
ხეც მომიჭრეს ვერსად ვკიდებ ჰამაკს.
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს.
სარკე კი მაქვს, მასში ვინც ჩანს არ მგავს.
ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.
საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით.
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.
სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს.
გავაგრძელო შევძლებ -- თუმცა კმარა.
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა.
<ნიკო გომელაური>


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев