სიმღერა დამთავრდა თუ არა ვაჩესთან მივედი და მაგრად ჩავეხუტე... ცრემლებს ძლივს ვიკავებდი..არ ვიცოდი მეთქვა თუ არა მისთვის..აღელვება მაიკომ შემატყო და მანიშნა გამოდიო....ნატუკა და ნინოც ჩვენთან მოვიდნენ, როგორც ჩანს მათ უფრო კარგად შემატყეს სახეზე აღელვება და გაოცება..
- რა ხდება თეკლა?- სამივემ ერთ ხმად მკითხა და ინტერესით მომაშტერდნენ.
- ვერც კი წარმოიდგენთ.. დათომ მითხრა ნეტავ მე უფრო ადრე გამეცანიო..
- მოიცა ეს რას ნიშნავს .. უყვარხარ?
- ასეა.. მითხრა მიყვარხარო.. არ ვიცი ვაჩეს ვუთხრა თუ არა, გოგოებო როგორ უნდა მოვიქცე.
- მგონი ჯობია არაფერი უთრხა, ეს თქვენი დღეა-თავისას არ იშლიდა მაიკო...
**
ეს ჩემი ცხოვრების ულამაზესი ღამე იყო. სანთლებით განათებულ ოთახში ხელში აყვანილი შემიყვანა და შუა ოთხში დამსვა..
- თეკლა.. რაც არ უნდა მოხდეს იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ..
- რას ნიშნავს რაც არ უნდა მოხდეს ვაჩე??რამე უნდა მხდეს თუ რა ხდება?
- მისმინე, მე ყვეალფერი არ მითქვამს შენთვის...
- ვაჩე ნუ მაშინებ , რა ხდება? და მაინც და მაინც დღეს გინდა საიდუმლოებების თქმა? დღეს ხო ჩვენი დღეა??
- მისმინე.. ჩვენი დღეა, ასეა მაგრამ უნდა იცოდე..სწორედ ახლა უნდა იცოდე ეს.
- რა ჯანდბა ხდება ასეთი..
- მე ..ცოლი მყავდა...
- მეხუმრები არა?? მისმინე ამ დღეს ნუ ჩავიშხამებთ რა... ვაჩე გთხოვ,..
- არა, არ ვხუმრობ. მართლა მყავდა - საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლიანი თვალებიც ამომხედა...მას მერე დავშორდი რაც ჩემს ძმასთან მიღალატა..
- კი მაგრამ შენ მითხარი რომ ის შეყვარებული იყო..გამოდის რომ მომატყუე?? კი მაგრამ ახლა რატომ მეუბნები ამას?? -მოწყვეტით დავეცი იატაკზე და გაოგნებული მივაშტერდი სანთლის ალს..
- არც კი ვიცი რა ვთქვა..
- არც უნდა იცოდე.. ნაგავი ხარ. არაკაცი.. გაშლილი ხელი სახეში გავარტყი და სააბაზანოში შევედი... ვუყურებდი სარკეში ჩემს განადგურებულ ანარეკლს და ვხვდებდოდი რომ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.. უსუსური ვიყავი ამ შემთხვევაში და არ ვიცოდი რა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და რა არა...ჩემს უკან მისი ანარეკლი დავინახე და გასვლა დავაპირე რომ დამიჭირა და გულზე მიმიკრა...
- ვიცი რომ არაკაცი ვარ, ნაგავი.. მაგრამ ვერ დაგკარგავდი თეკლა.
- ხო არაკაცი ხარ..ის გამიმხილე რომ ნარკომანი იყავი და ის ვერ მითხარი რომ ცოლი გყავდა? რა გელაპარაკო ამის მერე?!
- მიყვარხარ..
- ფეხებზე შენი გრძნობები და სიტყვები გაიგე?? უკვე მერამდენედ მომატყუე ..
- მაპატიე, რა აზრი აქვს ახლა ამას... ეს ხომ უკვე წარსულია..ის აღარაა ჩემს ცხოვებაში, ახლა მხოლოდ შენ ხარ, ვიცი მოგატყუე , ცუდად მოვიქეცი მაგრამ, შემეშინდა რომ ამდენი ტყუილის მერე აღარ მაპატიებდი და დამშორდებოდი..
- და იმის არ გეშინია ახლა რომ დაგშორდე?ყველა იმედი რაც შენზე დავამყავრე, ყველა იმედი გამიცრუვდა ვაჩე..
- გთხოვ, ასე ნუ ამბობ. ძალიან მიყვარხარ და ეს შენც კარად იცი..
- არ ვიცი არაა.- ისტერიულად ვუყვირე და ტირილი დავიწყე.. ეს დღე სხვანაირი მეგონა.. რაღა მაინც და მაინც დღეს მითხარი,, ეს დღე რატომ ჩამიშხამე ჰა?? რადგან ერთმანეთს ასე ვექცევით , რადგან ფეხებზე გკიდია ჩემი ტკივლი, დაე შენც გეტკინოს.. მაგრამ შენგან განსხვავებით არ დავმალავ , და სიმართლეს გეტყვი.. შენ ძმას ვუყვარვარ.. წეღან ცეკვის დროს მითხრა ნეტავ ვაჩეზე ადრე შეგხვედოდიო.. იქნებ ასე უკეთესიც ყოფილიყო ჰა?
არ გაბედი ამისი თქმა არასოდეს- გამწარებულმა გაბრაზება ვეღარ მოთოკა და სახეში გამარტყა... ეს დღე ჩემი ცხოვრების დასასრულად მეჩვენებოდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2