
- რა მოხდა?- გაოცებულმა მკითხა და გულში ჩამიკრა.. რა გჭირს-თქო თეკლა შენ გეკითხები...
- არაფერი, კარგად ვარ.. სახლში წამიყვანე რა...
- არაფრის გულისთვის არ ტირიან და არც კანკალებენ.. რა მოხდა.. გასაგებია.. დათო მოდი აქ- იმხელა ხმაზე დაუყვირა რომ მისმა ხმამ ყურებში ასმაგად გაიჟღერა...
- შეეშვი ვაჩე, მართლა არაფერია.. ცუდად ვარ, უბრალოდ არ ვიცი რა მომივიდა..
- მე ვიცი, ნიკუშ ამას მიმიხედე- გამწარებულმა თქვა და დათოსკენ წავიდა, პერანგის საყელოში ხელი სტაცა და რომ არა სანდრო ალბად გვარიანაც მოხვდებოდა...
- დაიმახსოვრე, რომ თეკლა ჩემთანაა, შუშვი ამ ტვინში.. მე ის მიყვარს.. როგორც ძმასთან ისე მოვიყვანე შენთან რომ შენთვის გამეცნო ქალი რომელიც ჩემი ცხოვრების ნახევარია.. და შენ როგორც ყოველთვის ნაგავივით მოიქეცი დათო... მებრალები.. ჩემი ძმა რომ არ იყო მაგრად გცემდი...
- მუქარას მოეში რა.. ცოტაღა მინდოდა და შენი ქალი ჩემს მკლავებში იქნებოდა... მოქნეული მუშტი სახეში მოხვდა და მიწაზე დაეცა..
- არ გაბედო, თეკლას შეხება. თორემ მოგკლავ. არ შემეცოდები... იცოდე.. დავივიწყებ რომ ერთი სისხლი გვაქვს...
ჩემსკენ წამოვიდა, ხელი მომხვია და მისაღებში შემიყვანა.. პატარა მაგიდასთან ჭაღარაშერეული მამაკაცები ნარდს აგორებდნენ და ძველებურად ხუმრობდნენ, უეცრად მეტკინა გული მათ შემხედვარეს, მამაჩემი გამახსენდა...ვაჩემ მათკენ წამიყვანა. დაგვინახა თუ არა მაშინვე ფეხზე წამოდგა.საოცარი მსგავსება იყო მამა-შვილს შორის.. მასავით ლამაზი სახე და ნაკვთები ქონდა..
- მამა, გახსოვს რომ გეუბნები ...
- ვიცი ვაჩე, ეს თეკლაა ხომ ასეა?
- ასეა.. ბატონო არჩილს დაბადების დღეს გილოცავთ.. დიდი ხანი ვარჩიე თქვენი საჩუქარი და ბოლოს ამაზე შევჩერდი, ვაჩემ მითხრა რომ ლექციებს კითხულობთ . მემგონი გმოსადეგი ნივთია..
- ახლა როცა საუბრობ გიყურებ და მინდა შენში ნაკლი დავინახო.. მაგრამ არ არის.. კვამლისფერი თვალები ისეთი გამჭვირვალე და სუფთაა, ამავდროულად ისეთი ლაღი და სევდიანი..რამდენ ტკივილს მალავს შენი თვალები შვილო.... მისმა სიტყვებმა თვალები ცრემლით ამივსო და ოდნავ შეძლებისდაგვარად გავიღიმე..
- კარგი რა მამა, ხო გითხარი რომ თეკლა.. ოოო. ხედავ აატირე? კარგით რა, დღეს ყველინი შეიშალეთ...
- მოუარე შვლო, როგორც ყვავილს. მოუფრთხილდი ისე როგორც გლეხი უფრთხილდება თავის ვენახს,, შეიყვარე ისე როგორც დღეს უყვარს მზე და ღამეს ვარსკვლავები.... ინდომე ისე როგორც არასოდეს არაფერი გდომებია ვაჩე.. არ ვიცი ამ ანგელოოზივით გოგომ რა იპოვა შენში რომ შეიყვრა...
- რას ამბობთ ბატონო არჩილ.. თქვენი შვილი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ხსნაა.. ჩემს სიტყვების გაგონებაზე შევამჩნიე როგორ გახედა არჩილმა ვაჩეს და მხარზე მაგრად დაკრა ხელი..
**
უკვე სახლში წამოსვლას ვაპირებდი რომ კარებში დამეწია დათო .. უკან სირბილით მოყვებოდნენ სანდრო და ნიკა..მათი გაფითრებული სახის დანახვაზე მივხვდი რაღაც რიგზე არ იყო...ყურადღება არ მიმიქცევია, ჩანთას ხელი დავავლე და გასვლა დავაპირე რომ შემომატრიალა...
- საინტერესოა რა უაზრობებით გამოგიტენა თავი ჩემმა ძმამ თეკლა..
- დათო მეჩქრება ვაჩე მელოდება...
- რა თქმა უნდა დაგელოდება, შე სულელო შენ. არც კი იცი ვისთან გაქვს საქმე..წარმომდგენია რა დამაჯერებლად გეუბენება რომ უყვარხარ, რომ მისი ცხოვრების ნაწილი ხარ..რომ გიჟდება შენზე..
- დავით მორჩი რა- გაბრაზებულმა უთხრა სანდრომ და მისი წაყვანა სცადა მაგრამ ამაოდ,მთელი ძალით უძალიანდებოდა, მივხვდი რომ მთვრალი იყო..
- ხოოო. დამავიწყდა ვაჩე ხომ დიდი კაცია,, წარმატებას მიაღწია, და რის ფასად ვინმემ იცით??? მერე ჩემსკენ წამოვიდა და გაყინული თვალები შემომანათა.. შე საწყალო ის მაინც თუ იცი რომ საცოლე ყავს.. ეგ მაინც თუ გითხრა რომ შეყვარებული ყავს რომელიც ხვალ ბრუნდება საქართველოში.. რა თქმა უნდა არ იცი ისეთი თვალები გაქვს... არ ელოდი არა?? ჯერ კიდევ ბევრი რამე არ იცი მასზე,, არ გინდა მითხრა როგორ გაიცანი? მე გეტყვი წალის გამო მოიყვანეს ხო ასეა..შეყვარებული, წამალი.. არ გებევრება ეს ყველაფერი.. ექიმო,- ერთი შეხედვით მოწესრიგებული ქალი ხარ და რავიცი გაგართხილე მაინც...
არ მახსოვს როგორ ჩავჯექი მანქანაში, ვხედავდი რომ ვაჩე რაღაცას მელაპარაკებოდა მაგრამ ვერაფერს ვიგებდი.. მის სახესაც ბუნდოვნად ვხედავდი.. ყურებში მხოლოდ დათოს სიტყვები ჩამესმოდა. იქნებ მართლა უბედური ვიყავი და ამას ვერ ვამჩნევდი.. იქნებ ვცდილობდი ძალით ბედნიერის ნიღაბი მომერგო..
- აქ გამიჩერე -მოულოდნელად ვუთხარი და აცრემლებული თვალებით გავხედე..
- რა მოხდა?
- გააჩერე ვაჩე. გააჩერე თორემ გადავალ...ჰაერზე მინდა გადასვლა.. ცოტა ხანი მარტო მამყოფე... მანქანიდან გადავედი და რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდი მანქანას... ჰაერს ვარბად ვსუნთქავდი და ვცდილობდი ცრემლები გამექრო თვალებიდან... ნუთუ მართალს მეუბნებოდა დათო, არ მჯეროდა მისი მაგრამ ბოლომდე არც ვაჩეს დაჯერება შემეძლო. ნელა მომიახლოვდა და ორივე ხელი მომხვია უკნიდან...
- ჩემო პატარა, მითხარი რას განიცდი , მამაშენის ამბავს?? ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ..
- საცოლე თუ გყავდა რატომ არ მითხარი ვაჩე?-მოულოდნელად ვკითხე და მისკენ შევტრიალდი...
- რა საცოლე თეკლა, ეს სისულელე ვინ გითხრა... მე საცოლე არასოდეს მყოლია..
- შენმა ძმამ მითხრა რომ საცოლე გყავს, ჩემი გაფრთხილება სცადა, ან იქნებ უბრალოდ უნდა რომ შენგან დამიცვას, იცის კი იცის რის გამო მოგიყვანეს საავადმყოფოში, ამიხსენი ეს შენ თვითონ უთხარი? რამდენ რამეს მატყუებ ვაჩე..
- თეკლა, საცოლე არ მყას. დამშვიდდი და მომისმინე.. უბრალოდ , როგორ აგიხსნა.. იყო ერთი ქალი ჩემს ცხოვრებაში იმ დიდი ტკივილის მერე, მაგრამ მე ის არ მყვარებია, ჩვენ უბრალოდ ვიყავით ერთად.. ის ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო მაგრამ მას შეყვარებულს ვერ დავრქმევ, მე არ მყვარებია, ჩვენ დიდი ხანია დავშორდით.. ვერ ხვდები რომ დათოს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს ჩვენი დაშორება უნდა..
- არ ვიცი, ეს ყველაფერი ისე დაწმუნებით მითხრა..
- ესეიგი, მისი გჯერა და ჩემი არა??
- არა, ასე არაა, მე ამის თქმა არ მინდოდა.. მისმინე არ მინდა კიდევ ერთხელ მეტკინოს გული..შენ იცი ჩემი ტკვილის შესახებ.სწორად გამიგე ვაჩე, არ მინდა იმედგაცრუებული დავრჩე. არ მაქვს სურვილი გავიდეს დრო და მივხვდე რომ შენში შევცდი. მე მართლა შემიყვარდი.. იმ დროს როცა ჩემს თავს შენზე ფიქრსაც კი ვუკრძალავდი..
- ჩუ,, გაჩუმდი ამ ლამაზ საღამოს ნუ გავაფუჭებთ რა. მე შენ მიყვარხარ და მორჩა..
- არასოდეს მატკინო გული გთხოვ..მჭირდები , იმაზე მეტად ვიდრე ეს შენ გგონია ...
თეკლას სიტყვები ვაჩეს გულზე ხვდებოდა და ასჯერ უფრო მეტად სტკიოდა..ამ სიტყვების მერე როგორ უნდა ეთქვა რომ მანაც ვერ გაამართლა მისი იმედები და ვერ შეძლო მის წინაშე მართალი ყოფილიყო.. როგორ გაბედავდა მისთვის გაემხილა რომ ნარკომანი იყო, წამალზე დამოკიდებული ადამიანი რომელსაც არ შეეძლო სხვანაირად ცხოვრება. რომ არ უდიდესმა გრძნობამაც კი ვერ შეძლო უარი ეთქვა წამალზე..
**
დილით ადრე გამომაღვიძა დედაჩემის შეხებამ... ვიცოდი რაც უნდა ეთქვა მის თვალებში ვკითხულობდი ამ ყველაფერს..ვიცოდი რომ იმის გაკეტებას მომთხოვდა რაც საბოლოოდ დამცემდა მიწასთან..
- დედა, ჯერ ძალიან ადრეა გთხოვ, დამაძინე, არ დამვიწყებია რომ წამოსვლა გინდა მაგრამ მაცადე აზრზე მოვიდე რა.. ყველაფერს ერთიანად ნუ მომთხოვ ..
- კარგი შვილო, მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ადგომის დროა..
- კარგი დედა ვდგები.. ზურგი მაქცია და კარებისაკენ წავიდა.. მის დარდს ვეღარ გავუძელი და ისევ დავუძახე. შემოტრიალდა და თავისი გაცრეცილი მწვანე თვალებით შემომხედა..დე მაპატიე .. ძალიან ვარ დაძაბული.
- არაუშავს თეკლა, მესმის. ადექი და მერე ერთად წავიდეთ..
საავადმყოფო ამჯერად გადატვირთული იყო ხალხით..შევედი თუ არა დაცვამ მაშინვე მახარა თქვენთვის როგორც ყოველთვის ყვავილები მოიტანესო... მისი ეს ქცევა საოცრად მაბედნირებდა , დედაჩემის მზერა არ გამომპარვია მაგრამ ამჯერად ყურადღება არ მივაქციე. გახარებული შევედი კაბინეტში და წითელი ვარდების თაიგულს ხარბად დავყნოსე.. თეთრი ხალათი მოვიცვი , კისერზე ფონეიდოსკოპი შემოვიხვიე და გასვლა დავაპირე..
- წამოვიდე?-უხერხულად მკითხა დედაჩემმა და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა..
- წამოდი, ოღონდ ერთი პირობით.. არ გაამხელ რომ შენი შვილი ვარ გასაგებია??
- კი მაგრაამ..
- ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ, არ იტყვი რომ მისი შვილი ვარ, არ მინდა იცოდეს...
მეთვრამეტე პალატაში სიმშვიდე გამეფებულიყო. კუთხეში მდგარ საწოლზე მშვიდი სახით იწვა ბატონი დიმიტრი და ჭერს თვალს არ აშორებდა.. მშვიდი სახით შევედი და მივესალმე..
- დილა მშვიდობისა ბატონო დიმიტრი, თავს როგორ გრძნობთ?
- არაფერს ვუჩივი შვილო- ისეთი ხმით მითხრა რომ გულში საშინელი ტკივილი ვირძენი.. გუშინ მითხრეს ლინდა დაღუპულა. ის ჩემი შვილიშვილის ძიძა იყო, ბავშვი სადააა?
- ბავშვი ბავშვთა განყოფილებაშია.. მისი მშობლები სად არიან?
- მას მშობლები არ ყავს.. ერთი წლის წინად ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ ისინიც, მხოლოდ მე ვყავარ .. ჩემი ცოლი კი დიდი ხანია რაც კიბოთი გარდაიცვალა.
- კი მაგრამ აქ ქალბატონია მოსული რომელიც ამბობს რომ თქვენი ცოლია ბატონო დიმიტრი... ეს როგორ გავიგოთ...
- რას ამბობთ ექიმო, ჩემი ცოლი??- სახეზე ფერი ეცვალა.. ერთი მომენტი იმისაც კი შემეშინდა წნევამ არ დარტყას თქო... ჩემი ლალია აქ? როგორ გაიგო. ჩემი ლალია ...- შეუწყვეტლივ იმეორებდა და ცრემლი ჩამოსდიოდა. ყველაზე ცუდი ის იყო რომ მის მიმართ სიბრალული არ გამჩენია..
- ბატონო დიმიტრი ნუ მოძრაობთ.. ფეხები თაბაშირში გაქვთ ხომ არ დაგავიწყდათ?! ახლა შემოვა თქვენი მეუღლე და ისაუბრეთ..
- მადლობა შვილო. შენნაირი შვილი რომ მყავდეს ალბად ჩემი სიბერე ლამაზი და ნათელი იქნებოდა..
- მაგრამ თქვენ არასოდეს გეყოლებათ ჩემნაირი შვილო- ჩუმად ვთქვი და კარებისაკენ წავედი...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев