
ბედი მეორედ მეთამაშებოდა, იგივე განსაცდელში მაგდებდა, ახლა უფრო მეტად რთულსა და ტკივილიანში... ძალა არ მქონდა მეკითხა რა მოხდა ისედაც ნაცნობი იყო მისი ქცევა..ის ისეთი უსუსური იწვა ჩემს წინაშე, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ მთელი გულით მიყვარდა და რომ მის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი აქ ქონა, რამოდენიმე ბანიჯი გადავდგი მისკენ და მერე ისევ უკან დავიხიე.. მოლოდნელად შემოსულმა ლევანმა შემაკრთო და გაოცებულმა შემომხედა...
- თეკლა რას უყურებ. ვერ ხედავ რომ კვდება?? ეს -ესაა სისხლის ჯგუფის პასუხი მოგვივიდა. პირველი დადებითი... თეკლა რა გჭირს, გონებაზე მოდი თეკლა. ხმამაღლა მიყვირა ლევანმა და სახეში შემომარტყა.. პაციენტი ხელიდან გვეცლება თქო.. რას დაყურებ მალე... ნაკერები დაადე...
- ნაკერები? მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ ორივე ხელი დასერილი ქონდა...
- ეტყობა თავის მოკვლა სცადა.. ნარკოტიკი აქვს მიღებული, მერე ვენები გადაუჭრია, მეგობრებმა საშინელ მდგომარეობაში იპოვეს...
- მე არ შემიძლია ლევან... ნანას სთხოვე,, არ შემიძლია..
- კი მაგრამ რას ნიშნავს ეს, შენ ექიმი ხარ... და ვალდებლი ხარ ნებისმიერი ადამიანის სიცოცლხე გადაარჩინოო თუნდაც ნარკომანის..
- თუნდაც საყვარელი მამაკაცის არა?- ჩემს სიტყვებზე გაოცებულმა გამომხედა ლევანმა.. მე მაქვს პირველი ჯგუფი, ჩემი სისხლი გადაუსხი.. ასე მაინც დავეხმარები ამ მდგომარეობამდე ჩემს გამო მივიდა...
- თეკლა რა დრო ნოტაციების კითხვაა...
ვეხებოდი მის გაცრეცილ ხელებს..მისი პულსი ისეთი სუსტი იყო, ისეთი არაფრის მთქმელი, თვალებიდან წამოსული ცრემლები ხელებზე ეცემოდა .. ახლა ისე მტკიოდა ვერაფერს ვგრძნობდი,, ვუყურებდი და ვგრძნობდი როგორ მიყვარდა, რომ სავსე ვიყავი მისით... ვერც ერთი მწერალი ვერ გადმოსცემა ამ გრძნობას სიტყვებით. მტკიოდა არარელურობა, მტკიოდა მისი დაკარგვის შიში.. მტკიოდა მის გარეშე ცხოვრების საფრთხე... ჩემს გვერდით იყო და საშინლად მენატრებოდა.. მენატრებოდა ისე როგორც ბავშობაში განცდილი სიხარული.. მისი სიახლოვე ისეთი შორი იყო ჩემთვის როგორც უსასრულობა... მისი სახე თოვლზე მეტად გაცრეცილი იყო, ტუჩები კი ღამეზე მეტად შავი...
ჩემი ხელით ვუკერავდი გადაჭრილ ხელებს, ვადებდი ნაკერებს და გუნებაში ვწყევლიდი იმ დღეს როცა ვაჩე გავიცანი...ის ჩემამდე უფრო მეტად ბედნიერი იყო.. მე დავუნგრიე ცხოვრება. მე ავურიე ყველაფერი...
- ლევან მალე, პულსი ეცემა, გული უჩერდება... როგორც ჩანს წამლის ორჯერ ან სამჯერ მეტი დოზა აქვს მიღებული, არითმია აქვს, მალე ლევან , თორემ უკანასკნელად დავინახავ ადამიანს რომელიც მიყვარს... ელექტრო შოკი მალეე..
- ასორმოცდაათი.
- მოუმატე . არ ყოფნის . გთხოვ ვაჩე გთხოვ, არ მიმატოვო. ცოტაც გაუძელი გთხოვ.. ლევან მალე სამასი....
- სამასია , დაიწყე..
- ჩემი გულის ჩემა მისას ერთვოდა,, გემუდარები ღმერთო არ წამართვა. გთხოვ..გაუძელი ვაჩე ჩემი გულისთის გთხოვ.... მონიტორზე უმალ გაჩნდა ტეხილი ხაზები რაც მის ამ ქვეყნად დაბრუნებას მაუწყებდა.. მისკენ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე..არასოდეს მოგცემ უფლებას მიმატოვო გესმის? არასოდეს ვაჩე..
- გილოცავ თეკლა. შენ ის გადაარჩინე. თანაც ორჯერ, ჯერ სისხლი გადაუსხი და ახლა მეორედ... ყოჩაღ, შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ხარ..
**
ორი დღე და რამე მის საწოლთან ვიძინებდი და ვიღვიძებდი... ვნატრბდი მალე გაეხილა თვალები და ისევ შემძლებოდა მისი ნეტარი ხმის გაგონება.. ეს იყო მოლოდინი რომელიც მანადგურებდა საბოლოოდ მჭამდა შიგნიდან..
ბოლო პაციენტი გავაცილე და კაბინეტში დაღონებული დავჯექი..თავი მაგიდაზე დავდე და საათს ავხედე.. უკვე ექვსი ხდებოდა.. განა სულ ერთი არ იყო ჩემთვის რომელი საათი იყო? რა დღე და რა რიცხვი იყო?! მე მხოლოდ ის მჭირდებოდა.. ჩემთვის დრო გაჩერებული იყო...ღრმად ამოვისუნთქე და გულიც ამოვაყოლე...კაბინეტში მორიგე ექთანი შემოვიდა და გამიღიმა..
- თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. თქვენი პაციენტი გონებაზე მოვიდა. თქვენს სახელს ამბობს..
- უეცრად ავწიე თავი და ფეხზე წამოვხტი.. გონებაზე მოვიდა?- მხარი გავკარი ექთანს და სირბილით წავედი მასთან...
პალატის კარი ნელა შევაღე, ჩემთვის მისი დანახვაც კი საკმარისი იყო... ფანჯარაში ალაგ-ალაგ მოცურავე ღრუბლებს უყურებდა.. თითქოს სურნელზე მიცნო, არც გამოუხედავს ისე გაიღიმა და დამელოდა როდის მივიდოდი მასთან, მე სულელს კი ძალა არ მქონდა მასთან მიახლოების.... ბოლოს მაინც გავბედე მასთან მისვლა..
- გამარჯობა- მშვიდდ ვუთხარი და მის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოვჯექი.. როგორ ხარ ვაჩე..
- ცუდად.- სევდიანად მიპასუხა და მაშინვე ცრემლი მომერია თვალებში.. განა შემიძლია კარგად ვიყო როცა შენ არ ხარ ჩემს გვერდით??
- არ გინდა გთხოვ, ახლა არა, სალაპარაკო დრო კიდევ გვექნება. ახლა უნდა დაისვენო, გადაღლილი ხარ. ძალიან ხარ დასუსტებული..
- რატომ არ მომეცი ულება მომვკვდარიყავი.. მე ეს მინდოდა, მე შენთვის გადარჩენა არ მითხოვიაა..
- მაგრამ არც მე მიკითხავს შენთვის გადაგარჩინო თუ არა -თქო... მე ცოცხალი მჭირდები ვაჩე..
- ტყუილია... შენ არავინ გჭირდება შენი თავის გარდა..მე შენი დახმარება არ მჭრდება, არც შენ მჭირდები თეკლა...მარტოც ყველაფერს შევძლებ. დაგანახებ რომ შევძლებ..
- დამიჯერე ეს გამახარებს....ნახე. ცაზე რა ლამაზი ღრუბლებია არა? მოულოდნელად ვუთხარი და მაშინ პირველად გადმომხედა... მისმა თვალებმა სული გამიყინა...რას ხედავ ცაზე?
- შენ?
- არ ვიცი, თითქოს არაფერია და თითქოს ყველაფერი არა?? შენ რას ამსგავსებ??
- ჩემთვის სულ ერთია მე იმას ვხედავ რასაც შენ. მე შენი თვაებით ვხედავ სამყაროს..აღარ გიყვარვარ ხო ასეა..-მოულოდნელად მკითხა და მისი ხელის შეხება ვიგრძენი თითებზე..
- მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მანამდე მიყვარდი ვაჩე.. ნუთუ ვერ ხვდები. სხვანაირად არ შემიძლია, შენ არ მაძლევ საშუალებას დაგიჯერო რომ შეიცვლები, აი ხო ხედავ რა გააკეთე. ამიხსენი ეს რატომ ჩაიდინე ჰა? იცი რომ კინაღან მოვკდვდი? იცი რომ გული გაგიჩერდა?! ნუ იცინი მე არ მეცინება.. შენ თუ მოკვდები მითხარი მე რა გავაკეთო მაშინ, ხო ერთად არ ვართ მაგრამ ხომ ვიცი რომ ცოცხაკი ხარ, ეს ჩემს სიცოცხლეს კიდევ უფრო ახანგრძლივებს ვერ ხვდები ამ ყველაფერს და გული ძალიან მტკივა..
- ძალიან მიყვარხარ..როცა გავაანალიზე რომ საბოლოოდ დაგკარგე, როცა მივხვდი რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდი ჩემთან, თავი ვერ შევიკავე და...
- წამალი გაიკეთე.. მერე მიხვდი რაც გააკეთე და თავის მოკვლის მიზნით ვენები გადაიჭერი. უკვე მეორედ მოხვდი ჩემს ხელებში ვაჩე, ნუ იცინი რა. მართლა არაა ეს სასაცლო, კინაღამ ხელიდან გამომეცალე.ოთახში ნიკა დასანდრო შემოვიდნენ , უკან კი დაღონებული მოყვებოდა მათ ბატონი არჩლი და ქალბატონი რუსუდანი..გაღიმებული წამოვდექი და ბატონ არჩილს ადგილი დავუთმე...
- როგორ ხარ შვილო. გულმოკლულმა კითხა და თავზე ხელი დაუსვა. ალბად მაინც სულ სხვა იყო მშობლის ინსტიქტი, რომელმაც იცოდა რომ მისი საამაყო შვილი ნარკომანი იყო და ვერაფერს აკეთებდა მის დასახმარებლად..
- კარგად ვარ მამა, ნუ ნერვიულობ. დაჯექი.. დედა შენ არ მოხვალ ახლოს?
- ასე ნუ ხუმრობ ვაჩე, გინდა ნაადრევად მოგვკლა? ბიჭებმა გვითხრეს რომ საავადმყოფოში იყავი.. ორი დღე გეძებდით რატომ იქცევი ჯიუტი ბავშვივით..
- მე...
- ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, ვაჩეს დატუქსვა შეგიძიათ მერე გააგრძელოთ, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა და ძალიან სუსტად არის, საუბარიც კი დაღლის და უარესად გამოაცლის ძალას. კარგად გამიგეთ- საუბარში ღიმილით ჩავერთე..
- უყურე შენ , როგორ გაგვაჩუმა .. ყოჩაღ თეკლა ქალი ასეთი უნდა იყოს- არჩილმა ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა..
- ამას ისე ვამბობ როგორც ექიმი ბატონო არჩილ. მართლა უამრავი სისხლი დაკარგა. კინაღამ ხელიდან გამომეცალა.. ამის გახსენებაც კი მიჭირს...
- როცა ექთანი გამოვიდა და თქვა სასწრაფოდ პირველი დადებითი გვჭირდება და არ გვყოფნისო იმდები გადამეწურა თეკლა- აღშფოტებულმა მითხრა სანდრომ და ვაჩეს გადახედა..
- ესეიგი სისხლიც კი არ მაქვს საკმარისი ასეა ექიმო???
- ცდებით ბატონო ვაჩე.. გაქვთ! თქვენს ორგანიზმში სისხლის ის რაოდენობაა რაც უნდა იყოს..
- ესეიგი ჯერ კიდევ არსებობენ ამ ქვეყნად გულისხმიერი ადამიანები... ნეტა დამანახა ვინ მიხსნა სიკვდილისაგან...-ჩაფიქრებულმა მითხრა ვაჩემ და გამიღიმა..
- დროა პაციენტი მარტო დავტოვოთ და დავასვენოთ, გარეთ გავაგრძელოთ საუბარი, ანდაც სულაც ჩემს კაბინეტში მიბრძანდით ბატონო არჩლ, წნევას გავუზომავ და მეც ახლავე მოვალ...ყვეაფერი რიგზეა, როგორც გულის ასევე არტერიულიც, როგორც ვხედავ ჯერ კიდევ შემორჩენია ძლიერი თვისებები შენს ორგანიზმს..
- ან ლამაზი ქალის სისხლი ერევა ჩემსას და ..
- სისულელეებს მორჩი, იმედები უნდა გაგიცრუო, ჩემი სისხლი გაქვს.. მე გადაგისხი. მისკენ დავიხარე, შუბლზე ვაკოცე, აჩეჩილი თმები გავუსწრე და პალატიდან გავედი...
**
კაბინეტში ყველანი უკლებლივ მელოდებოდნენ, ძალიან მძიმე მოსაყოლი იყო ჩემთვის იმ ყველაფრის გადმოცემა რაც მოხდა... თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ვიცოდი რომ ასე ჩემს გამო მოიქცია და უარესად ვხდებოდი ცუდად..
- თეკლა, შვილო- დაბალი ნარნარა ხმით მომმართა ქალბატონმა რუსუდანმა, როგორაა ვაჩე, არ დამიმალო, მე დედა ვარ და მინდა ვიცოდე რა ხდება...
- დამშვიდდით. კარგადაა რამოდენიმე დღეში სახლში გამოვწერთ და უფრო კარგად იქნება დამიჯერეთ სანერვიულო არაფერია ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ... კიდევ უამრავი ასეთი ტიპის კითხვამ გაიჟღერა ჩემს მიმართ და შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე როცა ვაჩეს მშობლები გავაცილე და ოთახში მხოლოდ ნიკა და სანდრო დამრჩნენ...
- თეკლა რა ხდება?- ერთხმად დაიძახეს და შემომხედეს..
- რა უნდა ხდებოდეს, ყველაფერი კარგადაა-თქო, ხო ვთქვი, გონია მოვიტყუე?
- არ ვიცი ოპერაციის დღეს ისეთი სახეები გქონდათ..
- სანდო, წარმოიდგინე როგორი სახე მექნებოდა, როცა ჩემს წინ იწვა მამაკაცი რომელიც მიყვარს, რომელსაც ორივე ხელზე ვენები აქვს გადაჭრილი და ამასთან ერთად წამლის სამჯერ მეტი დოზა აქვს მიღებული და გული უჩერდება... კინაღამ მოვკვდი...
- სწორედ ამისი გვეშინოდა, მხოლოდ ნახევარი საათით დავტოვეთ მარტო და ხედავ რა გააკეთა?? სამსახურდანაც უნდოდა წამოსვა, არ ვიცი განცხადება დაწერა თუ არა... ძალიან ცუდადააა , შენი იმედი ქონდა, როცა შენც ზურგი აქციე ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნია, არ გეწყინება თუ გეტყვი რომ ნაწილობრივ შენც დამნაშავე ხარ..
- ვიცი, ვიცი რომ დამნაშავე ვარ,მაგრამ ახლა ყველაფერს გამოვასწორებ.. მის გვერდით ვიქნები მანამდე სანამ თვითონ არ მოისურვებს წავიდე მისი ცხოვრებიდან. დღეიდან მე ავიღებ პასუხისმგებლობას მასზე, ოღონდ უნდა დამეხმაროთ. მარტო ამას ვერ შევძლებ... და კიდევ ერთი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ამ ამბავმა არ გაჟონოს.. დღეს სახლშ უნდა წავიდე სულ ცოტა ხნით , იქნებ რომელიმე დარჩეთ მაიკოსთან ერთად აქ..
- მე დავრჩები-უეცრად დაიძახა ნიკამ და გაიკრიჭა..
- ხო, დამავიწყდა , დარჩი, იცოდე ჩემს დაქალს არ აწყენინო, მემგონი გულგრილი არაა შენს მიმართ...
- არა რას ამბობ, გპირდები რომ უახლოეს თვეებში ქორწილში გაცეკვებ...
ნიკას თმები მოვუჩეჩე ხალათი საკიდზე დავკიდე და ვაჩესთან წავედი დასამშვიდობებლად... არ გამკვირვებია როცა პალატიდან იგივე ქალის ხმა გავიგონე, ამჯერად არ ვყოფილვარ ისეთი სულელი როგორც მაშინ ვიყავი...პალატაში სწრაფად შევედი. ექთანი ნახვევს უხსნიდა, ლინდა კი საწოლზე ეჯდა და თავის ქერა თმებს გამომწვევად იქნევდა..
- თქვენ ხომ არ დაადებდით ახალ სახვევს თეკლა- მოწიწებით მკითხა ექიმმა და გასვლა დააპირა..
- არა ნანა, შენ შეუხვია უბრალოდ ნაკერები მაჩვენე..
- აბა რას შვება ჩემი ნაკერები? რამდენი ნაკერი მადევს თეკლა?
- ვაჩე მორჩი ლაპარაკს და მაცადე ჩემი საქმე გავაკეთო.. იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია. რვა. თუ გეცოტავება შემდეგზე შეგიძლია უპრო დიდზე გადაიჭრა და თხუთმეტამდეც ავალთ...
- ბიჭები სად არიან?
- ხომართლა ამაღამ ნიკა და მაიკო იქნებიან შენთან. სახლშ უნდა წავიდე , პრობლემები მაქვს.. ღამით მოვალ და მეც შენთან ვიქნები...
- შემიძლია მე დავრჩე- საუბარშ ჩამერთო ლინდა და გამომწვევად დახედა ვაჩეს..
- არა , რა საჭიროა. ჯერ ერთი ამის უფლება არ გაქვთ და მეორეც ჩემს შეყვარებულს ჩემზე უკეთ ვერავინ მოუვლის.. მალე მოვალ, ტანსაცმელსაც მოგიტან, შენთან შევივლი. მისკენ დავიხარე და ჯერ კიდევ ფერწასულ ტუჩებზე ვაკოცე.. იცოდე მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3