
სოფლის მეოურნეობის სამინისტროში დილითან ალიაქოთი იყო.. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ყველას ათასი საფიქრალი ქონდა.. ყველაფერი მანამდე უნდა მოეწყოთ სანამ ადამიანთა გაფიცვა მინისტრის ყურამდე მივიდოდა, მთელი დღე გადარბენაზე იყო ვაჩე,ვინ მოსთვლის რამდენჯერ აიღო მობილური თეკლასთან დასარეკად მაგრამ აკერფილი ნომერი მილიონჯერ გათიშა, ვერასოდეს ასწრებდა საუბარს... უკვე შვიდი ხდებოდა ვაჩეს ტელეფონი რომ აწკრიალდა..
- ვააა, საიდან გაგახსენდი ძმო სანდრიკ... ხო მშვიდობაა?!
- კი ბიჭო, ვაჩე მისმინე. დღეს ხო იცი ნიკუშას დაბადების დღეა, ჩვენს კლუბში გელოდებით..
- არა სანდრის.. ერთ საათში ვიქნები, სახლში მივალ გამოვიცვლი თორე ისე მაცვია თავი პრეზიდენტი მგონია..
- კაი ძმაო, გელოდებით..
ნახევრად ჩაბნელებულ ბარში შევიდა ვაჩე და როგორც ყოველთვის ახლაც ნაცნობი მაგიდისაკენ წავიდა..
- ვაა. ნიკუშ გილოცავ.. ხო იცი უსაჩუქორდ ვარ, ვერ მოვახერხე მაგრამ გპირდები რომ კაი საჩუქარს გაჩუქებ...
- არ მინდა საჩუქარი შენგან, ერთი თხოვნა შემისრულე.
- რა ხდება?
- გახსოვს ის გოგო? თეკლასთან ერთად რო იყო, მაიკო .. ისე მოაწყე რომ იდევ ვნახო...
- მოიცა, მოიცა, მოგეწონა?? ვაააა. ნიკუშა შეყვარებულია...
- ჩემი რა გიკვირს ქალთა რისხვა თვით ვაჩე ფალავანდიშვილია ყურებამდე შეყვარებული... ისე შენთან ამ თემაზე გვინდოდა ლაპარაკი ...
- მაინც რაზე?
- როცა თეკლა სიმართლეს გაიგებს რას იზავ ვაჩე? ხო იცი რომ მიგატოვებს..- საუბარში სანდრო აღელვებული ჩაერთო და სიგარეტს მოუკიდა..
- ვერ გაიგებს, მანამდე გადავეჩვევი..
- მოიცა რა, კარგად იცი რომ ვერ გადაეჩვევი.. შენ ამას ამბობ უკვე ერთ წელზე მეტია.. იცოდე ცხოვრებას ასე საბოლოოდ დაინგრევ ვაჩე, დაკარგავ თეკლასაც და მარტო დარჩები, არ გგონია რომ უმჯობესია უთხრა და დაგეხმაროს, ვიდრე ასე მალო? ზაფხულში რას იზავ? შენს ნაჩხვლეტებიან ვენებს სად დამალავ ??
- მორჩი რა სანდრისკ. გითხარი გადავეჩვევი თქო.. აი ნახავ მეტს აღარ გავიკეთებ... თეკლას დაკარგვას ვერ გადავიტან.
- დამიჯერე თუ არ გამოსწორდები თეკლას უცილებლად დაკარგავ და მერე ინანებ. ამ საქციელის გამო ვაჩე, რომ ასე გააკეთე.. მას სჯერა შენი.. გენდობა შენ თვითონ არ თქვი რომ...
- თეკლას ვუყვარვარ...
- შენ რა სულ გა****დი??? ნუ ფანტაზიორობ მიწაზე დაეშვი რაა..
- არ ვფანტაზიორობ ამის დედას შ***ცი..გუშინ მითხრა რომ ყველაზე დიდი სიგიჟე ჩაიდინა და შევუყვარდი... ახლა გესმის რატომ არ შემიძლია მისთვის სიმართლის თქმა? გუშინ ღამით იმიტომ მივედი რომ მისთვის სიმართლე მეთქვა და დახმარება მეთხოვა.. მერე არ ვიცი რა მოხდა , ვაკოცე, და წინაღმდეგობა არ გაუწევია, მაშინ როცა მინდოდა მისთის გული გადამეშალა ავარიაში მოყოლილები მოიყვანეს და ერთ-ერთი მამაისი აღმოჩნდა რომელმაც 28 წლის მიატოვა.. მითხარი რა მომენტში მეთქვა მისთვის რომ ნარკომანი ვიყავი???
- კაი დამშვიდდი, მაგრამ მართლა მინდა რომ ბედნიერი იყო ვაჩე..ამას ნუ გაწელავ, უთხარი რომ ავად ხარ.. უთხარი რომ მარტო ვერ მოერევი ამ ავადმყოფობას...
- ვერ დავკარგავ ნიკუშ.. რო გაიგოს დამშორდება.. მე კი ისეთი ბედნიერი ვარ. მასთან.. მასთან ყოფნის დროს საერთოდ არ მახსენდება წამალი.. იცი უკვე ერთი კვირაა არ გამიკეთებია...
- მაგრამ ეს არაფერს გვაძლევს გესმის?? ყოველთვის ვერ მოთოკავ თავს... შენ იცი რა რთული იყო ჩვენთვის ამის გადაჩვევა, მაგრამ მე და ნიკუშამ ეს შევძელით ვაჩე, ახლა შენც უნდა სცადო.
- გპირდებით რომ გამოვასწორებ ყველაფერს... 2 წუთით გავალ...
ბარიდან გამოვიდა ვაჩე და მანქანაში ჩაჯდა, იცოდა რომ მისი მეგობრები მართლები იყვნენ მაგრამ თავს ვერ ერეოდა... მხოლოდ წამლის ზემოქმედების დროს იყო ბედნიერი და ლაღი... მობილური ამოიღე დათეკლას დაურეკა... გამალებით უცემდა გული სანამ თეკლას ხმას გაიგებდა..
- საღამო მშვიდობისა თეკლა.. როგორ ხარ?
- საღამო მშვიდობისა ვაჩე, არამიშავს თავად როგორ ხარ???
- მეც ასე, არამიშავს , ცოტა გადავიღალე დღეს უამრავი საქმე მქონდა...
- ხო ვიცი ტელევიზორში გნახე, გამიხარდა რომ დამირეკე..
- მისმინე, შენთან ერთი თხოვნა მაქვს.. არ ვიცი როგორ გამიგებ მაგრამ იმედია არ გამიბრაზდები..
- გისმენ, რა ხდება?
- ნიკუშა ხო გახსოვს ჩემი ძმაკაცი, დღეს დაბადების დღე აქვს, ხოდა მთხოვა იქნებ თეკლას დაქალს შემახვედროო, როგორც ჩანს ბიჭი შეყვარებულია...
- რომელს ვაჩე.. იქ სამნი იყვნენ..
- მაიკოს. ყურებამდეა შეყვარებული...შეძლებთ რომ მოხვიდეთ ბარში ვართ.. მისამართ გეტყოდი..
- კარგი , რადგან დაბადების დღე აქვს მოვალთ და კიდევ იმიტომ რომ მაიკოსაც მოეწონა ნიკუშა ოღონდ იცოდე არ თქვა.
- არა.. გელოდები.. იცოდე რომ რაც არ უნდა მოხდეს მიყვარხარ...
**
ნახევარ საათში ყველანი მაგიდის გარშემო იჯდნენ და ნიკას ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა..სახეზე ღიმილს ვერ იშორებდა , თვალები უბრწყინავდა, მალი-მალ გადახედავდა ხოლმე ვაჩეს და თვალებით მადლობას უხდიდა..
- ასეთი ამღვრეული თვალები რატომ გაქვს?- უეცრად ვკითხე ვაჩეს და მოულოდნეობისაგან კინაღამ ხელიდან გაუვარდა ლუდის კათხა..
- თეკლა გადავიღალე..
- მგონი გავიწყდება რომ ექიმი ვარ.. ვაჩე რამეს მიმალავ???
- კარგი რა თეკლა რა.დღეს ჩემი დაბდების დღეა და შენ კიდე რეებს ლაპარაკობ რა. დაასვენე ეს ბიჭი. მოკვდა მუშაობით... ამას ეხლა ალერსი და მოფერება უნდა..
- ხო ნიკა მართალია საუბარში სანდრო ჩაერთო და თვალი ჩამიკრა... ამას მარტო სიყვარული თუ უშველის თორე მალე სამსახურზე იქორწინებს და მერე საერთოდ ვერ ვნახავთ...
- კარგით, ვჩუმდენი. თანახმა ვარ ,დღეს არაფერს ვიტყვი... გული ცუდს მიგრძნობდა ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო როცა ვაჩეს თვალები უჩვეულოდ არ მომწონდა, არ ვიცი შეიძლება როგორც ექიმი დიდ ყურადრებას ვაქცევდი ყოველ წვრილმანს...
- მამა როგორაა? -ჩუმად მიჩურჩულა და მისი გახურებული ხელი ვიგრძენი წელზე...
- არ ვიცი დღეს არ მინახავს. მაგრამ იცი რა არის ყველაზე სასაცილო?! დედაჩემს მისი ნახვა უნდა.მთხოვა წამიყვანეო.. არ ვიცი რა გავაკეთო...ამის გაფიქრებაზეც კი ტვინში სისხლი მექცევა ვაჩე..
- თეკლა ვიცი რასაც გეტყვი გაგიკვირდება მაგრამ, დედაშენს ჯერ კიდევ უყვარს ალბად..
- როგორ შეიძლება გიყვარდეს კაცი რომელმაც მოგატყუა?! რომელმაც გიღალატა და სხვაზე გაგცვალა?? მე ამას არასოდეს გავაკეთებდი გესმის? მე არ შემიძლია,, ჩემთვის ტყუილი სხვა რამეა ვაჩე. მე როცა მიყვარს უნდა ვენდობოდე უნდა მჯეროდეს მისი 100%-ით..
- და შენ ასე გჯერა ჩემი?
- არ მოგატყუებ მთლად ბოლომდე არ მჯერა. ჯერ კარგადაც არ გიცნობ..
- ხვალ ჩემთან წაგიყვან.. მამაჩემის დაბადების დღეა ხოდა ყველას გაგაცნობ, არ მინდა იფიქრო რომ შენთან მხლოდ ვერთობი, და განახებ როგორ ძალიან მიყვარხარ თეკლა..
- ვაჩე, მემგონი ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი...
- არ მიკითხავს ადრეა თუ არა, მე მზად ვარ ყველაფრისთვის, ოღონდ შენ იყო ჩემს გვერდით..
**
ვაჩეს უზარმაზარი სახლი გადაჭედილი იყო სტუმრებით...მე კი არასოდეს მყვარებია ასეთ ხალხმრავლობაში სიარული... ეს ყველაფერი, ეს ოფიციალურობა მეზედმეტებოდა კიდეც..არ მინდოდა თვალში საცემი და სხვების გასაჭორი გავმხდარიყავი და ამიტომ უბრალოებით შემოვიფარგლე ... კარებში შევედი თუ არა მისი გაბრწყინებული თვალები დავინახე..ასეთი ბედნიერი სახე მაშინაც კი არ ქონია როცა ვუთხარი რომ მიყვარდა.. მაგრად ჩამიკრა გულში , ზუსტად ვიცოდი მისი გულის ცემა ახლა ორასამდე იქნებოდა,მაგრად ჩამიხუტა გულში, მერე ლოყაზე მაკოცა და წელზე ხელი შემომხვია..
- წამოდი ჯერ ჩემ ძმას გაგაცნობ, სანრიკა და ნიკუშაც იქ არიან.. მერე მამას...
- კარგი- ნერვიულად ვუთხარი და გავუღიმე სიმართლე გითხრა ძალიან ვნერვიულობ ვაჩე.. აი ნახე ხელებიც კი მიკანკალებს..
- ჰაა, ექიმო, დავიჯერო ჩემი მშობლების გაცნობა იმაზე უფრო რთულია ვიდრე გაფატრული კაცისთვის ოპერაციის გაკეთება?
- შენ წარმოიდგინე და კი ..
- ჩემი სულელი...
ოთახის გავლით სახლის უკანა მხარეს უზარმაზარ ბაღში გამიყვანა და კუთხეში მდგარი მაგიდებისაკენ წამიყვანა.. ნიკუშა და სანდრო ხამამაღლა იცინოდნენ რაღაცაზე დამინახეს თუ არა ფეხზე წამოდგნენ და გადამკოცნეს..
- დათო სადააა ნიკუშ?
- არ ვიცი ვაჩე, აქვე უნდა იყოს , ტელეფონზე დაურეკეს და გავიდა...
- კარგი, ახლავე მოვძებნი.. თეკლა შეგიძლია აქ დარჩე? ბიჭებთან საქმე მაქვს.. ყველაზე ბევრი ორ წუთში მოვალ კარგი?
- კარგი..მალე მოდით რა- პატარა ბავშვივით დავიწუწუნე და გარშემო მიმოვიხედე..
ორიოდე წუთიც არ იქნებოდა გასული რომ უზადო მიხვდა- მოხვრით წამოვიდა ჩემსკენ გაღიმებული ბიჭი და მოურიდებლად დამიჯდა მაგიდასთან... გაბრაზებულმა ავხედე და წასვლა დავაპირე რომ ხელზე მაგრად მომიჭირა, ტკივილისაგან კინაღამ ვიკივლე, თვალები ცრემლით ამევსო. თვალი თვალში გავუყარე და მაშინვე შემიშვა ხელი...
- თავხედო, შენი თავი ვინ გგონია- კბილებში გამოვცერი გაბრაზებულმა და ზურგი ვაქციე რომ სკამზე ძალით დამსვა...
- შენ თვითონ ვინ გგონია შენი თავი ლამაზო.. რა დიდი წარმოდგენის მქონდე ადამიანი ბრძანებულხარ...
- ხელი გამიშვი. ამდენ ლაპარაკს ჯობდა ქალთან მოქცევის წესები გესწავლა..თავხედო..
- წესიერად მოიქეცი და ისტერიკებს ნუ მიმართავ გოგო..
ძალით გავაშვებინე და კარებისაკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. უკან გამომეკიდა მკლავში ხელი მტაცა თავისკენ შემატრიალა და მთელი ძალით მიმიკრა ზედ.. ასეთი ცხოველური ინსტიქტების მქონდე ადამიანი არასოდეს მენახა.. სახე ახლოს მომიტანა , მის სუნთქვას ვგრძნობდი... საკოცნელად გამოიწია რომ მთელი ძალით მოქნეული სილა სახეში გავარტყი და კარებში შესვლას ვაპირებდი , რომ ვაჩეს დავეხაჯე...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4