
მაიკოს და ლევანს ვთხოვე ცოტა ხნით ყურადღება მიექციათ პაციენტებისათვის. დედაჩემი პალატაში დავტოვე, აუღელვებლად შევედი ოთახში ხალათი საკიდეზე დავკიდე და ქუჩაში გავედი.. გასაოცარი იყო მაგრამ, არც გულის ტკივილს ვგრძნობდი არც ემოციების მოზღვავებას,, ახლა ყველაზე მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი... თითქოს რაღაც ახლის მოლოდინში იყო ჩემი სხეული და გონება... ტაქსი სამინისტროსთან გავაჩერე და შენობაში შევედი... მოწმობა საშვში გადამიცვალეს და მასთან ასასვლელად ნელა ავუყევი კიბეებს.. გარეთ არავინ იჯდა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა.. დიდი ასოებით იყო კედელზე გამოკრული მისი სახელი და გვარი და ასევე უცნაური თანამდებობა.. კარზე დაკაკუნება მინდოდა , მაგრამ შიგნიდან ტირილს ხმა გავიგონე და ხელი ჰაერში გამეყინა.. კარი ოდნავ შევაღე ...
ქერა თმები უხვად ეყარა მხრებზე.. მის სხეული უნაკლო იყო, სახე ანგელოზს მიუგავდა. ტირილისაგან დადღაბნოდა თვალები და დაწითლებული ტუჩები უთრთოდა.. ხელებს ნერვიულად ამოძრავედა.. ვაჩე მის წინ იყო დაჩოქილი და მშვიდად უხსნდა რაღაცას , ის კი ისტერიკას არ წყვეტდა..
- არ ვიცი , ვერ ვიგებ ამ ყველაფერს. ჩვენ ხომ ერთად კარგად ვიყავით...
- ლინდა გთხოვ, ყველაფერი დიდი ხანი დამთავრდა და ეს შენც ხომ კარგად იცი, რატომ გინდა კიდევ უარესად გატკინო გული. მე ხომ აგიხსენი. თეკლა მართლა მიყვარს.. რა გავაკეთო...
- მისი გულისთვის მტოვებ? იმ დღეებზე რას იტყვი რაც ერთად გავატარეთ , ნუთუ ის არაფერი იყო? ნუთუ მაშინ არაფერს განიცდიდი?
- რა დავაშავე ასეთი... ვაჩე ფეხზე წამოხტა და მაგიდას მუშტი დაარტყა, წავიდა ის დრო , გასაგებია???? მორჩა..მე ხომ შენთვის არასოდეს შემომიფიცავს სიყვარული, ერთხელაც არ დამცდენია მსგავსი არაფერი ლინდა, გთხოვ ნუ გავართულებთ...
- კარგი, გასაგებია, მაგრამ მინდა გავიცნო, ის ქალი მინდა გავიცნო ვის გამოც მტოვებ...
- გაგცნობ, ოღონდ ახლა წადი..
- მითხარი ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ??? იცის რა ხარ სინამდვილეში?! შენ ხომ ადამიანი არ ხარ, ხანდახან ისეთ ნიღაბს ირგებ ყველაზე საშინელ ურჩხულს რომ აქვს..ხანდახან ცხოველს ემსგავსები. უთხარი რომ წამალზე შემჯდარი კაცი ხარ??
- ლინდა მორჩი... ცდები.. მე დიდი ხანია შევეშვი წამალს ...
- წამალს შეეშვი?- სწრაფად მივარდა და პერანგის სახელოები აუწია... ეს არის წამალს შევეშვიო??? არანორმალურო შენ, თითო ვენაზე ოცდაათი დირკა გადევს, ავადმყოფო.. გგონია ასეთ ცხოველს შეგიყვარებს? გგონია რომ ასეთიც ეყვარები??
- გაჩუმდი. მოკეტეეე..- ხმამაღლა უყვირა და კარებისაკენ წამოვიდა რომ ლინდა გამოეგდო.. გამოღბულ კარებში კი ჩემი გაფითრებული თვალები დახვდა... კარების სახელურიდან უეცრად დაუცურდა ხელი. სახეზე ფერი დაკარგა, ქვედა ტუჩი აუთრთოლდა როგორც ნერვიულობის დროს სჩვევია და ძლივს წამროსთქვა ჩემი სახელი...
ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა ახლა, მეტირა თუ მეყვირა.. დამენგრია ყველაფერი რაც მის ოთახში იყო თუ ჩუმად უთქმელად შევხვედროდი ამ ყველაფერს.. გაშტერებული დავყურებდი იატაკს , და არ შემეძლო ფიქრი, გონების არც ერთი უჯრედი არ მიმუშავებდა, მთელმა სხეულმა დაკარგა ფუნქცია.. მინდოდა ნაბიჯი გადამედგა და არ შემეძლო.. ცრემლით სავსე თვალებით ავხედე და არ გამკვირვებია მისი შეშფოთებული სახის დანახვა.. მკლავში ხელი მომკიდა, ოთახში შემიყვანა და სკამზე დამსვა.. მახსოვს ძლივს მივათრევდი ფეხებს.. მესმოდა მისი ხმა, მაგრამ არ მესმოდა მისი სიტყვები... ვხედავდი მის თვალებს და არ ვიცოდი რა უნდა მეძებნა მის თვალებში...
საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში, აი ისეთი უეცრად რომ გეჩხვლიტება რაღაც და კივილამდე მიყავხარ.. აი ისეთი საშინლად, აუხსნელად რომ გტკივა.. სიტყვებიც რომ არ გაქვს გადმოსაცემად.. წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.. ძალა არ მქონდა, თავისი ხელით დამალევინა წყალი და ჩემს წინ დაიმუხლა თავი ხელებზე დამადო და პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი..
- არ მიმატოვო გთხოვ..ვიცი რომ დამნაშავე ვარ.. ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი.. მცხვენია ჩემი საციელის და ქცევების გამო, დამიჯერე მილიონჯერ ვცადე, თავს ვერ ვერევი.. გეხვეწებიი არ დამტოვო... უშენოდ ვერ ვიცოცხლებ თეკლა. შენმა გამოჩენამ ჩემს სიცოცხლეს ახალი იმედი მისცა.. დამეხმარე გთხოვ.. ვიცი რომ ავადმყოფი ვარ, წამალზე დამოკიდებული უკანასკნელი ნაძირალა მაგრამ მიყვარხარ...
- მე შენშიც შევცდი,დამივიწყე ვაჩე- ჩურჩულით ვუთხარი და ჩემი თვალებიდან გადმოვარდნილი ცრემლები ხელის გულებზე დაეცა.. დამივიწყე.. მე.. ყველაფერი დამთავრდა.... ფეხზე წამოვდექი და კარებისაკენ წავედი...
- მიყვარხარ თეკლა, განა ეს არაფერს ცვლის?
- ამან უკვე შეცვალა ჩემი ცხოვრება ვაჩე...სირბილით გავედი ოთახიდან და კიბეებზე ტირილით დავეშვი... არ ვიცი რამდენი ხანი მივრბოდი,, სად მივრბოდი რას ვაკეთებდი...გული ისე მტკიოდა სიკვდილი ყველაფერს მერჩივნა. მან ვერ შეძლო, არა იქნებ მე ვერ შევძელი, მე ვერ ამოვიკითხე მისი სულიერი სამყარო.... მე მასში ახალი იმედი ახალი ცხოვრების დასაწყისი დავინახე..მე მასში გავაცოცხლე ჩემი ტკივილები და ბედნიერებით შევცვალე, ახლა კი ისევ იქ დავბრუნდი სადაც ვიყავი, ისევ იმ ადგილას გავიყინე...
**
საათი უკვე ღამის თორმეტს უჩვენებდა მაიკო რომ შემოვიდა კაბინეტში...
- შენ რა არ მიდიხარ?
- არა დღეს არ ვრჩები. მორიგეებს დავეხმარები..
- კი მაგრამ , თეკლა ასე როდიდან იქევი,,
- დღეიდან მაიკო. ჩემმა ცხოვრებამ ისევ დაკარგა აზრი.... ისევ იქ დავბრუნდი სადაც ვიყავი....
- რა მოხდა აღარ იტყვი? ვაჩეს ეჩხუბე?
- არა, დავშორდი, არ მკითხო რატომ, ამაზე სალაპარაკოდ არ ვარ მზად, წადი დაისვენე , მარტო მინდა ყოფნა.
არაფერი უკითხავს. უთქმელად გავიდა ოთხიდან, სინათლე გავთიშე.. ფანჯარა გამოვაღე და რაფაზე დავჯექი...ეს ტკივილი სულს მიხუთავდა...
ხანდახან ცხოვრებაში არის მომენტები როცა გინდა იტირო და ცრემლი არ მოდის, უბრალოდ ძალა არ გაქვს, ან ცრემლებსაც ბეზრდება მხოლოდ ტკივილისთვის ტირილი. ხშირად ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გვონია რომ ყველაფერი დამთავრდა, დასრულდა და აღარასოდეს განმეორდება.. რომ ეს ტკივილი სამუდამოდ გაგვყვება, ისეთ დაღს დაასვამს ჩვენს ცხვრებას რომელიც აღარასოდეს გამოსწორდება, რომელიც არასოდეს დასრულდება და მთელი ცხოვრება განაგრძობს ჩვენს სულში ხელების ფათურს...
ხშირად ვვარდებით იმ წუთებში როცა გული ძგერას წყვეტს და ტკივილისაგან იწურება,, როცა გვინდა გაღიმება და არ შეგვიძლია, როცა ეს ტკივილი ჩვენზე ძლიერია..... როცა ვერაფერს ვამბობთ და ვერაფეს ვაკეთებთ,. როცა ცხოვრების ისეთი მარიონეტები ვხდებით რომელსაც სისულელე ქვია... და ბოლოს მაინც გრძნობ ერთადერთს , ერთადერთი გაგაღიმიებს რომ მაინც გიყვარს...
ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა, არ ვტიროდი, მხოლოდ მტკიოდა, და ამ ტკივილს შეეძლო მთელი ჩემი ცხოვრების გადაშლა.. ეს ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო რომელმაც გამანადგურა, ბოლომდე დამინგრია შინაგანი სამყარო, ყველა ოცნება ჩამიკლა და ფეხქვეშ გადათელა...თვალები დავხუჭე და სავარძელზე გადავწექი, მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ სამუდამოდ გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან, მხოლოდ ახლა შეძლეს ცრემლებმა თავიაანთი გზის მონახვა..მისმა შეხებამ გმომაფხიზლა, მაგიდის კიდეზე იჯდა და ჩემთან ერთად ცრემლები უსველებდა სახეს...
- რისთვის მოხვედი ვაჩე.. უარესად გინდა მაწამო??
- მინდა დამეხმარო..
- ამაზე ადრე უნდა გეფიქრა.. როცა დამიმალე, რა გეგონა თუ გავიგებდი რომ ნარკომანი იყავი არ შემიყვარდებოდი??
- კი არ მეგონა, ზუსტად ვიცოდი რომ დაგკარგავდი, რომ ვერასოდეს შევძლებდი შენს გვერდით ყოფნას, რატომ არ გინდა გამიგო...მითხრი გეზიზღები?-ჩემსკენ წამოვიდა და წამომაყენა.. თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ აღარ გიყვარვარ, რომ აღარ გინდა ჩემს გვერდით ყოფნა და სამუდამოდ წავალ შენგან...
- შენ ვერაფერს ხვდები ხო? მე შენ ცხოვრება მოგეცი, სიყვარული დაგითმე, ჩემი ტკივილის მოზიარე გაგხადე, მე შენ იმდენად ღრმად შემოგიშვი ჩემს გულში რომ ახლა აღარ ვიცი როგორ გაგაგდო იქიდან.. ვერ გეტყვი რომ დაგივიწყე ან ასე უცებ დაგივიწყებ, იმიტომ რომ მიყვარხარ და ვიცი ეს სიყვარული ბოლოს მომიღებს მაგრამ არ შემიძლია გესმის??
- შენს დაკარგვას ვერ გადავიტან...
- გადაიტან. დამშვიდდი, შენ ხო წამალი გაქვს.. წამალში იპოვი ისევ თავშესაფარს და დამივიწყებ...
- არ მინდა წამალი გესმის? მინდა დამეხმარო ამ სენისგან განვთავისუფლდე... დამეხმარე გთხოვ..
- როგორ დაგეხმარო მითხარი.. ჩემმა სიყვარულმაც ვერ შეძლო უარი გეთქვა ამაზე ვაჩე.. წადი იმკურნალე, ათასობით სარეაბილიტაციო ცენტრი არსებობს...
- ვიმკურნალებდი რომ ვიცოდე რომ გარეთ დამელოდები თეკლა, ვერ ხვდები რომ ჩემი ცხოვრება შენზე ავაგე??
- არ მინდა ამისი მოსმენა... არ მინდა გაიგეე?- ყურებზე ხელები ავიფარე... და ტირილს ვუმატე.. ორივე ხელი მაგრად შემომხვია და გულში ჩამიკრა.. მესმოდა როგორ ნერვიულად ძგერდა მისი გული, სუნთქვაც გახშირებოდა, თვალები დავხუჭე და ის დღე გამახსენდა როცა პირველად ვნახე... როგორ მტკიოდა სული ამ ყველაფრის გამო.. მე მას ვუშვებდი, სხვანაირად არ შემეძლო.. რაღაც მაბრკოლებდა და რა არ ვიცოდი.. ამ სიყვარულმა ვერ შეძლო მისი გამოსწორება, ალბად არ იყო ისეთი ძლიერი რომ უარი ეთქვა წამალზე..
- გინდა დავშორდეთ?? ეს შენი უკანასკნელი სიტყვაა?
- კი- ძლივს წარმოვთქვი ეს ორი ასო და ზურგი ვაქციე რომ მისი თვალების შემხედვარეს არ გადამეფიქრებინა...შემომატრიალა, მერე ჩემი ხელი გულზე მიიდო და ცრემლები გადმოსცვივდა, პირველად იდგა მამაკცი ჩემს წინაშე რომელიც ტიროდა ჩემს გამო. ტიროდა და ასე უხდებოდა ცრემლები მის სახეს და თვალებს...
- იცოდე ამ გულმა შენით ისწავლა ცხოვრება შენ გააცოცხლე და შენვე მოკლავ.... ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებში მაკოცა..მერე სწრაფად გავიდა ოთახიდან და ყველაფერი გაიყოლა თან.. გახევებული ვიდექი დიდი ხანი ერთ ადგილას და არაფერს ვგრძნობდი...
**
ორი თვე გავიდა ისე რომ ვაჩესგნ არაფერი მსმენოდა, არც მე ვკითხულობდი მის ამბავს, ხანდახან მაიკოს თუ წამოსცდებოდა ხოლმე მისი სახელი და გულში ღრმად ვგრძნობდი საოცარ სიხარულს... მისი გაუჩინარების მერე მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგა. რასაც არ ველოდი სწორეს ის მოხდა, ჩემი ძმა ამერიკიდან დაბრუნდა და მამაჩვენის ამბის გაგების მერე გადაწყვიტა რომ სახლში უნდა მიგვეყვანა ისიც და ბავშვიც... სიმართლე რომ ვთქვა ამ ბავშვით უფრო ხშირად ვერთობოდი და ჩემი დარდის განსაქარვებლად ვიყენებდი მაგრამ მოღალატე მამის დანახვაზე გულისრევის შეგრძნება მიჩნდებოდა და არ შემეძლო შემეხედა მისთვის...
მთელს დღეებს სამსახურში ვატარებდი ვიყავი თუ არა მორიგე ამას მნიშვნებლობა არ ქონდა, ფაქტიურად იქ გადავბარგდი.. დავდიოდი ყველანაირ ტრეინინგსა თუ სემინარზე, ოღონდ მასზე არ მეფიქრა და მაქსიმალურად ვიტვირთავდი თავს..
ზაფხულის პირველი დღე იდგა. რაღაც სევდიან განწყობაზე ვიყავი.. გარეთ საშინლად ცხელოდა, მაგრამ მე მციოდა, მის გარეშე საშინლად მციოდა... ნაადრევი საშინელი სიცხეები იყო და ხალხიც აუარება გვყავდა საავადმყოფოში.. ის წუთი იყო კაბინეტში შევედი და ცივი წყალი მოვსვი რომ სირბილით შემოვიდა მაიკო, ვიცოდი მის ასეთ ქცევას ყოველთვის ცუდი შედექი ქონდა..აცრემლებული თვალებით მიყურებდა და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა როგორც მაშინ.. თავში ყველაფერი დამიტრიალდა..
- თეკლა, სანდრო და ნიკუშა არიან აქ..მათი სახლებეის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა მივხვდი რომ რაღაც წესრიგში არ იყო, რაღაც მოხდა და ვერავინ მეუბნებოდა... სიმაღლის მიხედვით შემოვიდნენ ოთახში და დასჯილი ბავშვებივით მიეყუდნენ კედელს..
- რა ხდება აღარ იტყვით??- გაფითრებული სახით მივვარდი ნიკას ძირს დახრილი თავი ზემოთ ავუწიე და თვალებში ჩავხედე... რა ხდება ნიკა. სანდრო რა ხდება თქო...
- ვაჩე... მეტი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს რომ რეანიმაციაში გავიქეცი, გიჟივით შევანგრიე კარები დაადგილზე გავიყინე.. ის ჩემს წინ იწვა, გაფითრებული, ფერწასული და ცოცხალ-მკვდარი...
მე მგონი ამ ისტორიამ ვერ დაგაინტერესათ ((


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6