
- რა მოხდა მაიკო, შეშინებულმა დავიძახე და ფეხზე წამოვხტი..
- მალე. საოპერაციოში.. ავარიაში მოყოლილები მოიყვანეს, მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაშია.. ფაქტიურად სულ დამტვრეულია....
- მოვდივარ.. მერე ვაჩეს მივუბრუდი და ოდნავ შევეხე მკლავზე..
- დაგელოდები, თუნდაც გათენებამდე თეკლა... აი აქ ვიჯდები, გპირდები ამჯერდ აღარ წავალ...
სირბილით გავიქეცი საოპერაციოში, საოპერაციო მაგიდაზე უგნოდ იწვა მაღალი მამაკაცი, თმაში ჭაღარა შერეოდა, მისი თეთრი ნაკვთები და კანი უნაკლო იერს აძლევდა... დაახლოებით სამოც წლამდე უნდა ყოფილიყო....მისი სახე ისეთი ნაცნობი და ახლობლური იყო ჩემთვის... სწრაფად დავიწყე ხელების დაბანა და მაიკოს დავუძახე და ხელთათმანები მოამზადე -თქო... საშინელი სიტუაცია იყო. ორივე ფეხის მოტეხილობა. თავის ტრამვა და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი რამე იყო... ყველაზე რთული კი შინაგანი სისხლდება აღმოჩნდა...
- მაიკო, მალე ჯგუფი და რეზუსი მალე..- ხელიდან გვეცლება. სისხლი გვჭირდება ორი ერთეული...
- ახლავე....
- მასთან ერთად ვინც იყვნენ როგორ არიან?- ექთანს ვკითხე და პასუხს დაველოდე...
- ქალი გარდაიცვალა.. პატარა ბავშვი კი დაახლოებით 5-6 წლის იქნება ბავშვთა განყოფილებაშია.... პოლიციაც არის ამბობენ საშინელი ავარია იყოო...
- წარმომიდგენია, ამ კაცით თუ ვიმსჯელებთ მართლაც საშინელება უნდა ყოფილიყო.... ანკეტა გვაქვს? სასწრაფოს ექიმმა დაგვიტოვა ჩანაწერები?? ნაკერებს დავადებ და მორჩება, მერე ლევანი შემოვიდეს თაბაშირში ჩაუსვას ფეხები...
- კი გვაქვს.. სხვათაშორის ვიფიქრე რომ თქვენი ნათესავი იქნებოდა ქალბატონო თეკლა. თქვენი მოგვარეა.. დიმიტრი ლალიაშვილი 60 წლის გახლავთ...
- რა სახელი თქვი?- მომენტალურად გავუშვი ხელი ყველა ინსტრუმენტს, ვიგრძენი როგორ დამიწყო გულმა გამალებით ძგერა. ლამის იყო საგულედან ამომვარდნოდა... თვალებიდან წამოსულმა ცრემლებმა თვითონ მონახეს გზა და ლოყებზე დაიწყეს ცვენა.... ნაკერები დავადე და უხმოდ გამოვედი საოპერაციოდან.... ტირილს ვუმატე, ორივე ხელი პირზე ავიფარე და კაბინეტისაკენ სირბილით წავედი....
კარები მივიკიტე თუ არა იქვე ჩავიკეცე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი.. იმ დროს იმ მომენტში მხოლოდ მე ვიყავი, ჩემს გარშემო მხოლოდ შავი ბურუსი იყო, რომლის გაფანტვის ძალა არ მქონდა.... მერე ვიღაცის ჩახუტებამ მომიყვანა გონებაზე, თვალები რომ გავახილე დივანზე ვიწექი და შეშინებულები დამყურებდნენ ვაჩე და მაიკო... თვალების გახელას ისევ ტკივილიანი ცრემლები მოყვა , მათ დასამალაც თავი გვერძე გადავატრიალე...
- თეკლა რა მოხდა? როგორ შემაშინე..-შეშინებულმა მითხრა ვაჩემ და წამოდგომაში დამეხმარა..
- კარგად ვარ ნუ გეშინიათ, არ ვიცი რა დამემართა..
- არ ვიცის გამო ტირიხარ? რომ შემოხვედი ისეთ მდგომარეობაშ იყავი , გონებაზე ვერ მომყავდი, რაღაც მოხდა... და რა მითხარი..
- ის კაცი.. მამაჩემია.. დღეს პირველად ვინანე რომ ექიმი ვარ, მამაჩემს ჩემი ხელით გავუკეთე ურთულესი ოპერაცია, მამას რომელმაც დაბადებიდან რამოდენიმე დღეში მიმატოვა გესმით ახლა?? მძულს, მთელი გულით მძულს,მეზიზღება... იმ ღამეების გამო ტირილში რომ ვატარებდი, იმ ტკივილის გამო 28 წელი რომ ვატარე... ნეტავ არასოდეს დამენახა როგორი იყო.. ნეტავ არასოდეს შევხებოდი... აი ამ ხელებით ვეხებოდი, ამ ხელებით ვუკეთებდი ოპერაციას.. აცახცახებულ ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი და ნერვიულად ვლაპარაკობდი.. ვაჩემ გულში ჩამიკრა..მისმა სითბომ თითქოს ძალა შემმატა, ენერგიით ამავსო...როგორ ვუთხრა დედას ვაჩე... როგორ ვუთხრა ის კაცი ვნახე 28 წლის წინ რომ სხვაზე გაგაცვალა- თქო....
- დამშვიდდი გთხოვ..დაწყნარდი, რამეს მოვიფიქრებთ, ყველაფერი კარგად იქნება.. ერთად ყველაფერს გავაკეთებთ..
- არ ვიცი რა ვთქვა, ახლა აქედან გაქცევა მინდა.. შორს ძალიან შორს... ხალათი გავიხადე, საკიდზე დავკიდე და ფუმფულა ჯაკეტში გავუყარე ხელები.. წეღან სიგიჟეების ჩადენაზე მელაპარაკეოდი, იქნებ ჩემთან ერთად გეგიჟა , თუ რა თქმა უნდა შენს სამსახურს არ დააზარალებს..
- მიმიფურთხებია სამსახურისთვის, ჯერ მხოლოდ ღამის ოთხი საათია, ახლა ულამაზესი სანახავი იქნება თბილისის გამოღვიძება, წამოდი მზეს ერთად შევხვდეთ ....
**
თავი მხარზე დავადე ვაჩეს და ჩუმად დავიწყე იმის მოყოლა რაც მტკიოდა, რაც არავისთვის არასოდეს მითქვამს.
- მთელი ბავშობა ჩემს თავს ვადანაშაულებდი რომ მამამ მიგვატოვა.. მე ის არასოდეს მინახავს გესმის? მიყურებდა დედა და დარწმუნებული ვარ ხშირად ფიქრობდა, რომ არა მე იქნებ მამას არსოდეს მივეტოვებინეთ..იცი მას არ უნდოდა რომ მე დავბადებულიყავი, დედამ თავისი გაიტანა და სასჯელად სიმარტოვე მიიღო.. ახლა კი ჩემს წინ იწვა და მისი გადარჩენისათვის ვიბრძოდი....
არავინ იცის რამდენჯერ მიტირია ღამე მარტოს მასზე ფიქროთ, მთელი ბავშობა ვოცნებობდი რომ ერთ დღეს მომაკითხავდა სკოლაში, მერე როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე არც იქ მოსულა, მას ერთხელაც კი არ ვუკითხივარ, ერთხელაც არ დაინტერესებულა როგორი ვიყავი, გავიზარდე თუ არა... არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია მისი დანახვა, მისი შეხება, არ შემიძლია ვაჩე... მეზიზღება ეს სისხლი რომელიც ჩემშია, მოღალატის სისხლია, მძულს რომ მისი შვილი ვარ, მძულს ჩემი თავი...მაგრად მაგრად ჩამეხუტე გთხოვ....
- დამშვიდდი, მე შენთან ვარ და არასოდეს გატკენ გულს, გპირდები თეკლა, რო იცოდე როგორ მიყვარხარ.. რომ იცოდე რა ძვირფასი ხარ ჩემთვის.. ყველაფერს გავუძლებთ ერთად, შენს გამო ყველაფერს ავიტან... ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, რომ არსებობ, რომ გიპოვე....
- მეშინია, რომ ყველა ტკივილი თავიდან დაიწყება, რომ ყველაფერი შემომიტრიალდება.. მეტი აღარ შემიძლია გესმის? ბედნიერება მინდა, მინდა ბედნიერი ვიყო....მინდა მეც მიყვარდეს... მინდა მეც ვთბებოდე ვიღაცით ვაჩე.. აღარ მინდა ტირილი და ტყუილი ნიღბები, მძულს , გული მერევა ამ ცხოვრებაზე, როემლსაც თამაში ქვია..
- მე შენთან ვარ.. დაიმახსოვრე...
- მადლობა .. არ ვიცი რა მეშველებოდა რომ არა შენ. რომ არა შენი სითბო და შენი გაგება.. მე არც კი ვიცი რა გითრხა. ხანდახან სიტყვები ზედმეტია, თვალები ამბობენ ყველაფერს...გახსოვს წეღან მკითხე ყველაზე დიდი სიგიჟე რა ჩაგიდენიაო, და გითხარი არაფერი თქო.. მოგატყუე..შენ შეგიყვარე... ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიგიჟეა.. ისე უეცრად და გაუცნობიერელად შემიყვარდი ვერც კი მივხვდი...
- წარმოუდგენელია რომ ამას ამბობ..
- ახლა მინდა ვიყვირო რომ მიყვრხარ გესმის? ახლა მინდა მთელს ქვეყანას გავაგებინო ეს.. ახლა მზად ვარ შენი თვალებით დავინახო სამყარო თუნდაც შავ-ბნელი და უკიდეგანო..მიყვარხარ ...
**
სამსახურში გავიარე ჩემი ნივთები ავიღე და ვაჩეს ვთხოვე სახლში მივეყვანე.. ეზოში შევედით თუ არა გულმა გამალებით დამიწყო ძგერა.. ფეხები არ მემორჩილებოდა.. ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მეთქვა სიმართლე დედაჩემისთვის... ყველაფერი ერთად ხდებოდა.. ჩემი ძმაც ბრუნდებოდა, ახლა ყველაზე ცუდი დრო იყო მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...
- ამოხვალ?- აცახცახებული ხმით ვკითხე და ცრემლები გამომცვივდა..
- არა, თეკლა. ეს ოჯახის საქმეა, მარტო დაელაპარაკე დედას.. მერე როცა ყველაფერი მოგვარდება დამირეკე და მოვალ..
- კარგი. იქნებ ასე სჯობდეს კიდეც.. ლოყაზე ვაკოცე და მანქანიდან გადავედი...
ეს ოთხი სართული ისეთი რთული ასასვლელი მომეჩვენა.. თითქოს ათასი კიბე მქონდა გასავლელი, ზუგრზე ტვირთივით მეკიდა ტკივილი და ისე მივაბიჯებდი.. ჯერ ძალიან ადრე იყო, საათს დავხედე ისრები მხოლოდ ექვს უჩვენებდა. კარები გასაღებით გავაღე.. ჩანთა და პიჯაკი პირდპირ იატაკზე დავყარე შემოსასვლელში და სააბაზანოში შევედი.. ცივი წყლის შეხებამ ცოტა გონებაზე მომიყვანა... ტანსაცმელი გავიძრე ხალათი მოვიცვი და დედას ოთახისაკენ წავედი.. მშვიდად ეძინა. კედლისკენ იყო გადატრიალებულ, მშვიდად სუნთქავდა. ოდნავ გამეღიმა,თავზე ნაზად დავუსვი ხელი , მაშინვე გამოეღვიძა და გადმოტრიალდა...
- თეკლა? რა მოხდა? ასე ადრე რატომ მოხვედი? იტირე დედიკო??
- დე, შენთან ლაპარაკი მინდა. სამზარეულოში დაგელოდები... სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ..
- მოხდა რამე? ნუ მაშინებ.. შენი ძმა..
- ჩემი ძმა კარგადა დედა.. იქ ვიქნები და გამოდი...
ჩაიდანი დენში შევაერთე, პური გავხუხე და ჩაის ფინჯნები მაგიდაზე დავაწყე, ვინ საუზმობდა დილაუთენია , მაგრამ სხვა რა უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. . ვერც შევნიშნე როგორ შემოვიდა დედა და მხარზე ფრთხილად შემეხო.
- ალბად რამე სერიოზულია ასეა??
- ასეა..- ჩუმად ვუთხარი და ცრემლები დავმალე..დაჯექი ჩაიას დავასხავ და მეც მოვალ...უსიტყვოდ წავიდა დედა და მაგიდის კუთეში მდგარ სკამზე ჩამოჯდა... ფინჯნები მაგიდაზე დავაწყე და მის ფეხებთან დავიმუხლე..დე- რასაც ახლა გეტყვი მინდა რომ მშვიდად შეხვდე კარგი??
- თეკლა მაშინებ..
- მეც შემეშინდა დედა, არა უფრო სწორად ახლაც მეშინია... გუშინ ღამით ოპერაცია გავაკეთე, ურთულესი სიკვდილს ძლივს გადავარჩინე ადამიანი.... ადამიანი რომელიც მამაჩემი აღმოჩნდა.... ადამიანი რომელმაც 28 წლის წინათ მიგვატოვა.... ის ჩემს წინ იწვა და სისხლისაგან იცლებოდა დედა...
- დიმიტრი დაბრუნდა??
- არ ვიცი დაბრუნდა თუ არა, ისიც არ ვიცი სად იყო და ვისთან მაგრამ მე ის ვნახე გესმის???? მე მას ვეხებოდი დედა.... ჩვენ ისე ძალიან ვგავართ ერთმანეთს დედა. ისიც ჩემნაირი ყოფილა...
- დიმიტრი დაბრუნდა- გაბრუებული იმეორებდა დედაჩემი და თვალიდან ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია... გაოცებული ვუყურებდი დედაჩემს და ვხვდებოდი რომ სრულ აგონიაში იმყოფებოდა...
- სხვას არაფერს იტყვი? ქალი რომელიც მასთან ერთად იყო გარდაიცვალა, დარჩა მხოლოდ პატარა ბავშვი დედა... არ ვიცი ვინააა მისი..
- წამიყვანე მასთან თეკლა.... მინდა ვნახო, მინდა თვალებში ჩავხედო....
- ეს მართა გინდა???
- მართლა მინდა....
- კარგი დედა.. შენ როგორც გინდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2