
შენ თავად აღწევ ყველგან საწადელს...
სიყვარულს განა ვინმე გაძალებს.
მზემ გაამთავრა ციკლი თავისი
და ახლა, მთვარეს უშვერ ბარძაყებს.
მიტომ გჭორავენ ეზოს ბებრები,
რომ დრო იმათი უკვე დასრულდა.
ქალური შურით შემოგციცინებს,
გასათხოვარი დასი ასულთა.
შენზე უამრავ ამბავს ჰყვებიან...
ზოგს ტყუილსა და ბევრსაც სიმართლეს.
შენი ნახატი სხეულის ნაკვთებს,
ამ ქვეყნად, ბევრი ქალი ინატრებს.
ყველაზე უკეთ გიცნობ ვინა ხარ,
თუ გახსოვს, ადრე რასაც დაგპირდი?..
შენ სურათს ისევ წიგნში ვინახავ,
რადგანაც სხეულს ფულზე არ ჰყიდი.
შენი ოცნება ვიცი, ახდება,
შვილებს მიუჩენ ალბათ გადიებს...
ამ უსინდისო სულით კახპებმა,
ერთი შეცდომაც არ გაპატიეს.
მიდიხარ, ცრემლებს მალავ წვიმაში,
მანდილდამწვარი მანდილოსანი.
ხორცით ერთგული მამრის სურნელის
და ბევრზე მაინც პატიოსანი.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев