
- არ მინდა რომ დამტოვო, ახალი ცვლა მოვა და შენც დამეკარგები. მე კიდე უშენოდ ვერ ვძლებ ხო იცი შენ ჩემი წამალი ხარ..
- მერე როგორ ფიქრობ არსებობს ისეთი წამალი რომელიც ტკივილს მიატოვებს და არ გაუყუჩებს? არ მითქვამს რომ მივდივარ, მხოლოდ ყველაფერს შევამოწმებ. დარწმუნებული ვარ ნიკას და მაიკოსაც კაბინეტში სძინავთ...
- მართლა? მემგონი მართლა უყვარს შენი დაქალი იცი?? ისე უყურებს ხოლმე..
- ხო ასეა, ასე მითხრა მალე ქორწილში გაცეკვებთო, ეტყობა აღარ ხუმრობენ, მაიკოსთან ამ თემაზე არ მილაპარაკია , ამ პრობლემების გადამკიდე ვეღარ მოვიცალე..
- ხდება რამე??არ დამიმალო თეკლა..
- კი, სახლიდან უნდა წამოვიდე. ცოტა ხანი ქირით ვიქნები. ჩემს ძმას უნდა თან წაიყვანოს მშობლები ხოდა როცა წავლენ მერე დავბრუნდები..
- მიზეზი მე ვარ ხო ასეა???
- ასეა..გაიგეს შენი ამბავი და უნდათ რომ დაგშორდე...მაგრამ იმას არ ფიქრობენ რომ მიყვარხარ და შენს მიტოვებას არ ვაპირებ, ფეხებზე მათი აზრი ვაჩე... ვაჩე ნელა წამოდგა საწოლიდან მომიახლოვდა და ნაზად გამიღიმა ..
- შეგიძლია ჩაცმაში დამეხმრო?? მაიკა რომ ჩავიცვა.. უკეთ ვარ ცოტას დერეფანში მაინც გავივლიდი... შენთან შემოსვლაც შემეძლებოდა..
- კარგი.. მართალი ხარ.. შენ წარმოიდგინე და მთელი ტანსაცმელი მოგიტანე იცი?? აი ამას ჩაგაცმევ ნახე.. ჩანთიდან შავი მაისური ამოვიღე და მისკენ წავედი.. ხელები მიკანკალებდა, ასე ახლოს ვიყავი მასთან და ასე შორს ვგრძნობდი თავს.. არ ვიცი რა დამემართა იმ წუთში.. მისი დაკუნთული სხეული ცუდად მხდიდა, სუნთქვა გამიხშირდა.. ვაჩეს ეს არ გამოპარვია.. სისხლი მიდუღდა, ასე არასოდეს არავის სიახლოვე არ მდომებია როგორც მისი,, რაღაც მიზიდავდა მაგნიტივით , რაღაც იყო მასშ და ეს რაღაცა მაგიჭბდა.. თვაი ავარიდე მის დაკუნთულ სხეულს.. ძლივს მოვახერხე დახმარება ჩაცმაში.. მხოლოდ მერე მომხივია ორივე ხელი წელზე, მხოლოდ მერე გამითამამდა,, შუბლზე დაყრილი თმები გადამიწია და მაკოცა..
- წადი საქმეს მიხედე, ცოტას გავივლი, ბიჭებს დაველაპარაკები.. იცოდე რომ სულ შენზე ვიფიქრებ ჩემო ლამაზო...
**
ყველაზე რთული და აუტანელი ის ტკივილია როცა არ ენდობი საყვარელ ადამიანს, როცა გინდა მის თვალებში დაინახო ის რასაც ელოდები, ეძებ , ეძებ მაგრამ ხადახან ეს ძებნა იმდენად უშედეგოა რომ იღლები , ძალა გეცლება და სიცოცხლეც არარაფრად გიღირს.. განათებულ დერეფანს ნელი ნაბიჟით მივუყვებოდი , ხალათის ჯიბებში ხელები ჩავიყავი და ვერაფერს ვგრძნობდი.
როგორ მინდოდა დამეჯერებინა რომ შეძლებდა ვაჩე ჩემი იმედები არ გაეცრუებინა, შეძლებდა ჩვენი სიყვარულის გამო ებრძოლა, დამენახა რომ ეს მასაც უნდა... არ ვიცოდი რამდენად შეძლებდა ამას, ხანდახან მის სიყვარულშიც კი ეჭვი მეპარებოდა.
კაბინეტის კარები ნელა შევაღე და გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა. დივანზე ირაკლი და ჩემი ძმა იჯდნენ და მეგობრულად საუბრობდნენ... გაბრაზება ყელში მიჭერდა, მაგიდისაკენ წავედი და სავარძელში ჩავჯექი...
- რისთვის მოხვედი გიორგი?- გამკაცრებული ხმით ვკითხე ჩემ ძმას და ირაკლის მზერა ავარიდე..
- ირაკლის უნდოდა შენთან საუბარი და გამოყოლა მთხოვა..
- რატო უშენოდ გზა აეროდა თუ ჩემი ეშინია? ასე გაშინებ?ირალი ძვირფასო აბა რისთის დაიხარჯე მითხარი და მერე იმ გზას გაგიყენებ საიდანაც მოხვედი..
- თეკლა გთხოვ . რამდენჯერ უნდა გითხრა რომ მიყვარხარ და მაპატიო, ვიცი რომ გული გატკინე , გთხოვ შევრიგდეთ..
- შენ სულ გამოშტერდი თუ საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგე ჰა?? როგორ უნდა შეგირიგდე იმ ყველაფრის მერე, მეორეც საერთოდ არ მინდა შენთნ ყოფნა. აღარ მიყვარხარ, ვერ ხვდები რომ გული საშინლად გამიტეხე...
- აბა ვინ გიყვარს ის ნარკომანი??
- ჯერ ეს ერთიც ის ნარკომანი არაა, და მეორეც მიყვარს ისეთი როგორიც არის. შენი აზრი , არა უფრო სწორედ ორივეს აზრი სულ ერთია ჩემთვის... არ მაინტერესებს რას ფიქრობთ ან რას ამბობთ.. მე ის მიყვარს და დავამთავროთ ამაზე საუბარი, შენი საქმე არაა მე ვინ მეყვარება და ვინ არააა..
- ის წესიერ ქმრობას ვერ გაგიწევს,, ის ჩამოყალიბებული ნარკომანია. ვერ ხედავ რა დღეშია? სულ საავადმყოფოში გყავს.. აქ როდემდე გამოკეტავ? იცოდე იმედებს არ გაგიმართლებს თეკლა, გულს გატკენს.. იმაზე მეტად დაგამცირებს ვიდრე მე გავაკეთე..
- თუნდაც, მე ის მიყვარს... ვიცი რასაც ვაკეთებ. ვიბრძოლებ მისთვის , ყველაფერს ავიტან და ზუსტად ვიცი რომ მასთან ერთად ბედნიერი ვიქნები, მხოლოდ ერთს გთხოვთ ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევით. დავიღალე თქვენი უაზრო კომენტარებით.აღარ შემიძლია. ძალან გთხოვთ ორივეს რომ წახვიდეთ... გიორგი ჩვენ სახლში ვილაპარაკოთ , შენ კი ირაკლი გთხოვ გზიდან ჩამომეცალო და უარესად ნუღარ მატკენ გულს...
**
ორ დღეში ვაჩე საავადმყოფოდან გავწერე და ფაქტიურად მასთან გადავედი საცხოვრებლად. მაშინ როცა მორიგე არ ვიყავი მთელ დღეებს მასთან ვარატებდი, ვცდილობდი მაქსიმალურად გადამეტანა მისი ყურადღება რამეზე რომ წამალზე არ ეფიქრა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა მაგრამ მთელი ძალით იბრძოდა ამისთვის.. მთელ ენერგიას ხარჯავდა იმისათვის რომ თავის მართლება არ დაჭირევბოდა ჩემს წინაშე..
დაახლოებით ათი საათი ხდებოდა ვაჩესთან რომ მივედი სახლში.. სახლში სიმშვიდ სუფევდა, გამიკვირდა რომ მისაღებში არავინ დამხვდა.. პირდაპირ მისი ოთხისაკენ წავედი რომ ხმამაღალი საუბრის ხმა შემომესმა.. ვიღაცა საზიზღარი და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ვაჩეს ის კი თავსაც არ იმართლებდა.. ახლოს მივედი და ოდნავ გაღებულ კარებში შევიხედე..
სახეზე საოცარი ფერი დამედო, გულიანად დავიწყე ხარხარი , პირდაპირ შევვარდი საძინებელში და ჩანთა იატაკზე დავახეთქე გამწარებულმა.
- საინტერესოაა, რაზე ელაპარაკები ვაჩეს ბატონო დიმიტრი???
- რას ქვია რაზე. შენზე შვილო...
- ნუ მაცინებ რააააა...- მე შენი შვილი არ ვარ და არც არსოდეს ვიქნები შეიგნე..რა უფლებით ერევი ჩემს ცხოვრებაში? ვინ მოგცა ამისი უფება?? შენი ჩემი მამობა მაშინ დაკარგე როცა მიმატოვე შეიგნე.. მე მამა ოცდარვა წლის წინათ დავასაფლავე ჩემს გულში და გონებაში...
- არ მოგცემ უფლებას რომ ცხოვრება დაგინგრიოს ამ არაკაცმა..
- ვაჩეს არაკაცს უწოდებ და შენ შენი თავი კაცი გგონია?- მოთმინების ფიალა ამომევსო და გამწარებულმა დავუყვირე... ოთხი წლის და დღეების ბავშვებით მიატოვე დედაჩემი და შენ კაოცებაზე გაქვს საუბარი ადამიანო??? მცხვენია რომ მამაჩემი ხარ... მართლა მცხვენია.. ვინ გითხრა რომ ცხოვრებას ვინგრევ? მე შენი აზრი არ მაინტერესებს გაიგე...
- წამოდი ახლავე აქედან .. წამოდი- მკლავში ხელი მტაცა და კარებისაკენ წამიყვანა.. მთელი ძალით შევეწინააღმდეგე და ხელი გავაშვებინე..
- არასოდეს მომკიდო შენი ბინძური ხელები.. არაკაცი ხარ. მამა არასოდეს მყოლია და ბედნიერი ვიყავი და ახლაც ასე იქნება... წადი იქ სადაც აქამდე იყავი..
- კარგი. ასე იყოს...
საწოლზე ჩამოვჯექი და ვაჩეც გვერდით მომიჯდა, ხელი მომხვია მე კი მხარზე დავადე თავი და გავიტრუნე, ეს წუთები ყველაფერს მერჩია, ასე ყოფნისთვის დავთმობდი ყველაფერს.. არავინ იცოდა როგორც მიყვარდა თვით ვაჩემაც კი..
- მამაშენი მართალია თეკლა.. მე ავადმყოფი არ ვარ.. მე ნარკომანი ვარ. რომლის გვერძეც უბედური იქნები.. მიყვარხარ და ეს ასეა მაგრამ ძალიან მეშინია რომ ყველაფერი ისე არ იქნება როგორც შენ გინდა..
- მისმინე- გაბრაზებული წამოვხტი და მის წინ დავიმუხლე.. შენ ავადმყოფი არ ხარ ხო ასეა, მაგრამ არც ნარკომანი ხარ. ჩამოყალიბებულ ნარკომას არ შესწევს ძალა გაძლობს კვირები წამლის გარეშე, ყველაფერი სწორედ ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა. ამ ცხოვრებაში მე არ არსებობს, არსებობს ჩვენ და მე მზად ვარ ამ სიტყვის გამო ვიბრძოლო გესმის?? არასოდეს მიგატოვებ, ერთხელ დავუშვი ეს საბედისწერო შეცდომა და ხო ხედავ სადამდე მივედით ვაჩე.. ვიცი რომ ბევრი მეტკინება ვიცი რომ შეიძლება ბევრი ბრძოლაც დამჭირდეს მაგრამ მე მზად ვარ , და ამისთვის ერთი უბრალო მიზეზი მაქვს.. მიყვარხარ.
- რო იცოდე, შენი სიტყვები როგორ მმატებს ძალას, როგორ მაძლიერებს თეკლა. როცა ვიცი რომ ჩემთან ხარ.. როცა ვიცი რომ ჩემი ხარ. გესმის? რას ვამბობ?? მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო... მინდა რაღაც გთხოვო მაგრამ თქმის მეშინია. არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ მიიღებ. რას მიპასუხებ ძალიან მეშინია თეკლა..
- მითხარი ვაჩე..
- დღეს არა..მინდა ეს ყველაფრი სხვანაირ სიტუაციაში მოვაწყოთ, ასე არა, ეს უბრალოება შენ არ შეგშვენის... გახსოვს მითხარი ბედნიერებას მაშინ ეცვა უბრალო კაბაო.. მინდა რომ ახლანდელ ბედნიერებას ჭრელი ფერეფი ემოსოს...
- ჩამეხუტე და არასოდეს გამიშვა ხელი...
**
მისაღებში სავახშმოდ ჩასვლას ვაპირებდით რომ კიბეებთან დათო შემოგვეფეთა და ინერციით წამოვიდა ჩვენსკენ.. მოულოდნელად მაკოცა ლოყაზე და მერე ალმაცერად გამომხედა..
- ოჰო, რა გემრიელი სუნი ჰქონია შენს ქალს ვაჩე.. არ ვიცოდი ნარკომანები თუ გიყვარდა თორემ მეც გავიკეთებდი წამალს..
- შენ წამლის გარეშეც ავადმყოფი ხარ დათო, და ცუდია რომ ამას ვერ ხვდები.. გაგვატარე..
- რატომ ჩქარობ ექიმო? ჩემი ხო არ გეშინია?? წინაზე მაგრად იდექი როცა კინაღამ ჩემს მკლავებში მოგიქციე..
- რას ლაპარაკობ ახ***რო.. თეკლა რა ხდება?? ამიხსენიი..
- დამშვიდდი არაფერი არ ხდება რა. მერე აგიხსნი ყველაფერს, წამოდი დაბლა ჩავიდეთ. ვერ ხედავ რომ შენი მდგომარებით სარგებლოს და შენი წყობიდან გამოყვანა უნდა??
- მომისმინე თეკლა, ვიცი რომ რაღაცას მიმალავ და ნუ შეეცდები გასაგებია..? მკლავში ხელი მომკიდა და ოთახში შემიყვანა. გამწარებული მივარდა მაგიდას და მუშტები დაუშინა.. ვაცადე სიბრაზე გამოეხატა მერე მშვიდად მივედი და ზურგის მხრიდან ჩავეხუტე....
- მომისმინე, ტანსაცმლის წამოსაღებად რომ მოვედი მაშინ ეცადა შენი ძმა ჩემს ნერვებზე თამაშს მაგრამ თავისი ადგილი მივუჩინე და ახლ ასე იმიტომ იკბინება.. არაფერს გიმალავ..
- მომისმინე, დათო ყველაფერზეა წამსვლელი, თუნდაც მხლოდ იმიტომ რომ ცხოვრება გამიმწაროს. დამიჯერე უკან არაფერზე დაიხევს მხოლოდ იმიტომ რომ მატკინოს..
- ამიხსენი ასე რატომ სძულხარ შენ ძმას? ასეთი რა დაუშავე??
- ეს დიდი ამბავია თეკლა, ამაზე საუბარი არ გვინდა... წამოდი მამა და დედა გველოდებიან, ჩავიდეთ..
**
სამივენი სუფრასთან ისხდენენ და გველოდებოდნენ, დაგვიანებისთვის ბოდიში მოვუხადეთ და ჩვენს მაგიდას შემოვუჯექით.. დათოს მზერა საშინლად მზარავდა, თვალს არ მაშორებდა ისე მიყურებდა რაც საშინელ უხერხულობას მიქმინდა, ამასთან ერთად მოთმინების ფიალა მევსებოდა, ასე ურცხვად ყურება აუტანელი იყო. დემოსტრაციულად დავდე ჩანგალი თეფშზე და დათოს გავუღიმე.
- რაიმეს თქმა გინდა დათო?
- არა, საიდან მოიტანე.
- დაახლოებით ოცი წუთია გაშტერებული მიყურებ, ვიფიქრე რომ საქმე გქონდა, ან რაიმეს თქმა გინდოდა.. ასე რომ არ უნდა მიაშტერდე ადამიანს არ გასწავლეს?
- მასწავლეს, უბრალოდ გიყურებ და ვერ ვხვდები რაში გჭირდება ვაჩე, როგორ შეიყვარე , მთელ ცხოვრებას დახარჯავ მის გამოჯამრთელებაში და შეიძლბეა ბოლოს არაფერი დაგრჩეს.
- მორჩი ფილოსოფოსობას? ერთი კი არა ასი ცხოვრება რომ არკვიო რატომ ვარ ვაჩეს გვერდით ვერ მიხვდები.
- ვითომ რატომ ექიმო?
- ახლავე აგიხსნი.. ეს რომ გაიგო უნდა იყო ადამიანი, უნდა შეგეძლოს სხვისი ტკივილის და განცდის გაზიარება, უნდა იყო ადამიანი. და შენ რომელი შეგიძლია? არც ერთი, შენ გონია ტკივილს თუ მიაყენებ ყველას მაგარი კაცი იქნები? იცი როდის იქნები ნამდვილი მამაკაცი? როცა გაჭირვებულს ხელს გაუწვდი, როცა სხვას დაეხმარები და როცა შეძლებ შენი ძმა ანუგეშო , ერთად ყველაფერს გადავიტანთო...
- დამაფიქრე..
- იფიქრე დრო ბევრი გაქვს. მხოლოდ გვიანი არ იყოს მერე. კარგად იფიქრე დათო..- განერვიულებული წამოვდექი მაგიდიდან მადლობა გადავუხადე და წასასვლელად მოვემზადე..
- თეკლა როდის გახდები ჩემი? როდის დარჩები ჩემთან? მინდა სულ ერთად ვიყოთ. დილით აქ დამხვდე , ღამე შენთან ერთად დავიძინო..
- ეს შენზეა დამოკიდებული. როცა ამას გადაწყვეტავ მაშინ ვიქნები სულ შენთან..
- მართლა?
- აჰა. უნდა წავიდე, გვიანია..იცოდე მიყვარხარ და თუ იგრძნობ რომ გჭირდები მაშინვე დამირეკე რა....
**
ვიწექი და ვფიქრობდი რა იყო ადამიანის დანიშნულება ცხოვრებაში... ჩვენ ყველანი ვიბადებოდით თანასწორები, უფლისთვის ყველანი ერთნაირები ვჩნდებოდით, მდიდრებიც და ღარიბებიც, მერე ჩვები ბედი განაგებდა ან ჩვენ განვაგებდით ჩვენს ბედს. მერე რაღაცა იროედა, ზოგი ექიმი ხდებოდა, ზოგი მასწავლებელი ზოგი კი არაფერი...
გაკაშკაშებულ მთვარეს ავხედე და გავუღიმე.. –„ როგორ ფიქრობ შევასრუე ჩემი მისა?- ჩუმად ვკითხე მთვარეს და საწოლში წამოვჯექი..უნდა შევძლო და უნდა დავეხმარო ვაჩეს, ყველაფერი უნდა გავაკეთო ამისთის.. ვიცი რომ ეს ყველაზე რთული და აუტანელი იქნება მგრამ სხვა გზა არ მაქვს.. მე ერთხელ ვაქციე ზურგი და სავალალო შედეგამდე მივედით. იქნებ მაშინ რომ ხელი არ მეკრა ასე არ მომხდარიყო.. ახლა უკვე ყოველ წუთს ველოდებოდი დარეკვას მისი მშობლებისგან მეგობრებისაგან, მეტყოდნენ რომ წამლის გარეშე უჭირდა. რომ ლომკა ქონდა.. კანკალმა ამიტანა ამის წარმოდგენაზე, მერე რა უნდა მექნა? არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, როცა მის ტკივილით სავსე თვალებს დავინახავდი, როცა შემეხვეწებოდა მისთვს წამაალი მიმეცა, მერე რას გავაკეთებდი? თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და დასაძინებლად დავწექი რომ ჩემი მობილური აწკრიალდა..
- გისმენთ ბატონო არჩილ რა ხდება?
- ვაჩე .. არც კი ვიცი შვილო როგორ გითხრა . ვაჩე....


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2