
გააფთრებული წამოვხტი საწოლიდან, არ მახსოვს როგორ ვიცვავდი ტანსაცმელს.. რას ვაკეთებდი. საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დავწვდი და მაშინვე მაიკოს დავურეკე, ვთხოვე ნიკასთის და სანდროსთის დაერეკა და ვაჩესთან მისულიყვნენ. კიბეებზე სწრაფად დავეშვი და პირველივე ტაქსს ხელი ავუწიე..ვთხოვე რაც შიეძლება სწრფად ეარა..
მისი სახლის წინ ვიდექი და ვერ ვდებავდი შესვლას, მეშინოდა რომ იგივე სიტუაცია დამხვდებოდა რაც მაშინ როცა რეანიმაციაში შევედი.. გული გამალებით მიცემდა..მთელი ძალა მოვკრიბე, ფეხები არ მემორჩილებოდა, რაღაცა ენერგია უკან მიმათრევდა.. ერთი მომენტი ლამის უკან წამოსვლა გადავწყვიტე რომ გულმა მთელი ძალით გამწია მისკენ.. ამასობაში ბიჭები და მაიკოც მოვიდნენ და ყველანი ერთად შევედით სახლში. მისი ოთახისაკენ სწრაფად წავედი... ოთახში იმაზე მეტად უარესი სიტუაცია დამხვდა ვიდრე მეგონა და ვიდრე მაშინ იყო... ირგვივ ყველაფერს ამტვრევდა..იმუქრებოდა რომ ყველას მოკლავდა, რომ ვერ გაუძლებდა ამ ტკივილს. ყველაფერი სტკიოდა. მთელი ძალით ყვიროდა რომ მისთვის წამალი მიეცათ.. მისი ქცევა არ გავდა ნორმალური ადამიანისას, გიჟივით იქცეოდა, გაოგნებული იდგა ბატონი არჩლი და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა..ის პირველად ხედავდა შვილს ამ მდგმარეობაში... ერთიანად იფეთქა ჩემში ყველაფერმა. მისკენ წავედი და მაგიდაზე დადგმული წყალი სახეში შევასხი.. მოულოდნელად აენთო მისი თვალები ,- ჩემსკენ წამოვიდა და ორივე ხელი მკლავში მტაცა, არ ვიცი რას გააკეთებდა რომ არა სანდრო და ნიკა.. მთელი ძალით მოქნეული სილა სახეში გავარტყი და ჩემს წინ მუხლებზე დავარდა....
ყველას ვთხოვე ოთახიდან გასულიყვნენ და მარტოები დავეტოვებინეთ...სიცარიელემ თითქოს უფრო მეტი ძალა შემმატა.. მის წინ დავჯექი ხალიჩაზე, ჩემსკენ მოვწიე, თავი მკერდზე დამადო და პატარა ბავშვივით დამიწყო ხვეწნა, ეს ყველაზე დიდი ტკივილი იყო ჩემი ცხოვრების..
- გთხოვ, დამეხმარე, გთხოვ, მომეცი წამალი, სულ ცოტა მაინც თეკლა. მოვკვდები იცოდე.. გეხვეწები ..
- არა ვაჩე.. მოითმინე, ჩვენი სიყვარულის და ერთად ყოფნის გამო.. ოფლიან შუბლზე ხელს ვუსვავდი და როგრც ახალ დაბადებულმა ბავშმა მანაც იყუჩა.უნდა შეძლო ჩვენს გამო, მარტო არ ხარ მე შენთან ვარ. ყველაფრს ავიტანთ ერთად..
- არ შემიძლია, თეკლა, შეცდი ხო ხედავ ჩემში, ძალა არ მაქვს, ვკვდები, ყველაფერი მეწვება შიგნიდან, ყველაფერი მტკივა გთხოვ..მხოლოდ ეს ერთხელ თეკლა და მეტს აღარ მოგთხოვ..
- ვიცოდი ამერთს მერე მეორე მოყვებოდა, მთელი ძალა მოვიკრიბე და დავუყირე.არა-თქო. მირჩევნია მოკვდე, ვიდრე ნარკომანი იყო გაიგე? ჩემმა სიტყვებმა ცეცხი აანთო მასში და ორივე ხელი ყელში წამიჭირა და გამწარებულმა გამოსცრა კბილებში..
- წამალი მომეცო თორე მოგკლავ იცოდე..- ვიცოდი რომ იმ მომენტში მას მართლა შეეძლო ჩემი მოკვლა. მაგრამ მზად ვიყავი..ვიცოდი რომ მასში რაღცა მძვინვარებდა და ეს ძალა მასზე ძლიერი იყო..
- არ მეშინია. შეგიძლია მომკლა, მაგრამ წამალს ვერ ეღირსები. ამ ოთახში მანამ გამოგკეტავ სანამ არ გადაეჩვევი გაიგე? უმალ გამიშვა ხელები და კედელს აეკრო..
- რას ვაკეთებ. ეს რა გავაკეთე- უეცრად თითქოს გონებაზე მოვიდა და ტირილი დაიწყო, ვიცოდი რომ მისი გონება დიდი სტრესის ქვეშ იყო, სტკიოდა ყველაფერი ტვინიც კი... მაგრამ უნდა ამეტანა მისი და ჩემი ბედნიერიების გამო...
- არაფერია დამშვიდდი. მოდი ჩემთან. მოდი.. საწოლზე დავსვი და მის წინ სკამზე დავჯექი.. იცოდე მე შენ იმდენად მიყვარხარ რომ ყველაფერს ავიტან, ვიცი რომ ეს ძალიან რთულია ვაჩე, არაფერს გეუბნები, ის რაც შენში ხდება ის რაც გტკივა ეს საშინელებაა მაგრამ უნდა გაუძლო, უნდა აიტანო.. მხოლოდ ერთს გთხოვ მითხარი რა წამას იღებ , როგორ შევძლო შენი მკურნალობა, ორგანიზს უნდა დავეხმაროთ ვაჩე...
- იქნებ არ მინდა რომ დამეხმარო, იქნებ ჯობია მოვკვდე.
- კარგი რა. სასოწარკვეთილი ქალივით ლაპარაკობ. მეგონა გინდოდა შვილი გვყოლოდა, რომელსაც ასწავლიდი როგორ უნდა გაერჩია ცუდი და კარგი ერთმანეთისაგან..
- შვილი? შენ გინდა რომ შვილი გვყავდეს?? ამას მართლა ამბობ?
- რა თქმა უნდა.. აბა როგორ.. მაგრამ შვილი მხოლოდ მაშინ გვეყოლება როცა შენი ორგანიზმი ბოლომდე გამჯამრთელდება..ვიცოდი რომ შვილზე ფიქრი მისთვის ყველაზე კარგი მოტივაცია იქნებოდა, ამიტომ მაქსიმალურად დამიწყე მის ხასიათზე თამაში.. მისმინე გინდა ჩვენი შვილი ინვალიდი იყოს? დაუნი? ვერ შეძლოს სიარული, საუბარი. ბრმა იყოს ან ყრუ???- გინდა????
- არა..
- მაშნ მითხარი წამლის სახელი რომელსაც იღებდი . უნდა ვიცოდე შენი ორგანიზმი რითი იღუპება ვაჩე..
- ოპიოდები...
- რა თქმა უნდა. საქართველოში წამყვანი ნარკოტიკული საშუალებაა.. იცი მაინც რას იწვევს ოპიოდების რეგულარული მიღება?? დარწმუნებული ვარ არ იცი, ახლავე გეტყვი...მისმინე, შენ გელაპარაკები მისმინე-თქო.. თავი ავაწევინე და ირონიულად გავხედე.. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევას . ღვიძლის სერიოზულ დაზიანებას, ვინაიდან სწორედ აქ ხდება ნივთიერებების, მათ შორის ნარკოტიკების დაშლა, მისი უჯრედების კვდომასა და გადაგვარებას, რის გამოც ვითარდება ტოქსიკური ჰეპატიტი და ციროზი; თირკმელების დაზიანებას; დეპრესიულ მდგომარეობას -ხშირად საქმე თვითმკვლელობამდეც კი მიდის ადამიანი რაც შენ უკვე გააკეთე;იმუნიტეტის ძლიერ დაქვეითებას;ვენების დაავადებას;ინტელექტის დაქვეითებას;ზედოზირების საფრთხეს, რაც ხშირად სიკვდილით სრულდება.იცი რა არის ყველაზე საშინელება ?!! - ის რომ სექსუალური კავშრის დროს ეს ყველა დაავადება შიდსი და ჰეპატიტი პარტნიორზე გადადის და აუცილებად იბადება ბავშვიც ასეთი..მზად ხარ ამ ყველაფრისთვის??
- არა.. მე ძალიან ვწუხვარ არც კი ვიცოდი
- ხოდა ახლა გეცოდინება, შედი სახე დაიბანე ცივი წყლით და დაბლა ჩამოდი ყველანი მისაღებში დაგელოდებით...
**
ყველაზე ნაკლებად ახლა დათოს ნერვები მქონდა, ჩუმად ჩავედი მისაღებში და მაიკოს გადაღლილი ჩავეხუტე.. ვიცოდი ყველა ჩემგან ელოდებოდა პასუხს.. ოთახს თვალი მოვავლე, ბატონი არჩილის მზერაში იმხელა ტკივილი ამოვიკითხე რომ სიტყვების ნაცვლად გავუღიმე. მისკენ წავედი და სავარძლის მოაჯირზე ჩამოვუჯექი. ხელი მოვხვიე და ლოყაზე ვაკოცე. არ ვიცი რა ხდებოდა ჩემს შიგნით, უამრავი ემოცია ამოძრავდა უამრავი ტკივილი და ჩემდაუნებურად დავიწყე საუბარი.
- მამა არასოდეს მყოლია,ოცდარვა წელი ისე გავატარე თვალი არ დამიკრავს მისთვის, მარტო უფალმა იცის რამდენი ღამე გამიტარებია ტირილში და სევდაში. ყოველ დღე ველოდებოდი მაგრამ ის არ ჩანდა, ვუყურებდი დედაჩემს როგორ დნებოდა ნერვიულობისაგან, მერე ერთ დღეს ვიღაცამ ახალი ჭორი მოგვიტანა რომ მამაჩემს ახალი ცოლ-შვილი ყავდა.. ამან უარესად ჩაკლა ჩემში ყველანაირი ბედნიერების განცდა.. თქვენი შემხვედვარე გულში სითბო მეღვრება როგორ მინდა მეც მყვადეს ასეთი მამა, მზრუნველი, მოსიყვარულე.. ბედის ირონიაა არა?!- მამაჩემი ახლა გამოჩნდა ჩემი ხელით გავუკეთე ოპერაცია. ალბად ესეც სასაცილოა რომ მარტო კი არა თავისი შვილიშვილით ცხოვრობს ჩვენთან..როგორც თვითონ თქვა ჩემი ნახევარი ძმა ავარიაში დაიღუპა ცოლთან ერთად.. ესეც ხომ ბედის ირონიაა ბატონო არჩილ რომ ვაჩე ასეთ სიტუაციაშ გავიცანი, მერე ამას მეორე შეთხვევა მოყვა და ეხლა მესამე.. არავინ იცის ასეთი რამდენი შემთხვევა გვექნება მაგრამ ერთად თუ ვიქნებით ყველაფერს გადავიტანთ და გავუძლებთ ღალატის გარდა..
- შენ მდიდარი სულის პატრონი ხარ შვილო- ჩუმად მითხრა და ხელზე მაკოცა..დათო და ვაჩე ერთად შემოვიდნენ ოთახში და ფერი გვეცვალა ყველას. დათოს უაზრო საუბარი უკვე მომაბეზრებელი იყო. ვაჩესკენ წავედი და მაგრამ ჩავეხუტე.. მისი გული დამშვიდებულიყო, აღარ ფართხალებდა. აღარც მოსაკლავად იწევდა მისი ხელები.. სევდანარევი ღიმილი მესროლა და თავზე მაკოცა..
- მინდა რაღაც კითხვაზე მიპასუხო.. იცოდე ამ კითვის პასუხი ბოლომდე შეცვლის ჩემს ცხოვრებას თეკლა. სიმართლე რომ ვთქვა ძალა არ მაქვს ეს გთხოვო და მცხვენია კიდეც, სულ რაღაცა ათი წუთის წინ სიკვდილის გზაზე გაგიშვი კინაღამ..
- დამშვიდდი, მე მზად ვარ, ვიცოდი რა რისკზეც მივდიოდი,, ნუ ნერვიულობ მე შენ მიყვარხარ..
- მინდა ყველას გასაგონად გთხოვო ცოლობა.. მინდა გთხოვო რომ გახდე ჩემი ცხოვრების მეორე ნახევარი, ჩემი გულის და სულის ნაწილი, რომელიც სიკვდილამდე და იმის მერეც მეყვარება.. რომლის გარეშეც ვერ ვცოცხლობ... მაგრამ იცოდე წინ რთული დღეები გვექნება თეკლა, მინდა ამაზეც დაფიქრდე..
- რას სთავაზობ აზრზე ხარ? - განერვიულებული წამოხტა დათო და ჩვენსკენ წამოვიდა. არ იცი რომ ეს ყველაზე დიდი სისულელეა?! გინდა ეს გოგო მოკლა..
- გაჩუმდი და მაცადე პასუხი ვუთხრა... როცა ვაჩე მოიყვანეს პირველად, მე მაშინვე მივხვდი რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო.. ისიცი ვიცოდი რომ არც უკანასკნელი იქნებოდა..მაგრამ მაინც წავედი ამ რისკზე, მხოლოდ იმიტომ რომ სიგიჟემდე შემიყვარდა.. თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი, და მიყვარდე სიცოცხლის ბოლომდე..
**
დილით პირდაპირ სახლში წავედი. მთელი გზა მქონდა დრო მეფიქრა ყველა გადაწყვეტილებაზე ყველა ქცევაზე, მხოლოდ ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული რომ საშინლად მიყვარდა ვაჩე, სხვა ყველაფრის კი მეშინოდა, მის წინ თამამი გოგონას სახე მქონდა, სინამდვილეში გული ჩიტივით მიფრთხიალებდა როცა ვფიქრობდი რომ კიდევ დამირეკავდნენ და მეტყოდნენ საშინელებას.
ამაზე საშინელი რა უნდა ყოფილიყო ნეტავ?! ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობდა ქვეყნად..როცა შენი მეორე ნახევარი ცუდადაა, როცა უძლური ხარ მის წინაშე, მხოლოდ უფლის იმედად ხარ.. ხანდახან ვფიქრობდი სარეაბილიტაციო ცენტრში წამეყვანა, მაგრამ მარტო ვერ ვიღებდი ამხელა პასუხისმგებლობას.. დღე დღეზე სამსახურში გავიდოდა. იქ როგორ შევძლებდი მის გაკონტროებას.. ძალიან მეშინოდა რომ იქ თავის თავთან მარტო დარჩენილი ვერ გაუმკლავდებოდა ტკივილს და გამოუსწორებელ შეცდომას ჩავიდოდა..
პირდაპირ შევედი ჩემს ოთახში და ტანსაცმის გამოცვლას ვაპირებდი ოთახში დედაჩემი რომ შემოვიდა, საწოლზე დამიჯდა და ნამტირალევი თვალბით შემომხედა..
- თეკლა უნდა ვილაპარაკოთ , ასე როდემდე უნდა გაგრძელეს ეს ყველაფერი შვილო?
- რას გულისხმობ?
- შენს სიცივეს ჩვენს მიმართ... მე ხო დედაში ვარ. ოცდარვა წელი გზარდე, გზაზე დაგაყენე. ახლა კი რას მიკეთებ?! ზურგს მაქცევ და არაფრად მაგდებ თითქოს მეზობელი ვიყო... ისე მიდიდხარ და მოდიხარ სიტყვაც არ გემეტება ჩემთვის..
- არა ცდები მე შენ ძალიან მიყვარხარ, მაგრამ ის კაცი რომელიც აქ შემოასახლეთ ვერ ვიტან, ვერ მოვიტყუები დედა. არ შემიძლია ის ადამიანი აღვიქვა ისე რომ მამაჩემია.. ვერასოდეს შევიყვარებ. მის მიმართ არაფერს ვგრძნობ, იცი პატივისცემაც კი არ გამაჩნია..
- ასე ნუ ამბობ , ის მაინც მამაშენია თეკლა..
- ნუ მაცინებ რაა-ღიმილით ვუთხარი დედაჩემს და ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი..ეხლა გაახსენდა რომ შვილი ყავს? რა უფლება აქვს რომ ვაჩესთან მიდის და ჩემთან დაშორებას სთხოვთ.. ამიხსენი მე ვთხოვე? ვინ მისცა ამისი უფლება.. ეს ჩემი ცხოვრებაა და არავის მოგცემთ უფლებას ცხვირი ჩაყოთ.. ისე სხვათაშორის რომ იცოდე ვაჩემ გუშინ ცოლობა მთხოვა და მე..
- დათანხმდი თეკლა?
- რა თქმა უნდა.. აბა რას ელოდი? უარს ვეტყოდი მამაკაცს რომელიც სიგიჟემდე მიყვარს?? მისი ხედვით ვხედავ. მისი შეგრძნებით ვგრძნობ, მისით ვსუნთქავ და მისი თვალებით ვხედავ ცხოვრებას დედა..არ ეცადო გადამაფიქრებინოთ მაინც არაფერი გამოგივათ. უბრალოდ ძალიან გამიხარდება თუ ასეთ მნიშვნელოვან დღეს ჩემს გვერდით იდგებით.. თუარადა ამასაც გადავიტან..
- ის ხომ ნარკომანიააა- ისტერიულად დამიყვირ დედაჩემმა და სახეში გამარტყა.. არ გაბედო გესმის? არ გაბედოო მისი ცოლობა..
- შენი აზრი არ მაინტერესებს. მეგონა შენ მაინც გამიგებდი.. განა შენ არ ხარ ის ქალი ოცდარვა წელი რომ წყევლიდა კაცს რომელმაც მიატოვა?? ახლა რა შეიცავალა? სხვასთან დრო ნატარები კაცი გყავს გვერდით?! ხო ნარკომანია მაგრამ სულით მდაბიო არააა, ისეთი როგორიც შენი ქმარია... გადი ჩემი ოთახიდან და გთხოვ რომ დამასვენო გადი....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев