
სახლში ემოციებისაგან გადაღლილი მივედი, სურვილი არ მქონდა დამენახა ადამიანი რომელსაც მამაჩემი ერქვა, ამიტომ მისაღებში შესვლას თავი ავარიდე და პირაპირ ჩემს ოთახში შევედი... ცხელმა წყალმა ყველანაირი სტრესი მომიხსნა , ახლა თითქოს უფრო მეტად ვგრძნობდი მის მიმართ გამძაფრებულ სიყვარულს.. ახლა ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, კინაღამ მასთან გავიქეცი ისევ... სველ ტანზე ხალათი მოვიცვი თავზე პირსახოცი დავიხვიე და სამზარეულოში გავედი... შევედი თუ არა უმალ მომაყარეს ქართულ -ინგლისური კითხვები.. კედელს მივეყუდე და გულში ვფიქრობდი „ვაი თქვენს პატრონს -თქო“. ჩემი ირონიული ღიმილი ჩემი ძმის ნერვებზე მოქმედებდა მკლავში ხელი მტაცა და სკამზე დამსვა..
- რას აკეთებ ამიხსნი? იმასთან იყავი ისევ ხო?
- რაზე ლაპარაკობ გიორგი... შეგიძლია წესიერად ამიხსნა? სად ვიყავი, ან ვისთან?
- ვისთან და იმ ტიპთან ... გოგო შენ აზრზე ხარ რას აკეთებ? რა რისკზე მიდიხარ ხვდები მაინც? საინფორმაციომ გადმოსცა რომ საავადმყოფოშია, ეჭვი აქვთ წამალზეო.. ეგ რა ნარკომანია?
- არა.. საიდან მოიტანე..-რაც შეიძლება მშვიდი ტონით ვუპასუხე და გასვლა დავაპირე რომ , სკამზე ძალით დამსვა, მეორე სკამი ლამის ფეხებზე დამადგა და მოწყვეტით დაჯდა ზედ..
- მომისმინე ეხლა კარგად თეკლა.. ამ ტიპს აღასოსდეს აღარ შეხვდები.. გასაგებია?
- არა. გასაგები არააა..
- გცემ გოგოო. ბოლო ხმაზე მიღრიალა და მაგრად მომიჭირა მლავში ხელი... აღარ შეხვდები-თქო. გიკრძალავ...
- ვინ ხარ რო რამე ამიკრძალო?? მე შენთვის არაფერი მიკითხავს. ფეხებზე ყველას აზრი და მათ შორის თქვენიც გასაგებია?? ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ ამიკრძალავს მასთან შეხვედრას.. მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი და ნურც შენ მოინდომებ ზედმეტს. გასაგებია ახლა??
- შენი ძმა მართალია შვილო.- საუბარში ჩაერთო მამაჩემი.... აღარ შეხვდები...
- არ გამაცინო რაააა. - ხმამაღლა ვიყვირე და სიძულვილით სავსე თვალებით შევხედე კაცს რომელსაც მამაჩემი ერქვა.. და შენ საერთოდ ვინ ხარ რომ მარიგებ?? ახლა გაგახსენდა რომ მამა ხარ და შვილები გყავს?? სად ჯანდაბაში იყავი მაშინ როცა გული მატკინეს და ღამეებს ტირილში ვატარებდი.. ამიხსენი. სად იყავი როცა მენატრებოდი და არასოდეს იყავი ჩემს გვერდით.. ახლა მოგინდა მამობის გაწევა?? საკმარისიაა. ჩემი ცხოვრებით თამაში, ეს ჩემი ცხოვრებაა და ჩემი საქმე, ჩემს შეცდომებზე მე ვარ პასუხისმგებელი . გასაგებია?? რომელიც გაბედავს და წინ გადამეღობება, ან კიდევ ერთხელ ჩაერევა ჩემს ცხოვრებაში საკადრისს მიიღებს და თუ ასე ძალიან გაწუხებთ ჩემი ქცევა, აქედანაც გადავალ... ქალბატონო ლალი, , რძალი და ქმარი გყავთ... ახლა აღარ გჭირდებათ თეკლა არა?? ახლა ბედნიერი ხართ??
- რას ამბობ შვილო...
- სასაცილოები ხართ.. მებრალებით.. რომ იცოდეთ რა არის სიყვარული ჩემს გაგებას შეეცდებოდით . უახლოეს დღეებში გადავალ აქედან..
- არ დაგჭირდება, დედა და მამა ამერიკაში მიმყავს..
- ხოდა ძალიანაც კარგი. როცა წაიყვან მერე დავბრუნდები.. მე და დედამ საკმარისი დრო გავატარეთ ტკივილში, აი რაც შეეხება მამას მე ის არასოდეს მყლია და არც არასოდეს მეყოლება..
ჩემს ოთახში შევვარდი და კარები მთელი ძალით მოვაჯახუნე..მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, თუკი ამ ამბავმა ტევეზიაში გაიჟღერა ფაქტია ვიღაცამ ეს განგებ გააკეთა , და ვიცოდი ვინც იქნებოდა -ლინდა , რა თქმა უნდა ის....
**
სახლში მხოლოდ ბატონი არჩილი დამხვდა, ნანერვიულები და ფერწასული იჯდა მისაღებში და გაზეთს კითხულობდა...
- ბატონო არჩილ საღამო მშვიდობისა...
- ოო, თეკლა მოსულა.. როგორ ხარ შვილო- თბილად მითხრა და ხელი მომხვია, დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.
- ვერ გეტყვით რომ კარგად.. უამრავი პრობლემა მაქვს.. ამ ყველაფერს ვაჩეც დაემატა. ძალიან ცუდად ვარ , რომ არ დაგიმალოთ ძალიან მიჭირს მისი ასეთ მდგომარეობაში ყურება..
- ვიცი შვილო... ვიცი, რა გითხრა, რით განუგეშო, როცა ჩემი თავი ვერაფრით ვერ ვანუგეშე. ამაოდ ვცდილობ მის დახმარებას.. როცა შენ გაგიცნო და მითხრა რომ უყვარდი იმედი მომეცა ამ საქციელს მოეშვება თქო.. ვიცი რომ ძალიან ცდილობდა, ძლიან უჭურდა მაგრამ შენს გამო აკეთებდა ამას. დახმარებას მთხოვდა მე კი არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა...ის ისეთი არაა როგორც სხვები თეკლა..მისი გული სუფთაა...
- რა ამაღელვებელი სიტყვებია- საუბარში დათო ჩაგვერთო და ჩემს წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა.. შენ რა მზად ხარ ნარკომანი გიყვარდეს?.. ასე ნუ მიყურებ მამაჩემო რა.. ხო უნდა იცოდეს რომ ვაჩე ჩამოყალიბებული ნარკომანია...
- ვიცი და მზად ვარ მიყვარდეს ასეთი ვაჩე.. იცი რატომ ?-ის ადამიანი შენგან განსხვავებით ის არ ცდილობს არავის სიცოცხლე გაუმწაროს.. ჩამოყალიბებული ნარკომანია თუ არა ეს ჩვენი საქმეა აი შენ რომ ჩამოყალიბებული იდიოტი ხარ ეს უფრო რთული ასატანია..
- სიტყვები შეარჩიე..
- თორე?? იცოდე შენნაირების არ მეშინია.. შენ რომ კარგი კაცი იყო, ახლა შენი ძმის გვერდით იდგებოდი და მას დაეხმარებოდი, მაგრამ ამას ნამდვილი კაცობა სჭირდება..ბატონო არჩილ თუ ნებას მომცემთ, მინდა ვაჩეს ტანსაცმელი წავუღო..
- მიდი შვილო , მეორე სართულზე მეორე კარებია მისი ოთახი.. იცოდე შენი იმედი მაქვს..არ მიატოვო თეკა..
- გპირდებით რომ ყველაფერს გავაკეთებ მისთვის ბატონო არჩილ...
ცისფერი კედლები, თეთრი გამჭვირვალე ფარდები და მისი სუნამოს სურნელი.. ალბად ასეთი რომანტიული გარემო სხვაგარ არ არსებობდა.. კარები დავკეტე და მის საწოლზე ჩამოვჯექი...მის ბალიშს დავწვდი და მაგრად ჩავიხუტე,, ოდნავ გამეღიმა ჩემს თავზე, ნუთუ ასე ძალიან მიყვარდა რომ შემეძლო მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა... ვგრძნობდი როგორ მინდოდა მასთან სიახლოვე..სარკის წინ დადებულ სუნამოს ფლაკონს თავი მოვხსენი და ჰაერში გავუშვი... თვალები დავხუჭე და სახე შევუშვირე, აი ასე მეტად ვგრძნობდი მის სიახლოვეს... საწოლის თავთან დადებულმა სურათმა ისე ძალიან მატკინა გული რომ მის წინ ხალიჩაზე დავჯექი და გაოგნებული ვუყურებდი კარგა ხანს... ჩვენი პირველი შეხვედრის დროს გატარებული სურათი იყო.. ჩვენი ცეკვის დროს..სურათი ჩანთაში ჩავდე, კარადიდან ტანსაცმელი გადმოვიღე და გასასვლელად მოვემზადე რომ დათო შემოვიდა და ურცხვად ჩამოჯდა საწოლზე..
- გიყვარს? ასე ძალიან გიყვარს? რა არის მასში ასეთი , რაც ჩემში არ არის? იცი რამდენი ქალი ყავდა შენამდე? უამრავიიი, ალბად ახლაც ყავს და შენთან ყოფნის დროსაც ეყოლება სულელო.. გეუბნება რომ მისთვის ყველაფერი ხარ? ის ასე ეუბნებოდა ყველა ქალს...
- მორჩი მონოლოგს დათო? უნდა წავიდე, ვაჩე მელოდება. ნახვამდის...როგორც მაშინ ახლაც სწრაფი რეაგირება მოახდინა და კედელზე ამაკრა..
- შენი სუნი მაგიჟებს. შეეშვი ვაჩეს თეკლა.დამიჯერე ასე ჯობია.. რო იცოდე როგორ მინდიხარ... თანდათან ივსებოდა ჩემი მოთმინების ფიალა... სახეში გავარტყი და კიბეებზე სირბილით ჩავედი.. ბატონ არჩილს გამოვემშვიდობე და საავადმყოფოსაკენ ავიღე გეზი..
- ცხოველი, არაკაცი, მთელი გზა ვიმეორებდი და ნერვები მეშლებოდა, ასეთი რამე ვაჩესაც კი არ უთქვამს, განა რითი განსხვავდებოდა დათო ცხველისაგან? მხოლოდ იმითი რომ საუბარი შეეძლო.. მინდოდა ეს ყველაფერი მეთქვა მაგრამ მერე გადავიფიქრე , ვაჩე ახლა ისედაც სუსტად იყო, მისი ზედმეტად ნერვიულობა კარგს არაფერს მომიტანდა..
კაბინეტში მაიკო და ნიკა იჯდნენ თავი თავზე მიედოთ და ჩუმად ჩურჩულებდნენ, ვერც გაიგეს ჩემი მისვლა, ხმამაღლა ჩავახველე და მაგიდისაკენ წავედი.. ორივეს სახეზე სიწითლემ გადაკრა..
- რა? შეგრცვხათ? ჩემი ნუ გცხვენით შეგიძლიათ ისაუბროთ რამდენიც გინდათ.. მე ვაჩესთან მივდივარ.. ტანსაცმელი მოვუტანე..
- ხო წადი, წადი თორემ მომკლა წუწუნით..
- კარგი, თქვენ იცით. ზედმეტი არ მოგივიდეთ მალე შემოვალ...
მშვიდად ეძინა ვაჩეს..გამოსვლა დავაპირე შემეშინდა არ გაღვიძებოდა მაგრამ მერე გადავიფიქრე. ფეხები ავიკეცე და მის საწოლზზე დავჯექი.. , თავში ათასი აზრი მომდიოდა, იმ ერთის გარდა რაც ასე მჭირდებოდა. როგორ უნდა დავხმარებოდი, როგორ უნდა მეკრნალა. თუკი სარეაბილიტაციო ცენტში მივიყვანდი ეს ამბავი ყველასთის ცნიიბილ გახებოდა არა მარტო გაიგებდნენ მისი ნარკომანობის ამბავს არამედ შეიძება დაეჭირათ კიდეც წამლის გამო.. ამხელა რისკზე ვერ წავიდოდი. ყველაფერი ჩემით უნდა გამეკეთებინა...მისმა მოძაობამ შემაკრთო, თვალები ნელა გაახილა და გამიღიმა..
- გაგაღვიძე?- დაბალ ხმაზე ვუთხარი და საკოცნეად გავიწიე , მაგრამ თავი გამარიდა.. რა ხდება ვაჩე? არ გინდა შეგეხო?
- არა.. არ მინდა. ახლა ასეთ მდგომარებაშ რომ მხედავ გებრალები, ორ დღეში როცა აქედან გამწერთ მერე ისევ ზურგს მაქცევ არა??მე ასეთი ვარ, ვცდილობ თეკლა...
- ჩუ, გაჩუმდი გაიგე? ზურგს აღარასოდეს გაქცევ, რაც დააშავე ეგეც საკმარისია.მე შენთან ვარ დამუდამ ვიქნები..ერთად ყველაეს შევძლებთ ვაჩე.. გაიწიე იქით
- რატომ? -შეშინებულმა მკითხა და მზერა ჩემს ტუჩებზე გაეყინა..
- შენს გვერდით უნდა დავწყე, უნდა ამოვივსო შენი სურნელით. რო იცოდე როგორ მენატრებოდი, როგორ გნატრობდი .. მეგონა მოხვიდოდი , შენ კი არ მოდიოდი,,
- თეკლა , გიყვარვარ?? გაუძლებ ამას ჩემთან ერთად??
- მიყვარხარ სულელო.. ყველაფერს გავუძლებთ ერთად ვაჩე, დამიჯერე ყველაფერი კარგად იქნება...
- მიყვარხარ გესმის? შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელზეც ვოცნებობ..შენ ჩემთვის ისეთი ძვირფასი ხარ რომ შეხებასაც ვერ გიბედავ ხედავ? მეშინია რომ გამექცევი, რამეს არასწორად ჩათვლი, რაიმე არ მოგეწონება..
- გაჩუმდი. საკმარისია, მხოლოდ ჩამეხუტე მაგრად.. ოღონდ ნელა ხელი არ იტკინო.ჩამეხუტე და ასე დამაძინე დილამდე შენს გვერდით.. რო იცოდე როგორ მიყვარხარ..რა ბევრი ხარ ჩემთვის ვაჩე,, ყველას და ყვეაფერს მივატოვებ და შენ არასოდეს,, ყველას ჩამოვიშორებ ვინც გზაზე გადამეღობება, იმ ქერათი დავიწებ დღეს რომ გექიცინებოდა.. მერე დანარჩენებს მივყვები, შენ ჩემი ხარ და ვერავინ წამართმევს შენს თავს..
- ჩემი ეჭვიანი ქალი.. მიყვარხარ..
- შენი ოთახიდან სურთი მოვიპარე და აი აქ დაგიდე.. ნახე, ჩვენი სურათი, მაშინ როცა შენი ხელები მჭიდროდ ეკვროდა ჩემს ტანს... ამ სურათმა ყველაფერი გამაგახსენა. იცი ვაჩე, მაშინ ბედნიერი ვიყავი, ძალიან ბედნიერი, მაგრამ ეს ბედნიერებაც არ იყო გამჭვირვალე და ლაღი..
- აბა როგორი იყო ჩემო გოგო..
- ბედნიერებას მაშინ ეცვა უბრალო კაბა...
ადრიანად გამომეღვიძა.. თვალები ნელა გავახილე. მთელი ძალით მიკრავდა გულზე ვაჩე, თავი მის მკერდზე დამედო და მის გულის ცემას განაბული ვუსმენდი... ცალი მხარე დამბუჟებოდა, ალბად მთელი ღამე ერთ პოზაში ვიწექი რომ არ შემეწუხებინა.. ჩემმა წამოდგომამ შეაკრთო და მკლავში მტაცა ხელი..
- არ წახვიდე გთხოვ..
- უნდა წავიდე.. მალე ახალი ცვლა მოვა და ყველაფერი უნდა შევამოწმო...ხო იცი რომ უნდა დაგტოვო ვაჩე...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев