
მთელი ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დილით ვაჩე ვარდებს მიგზავნიდა წერილით „მაპატიე“.. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა მამაკაცი ასე იბრძოდა ჩემი გულისთვის... რა თქმა უნდა თაყვანისმცემლები ბევრი მყავდა მათ სიცოტავეს არასოდეს ვუჩიოდი მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო.. ვაჩე არ გავდა სხვებს.. ის არიყო აცანცარებული პატარა ბიჭი რომელსაც შეეძლო თავისი საქციელი რაღაც ბავშურად გაემართლებინა, მისი ყოველი ქცევა გააზრებული და მოტივირებული იყო..
სახლში მისულს ვარდების უზარმაზარი თაიგული დამხვდა..დედა მისაღებში იჯდა და მშვიდად მიირთმევდა ჩაის. დამინახა თუ არა გამიღიმა და ხელით მანიშნა გვერდით დამიჯექიო.. ჩანთა და პიჯაკი სავარძელში ჩავდე და მის გვერდით ჩამოვჯექი..
- თეკლა, ხო იცი რომ შენთვის არასოდეს არაფერი მიკითხავს ისიც კი რატომ დაშორდით შენ და ირაკლი ერთმანეთს.. მაგრამ ახლა უდა გკითხო..
- მოხდა რამე დედა?
- ძალიან მაინტერესებს ეს ყვავილები და ტკბილეული ვისგანაა... ალბად არ უნდა იყოს უბრალო პაციენტი ასეა??
- ასეა.. რამოდენიმე კვირის წინ, ღამით მოიყვანეს, ცუდად იყო, არ ვიცი რატომ დავუმალე დედას რომ ვაჩე წამლს გამო მოიყვნაეს.. მერე შეთხვევით შევხვდით ჩემს დაბადების დღეზე და ირაკლისგნ დამიცვა.. მერე სავახშმოდ ვიყავით, ვაჩე ძალიან კარგი ადამიანია დედა, რატო გაინტერესებს ეს?? იქნებ იცოდე კიდეც ვაჩე ფალავანდიშვილი, ტელევიზორში ძალიან ხშირად არის ის...
- ვიცი სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს... მაგრამ არ მინდა მასთან ურთიერთობა გქონდეს. გესმის??
- რას მეუბნები დედა? რატომ? ის ძალან კარგი ბიჭია. ისეთი არაა ცანცარა , სხვებს არ გავს..
- მე შენზე ვფიქრობ, არ გეგონოს ამას იმიტომ გეუბნებოდე რო...
- დედა , სიმართლე გითხრა არ ვიცი რის მიღწევას ცდილობ... ოდესე ვინმე ხო უნდა შემიყვარდეს, ოდესმე ვინმეს მხარდაჭერა ხომ უნდა ვიგრძნო გვერდით?? მე ის ძალიან მომწონს. მასთან კარგად ვარ, არაფრის მეშინია მის გვერდით ვგრძნობ რომ დაცული ვარ..
- თეკლა, გიყვარს ეს ბიჭი?
- მე არ მითქვას რომ მიყვარს დედა.. მე ის მომწონს.. რატომ არ გინდა გამიგო... ვიცი რომ გეშინია შენი ცხოვრებიდან გამომდინარე, ისიც ვიცი რო გეშინია როგორც ირაკლიმ ამანაც არ მატკინოს გული მაგრამ ოდესმე რაღაც უნდა გავრისკო დე...
- არ ვიცი რა გითხრა, მე მაინც მგონია რომ ის შენი დონის არა...
- რატომ? იმიტომ რომ სამინისტროში მუშაობს??? ჩემს სფეროში მეც საკმაოდ კარგი ადგილი მიკავია, და საერთოდაც რა შუაშია ეს ამიხსენი რა... შენი ოჯახი მამაჩემის ოჯახზე ათი თავით მაღლა იდგა მაგრამ მან მაინც მიგვატოვა...
- იქნებ მართალიც ხარ შვილო, არ ვიცი.. შენმა ძმამ დარეკა ერთ კვირაში ჩამოდის და საცოლე მოყავს... ვიღაც ამერიკელი გოგოს მოყვანა უნდა...
- შეეშვი, ვისთანაც ბედნიერი იქნება ის მოიყვანოს დედა.. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ქართველია თუ ამერიკელი?!
ჩემს ოთახში შევედი და საწოლზე ფეხსაცმლიანი წამოვწექი.. ტელეფონი ავიღე და მაიკოს დავურეკე.. ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.. ვგრძნობდი როგორ მიხაროდა ამ ყველაფრის გააზრება და თუნდაც სხვისთის გაზიარება. ამდენი წლის მანძილზე ახლა ნამდვილ ქალდ ვგრძნობდი თავს.. ახლა ვამაყობდი ყველაფრით.. მხოლოდ დედაჩემის ქცევა და სიტყვები მაღიზიანებდა, ის არასოდეს ყოფილა ასეთი , ამჯერად რა სჭიდა ვერ ვარკვევდი, რატომ გააღიზიანა ვარდებმა ვერ ვხვდებოდი...
ტანზე გამოვიცვალე ყვავილების ლარნაკი ჩემს ოთახში შევიტანე და სარკესთან დავდგი..ეს ლურჯი ვარდები ისეთი ლამაზი და ბევრის მთქმელი იყო... ერთი ცალი ფრთხილად ამოვაძრე თაიგულიდან და ბლოკნოტში ჩავდე... მინდოდა მუდამ თან მეტარებინა და მისი სიახლოვე მეგრძნო...
- დე, მშია.. - სამზარეულოში მოფუსფუსე დედას გავძახე და სკამზე ჩამოვჯექი. დე ნუ ნერვიულობ რა. პატარა ხომ არ ვარ უკვე 28 წლის ვარ, კარგად ვარჩევ ცუდს და კარგს დედიკო,, არ გამებუტო. გთხოვ, მომეცი უფლება რომ ბედნიერი ვიყო..
- თეკლა ისე ლაპარაკობ გეგონება გიკრძალავდე სიყვარულს და ბედნიერებას...
- დედა, ცუდად არ გამიგო მაგრამ ასეა, ყოველ ჯერზე როცა ვინმე ჩნდება ჩემს ცხოვრებაში მეუბნები რომ ჯერ ადრეა, რომ ის არაა საუკეთესო, რომ გულს მატკენს.. ამიხსენი რა გავაკეთო მაშინ? არავინ შევიყვარო??დედა იცოდე ამ ჯერად არ ვაპირებ დავთმო...
- იცოდე მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე..ასე იმიტომ ვიქცევი რომ..
- იმიტომ რომ გეშინია მეც ბავშვებით ხელში არ მიმატოვონ ისე როგორც შენ.. მე მესმის შენი ტკივილის მაგრამ მე და შენ სხვადასხვა ვართ დედა... კარგი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, შენ არაფერში დაგადნაშაულებ დედა, თუმცა არც ოდესმე დამიდანაშაულებიხარ.
- შენ როგორც გინდა თეკლა. შემწვარ კარტოფილს და ქათამს შეჭამ?- ღიმილით მკითხა და აცახცახებული ხელებით დაიწყო მაგიდის გაშლა...
**
ყველაზე მეტად ღამის მორიგეობა მიყვარდა, თანამშრომლები ხშირად დამცინოდნენ ამის გამო, მაგრამ მე ამ დროს შინაგან სიმშვიდეს და სითავისუფლეს ვგრძნობდი, ღამის სიმუქეში უფრო მეტად თამამი ვიყავი, უფრო მეტი შემეძლო..მხოლოდ ამ დროს შემეძლო ჩემი გულისათვის ის კითხვები დამესვა რაზეც პასუხები მხოლოდ მანვე იცოდა...
ფანჯარა გამოვაღე და ცას ავხედე.. მოწყენლი მეჩვენა, ღრუბლები არსად იყვნენ, მთვარესაც ნახევარი სხეული დაემალა, უნებლიედ გამეცინა და გამახსენდა ბავშობაში როგორ ვქმნიდი ღრუბლებისაგან ადამიანის სახეებს, ცხოველებს .. ალბად მაშინაც ასეთი მეოცნებე ვიყავი.. და ეს დღემდე იყო ჩემში..
- მაპატიე?- ყურთან მიჩურჩულა ვიღაცამ და ვიგრძენი როგორ გამომეცალა ფეხებში ძალა შიშისაგან..
- ვაჩე?- ძლივს ამოვილუღლუღე და გაბრაზებულმა ავხედე... ნორმალური არ ხარ? როგორ შემაშინე, როდის შემოხვედი ვერ გავგე..
- დავაკაკუნე და რომ არ გამიღე შემოვედი მაპატიე ლამაზო.
- რამდენი რამე უნდა გაპატიო? მოდი გაიხედე რა ლამაზია ღამე...
- მე სილამაზეს შენში ვხედავ, მთვარის შუქზე უფრო მეტად ლამაზი ხარ.. თეკლა არ ვიცი რას მიკეთებ.. მაჯადოვებ გეფიცები... აი ახლაც გიყურებ და შენი თვალები ყველაფერს ამბობენ..
- ჩემს ყურებას მორჩი და ცას ახედე.. ნახე რა უცნაური ღამეა არა?? ალბად ამაღამაც იწვიმებს და მე ისევ გავშლი ხელებს წვიმისთვის..
- ყველაზე დიდი სიგიჟე რაც ოდესმე ჩაგიდენია რა არის?-მოულოდნელად მკითხა და გამიღიმა..
- მინდოდა მეთქვა შენ შეგიყარე თქო , მაგრამ უეცრად გადავიფიქრე..არ მახსოვს სიგიჟის მოყვარული არ ვყოფილვარ მაგრამ ახლა ჩავიდენდი უამრავს..
- მაგალითად რას?
- არ ვიცი სულ ერთია თუნდაც ყველაზე უაზრობას.. შენს გვერდით სხვანაირი ვხდები ვაჩე.. შენს გვერდით ცხოვრება მიხარია...
- არ მჯერა რომ ამას ამბობ.. იმ წუთიდან როცა დაგინახე ვიგრძენი რომ შენ შეგეძლო შეგეცვალა ჩემი ცხოვრება თეკლა... აი ,მთვარეს ახედე. ნახე ზუსტად ვიცი მას რომ თვალები ქონდეს ჩვენ დაგვინახავდა..მთელ სამყაროს აკონტროლებს ხო ასეა?!.წარმოიდგინე რომ მე მთვარე ვარ და შენ დედამიწა.. მე შენი თვალებით ვხედავ სამყაროს თეკლა..შენი გაცნობის მერე ბევრი გავიაზრე და ჩემს თავს შეცდომებში გამოვუტყდი..მივხვდი რომ უაზროდ დაიდე ჩემს გულში ბინა...
- არ გინდა გთხოვ, იმას ნუ მეტყვი რაც უარესად მატკენს ნატკენ გულს. გთხოვ, მეშინია რომ ჩემი ცხოვრება ისევ თავიდან დასალაგებელი გახდება რომ ისევ ტკივილი დაიდებს ბინას ჩემში...
- მე შენ არასოდეს გატკენ გულს..მართლა მიყვარხარ თეკლა, როგორ დაგაჯერო..
- უკვე დამაჯერეს შენმა ვარდებმა, მაგრამ არ ვარ მზად..ასე მალე არ შემიძლია ვაჩე...
- კარგი შენ როგორც გინდა ისე იყოს. დაგელოდები გპირდები და ამ ლოდინში დაგანხებ როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის...
მაგიდისაკენ წავედი და სავარძელში ნელა ჩავჯექი, ცხელი ცრემლები მოვიწმინდე და ვაჩეს გავხედე.. ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და აღელვებული თვალებით შემომხედა, თითქოს რაღაცის თქმას ელოდა ჩემგან.. მის სახეს , მის ნაკვთებს ვაკვირდებოდი და გული შიგნიდან მეძახდა აღიარეო, მაგრამ მე მასზე ბევრად ძლიერი ვიყავი... მისი სწორი ცხვირი , შეუდარებლად წითელი ტუჩები, შავი თვალები და ხორბლისფერი კანი, საოცრება იყო ან უბრაოდ მე მეჩვენებოდა საოცრებად..ათრთოლებულ ტუჩებზე მზერა გამეყინა და მისდა გასაკვირად დავიწყე ლაპარაკი.
- როდესაც ირაკლი გავიცანი 22 წლის ვიყავი.. ვერ გეტყვი რომ პირველივე დანახვის თანავე მოვიხიბლე მისით. პირიქით ძალიან უტაქტო და უხეში მეჩვენა.. ცდილობდა ყველასთვის თავი მოეწონებინა რაც საშინლად მაღიზიანებდა. მერე თანდათან დავიწყე მისი გაგება.. ერთ დღეს როცა მითხრა მიყვარხარო გაოცებულმა შევხედე, მეგონა უბრალო ხუმრობა იყო.... თითქმის ორი წელი ვიყავით ერთად და ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ გვიკამათია ვაჩე...
- ამას რატო მიყვები თეკლა...
- მინდა იცოდე რომ არ ვარ იდეალური, არ მინდა ისევ იმ სიტყვებმა მომიკლას გული რამაც მაშინ, პირველად...მეგონა ირაკლი მიცნობდა, ჩემი ესმოდა. ყველა ტკივილზე ვუყვებოდი. ერთ დღეს ღამის კლუბში ძალით წამიყვანა. იქ ზომაზე მეტი დალია და როგორც ხდება ცეკვის დროს ზომაზე მეტი მოინდომა ჩემგან.. მერე ყველას თვალწინ მითხრა რომ ქალად არ ვარგოდი, რომ მუდამ ცივი ვიყავი, რომ არ ვაძლევდი მოფერების უფლებას.მითხრა რომ არც არასოდეს ვყვარებივარ და უბრალოდ ვეცოდებოდი.. რომ ჩემნაირ ქალს ვერასოდეს შეიყვარებდა..ჩემი ქცევა და ჩაცმის სტილი გულს ურევდა.. და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამე...-იცი იმ წუთში რას გრძნობი? საშინელ ტკივილს... არა ,იმის რომ დავარგე სიყვარული და დამამცირეს... დროის უქმად დაკარგვის ტკივილს ვაჩე... მივხვდი რომ ადამიანში შევცდი სიყვარულში კი არა... რაფიდან ჩამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა, ჩემი სავარძლის წინ დაიმუხა და ჩემი ცრემლებისაგან დასვეებული სახე ხელებშ მოიქცია... ვგრძნობდი მის სუნთქვას , მის სიახლოვეს და მინდოდა მთელი ძალით მომხვეოდა... მინდოდა მისი სიყვარულით გავმთბარიყავი...როგორც სჩვევია უნებლიედ გამიღიმა და ჩემი გული ხელახლა დაატყვევა.. თვალები დავხუჭე და ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩების შეხება, წინააღმდეგობა არ გამიწევია, მთელს სხეულში მიდუღდა სისხლი, ვნებები ფერების კონას კრავდნენ და სადღაც უსარულობაში იდებდნენ ბინას...
- ბედნიერება შენთან იწყება და შენთანვე მთავრდება თეკლა..-
ჩუმად მიჩურჩულა ყურთად და ეს ბოლო გაბრძოლება იყო ჩემი გონების, გულმა ვულკანივით იფეთქა, ორივე ხელი თმაში შვუცურე და მთელი ძალით მოვწიე ჩემსკენ... ვკოცნიდი ისე თითქოს ხვალინდელი დღე აღარასოდეს დადგებოდა, ვკოცნიდი ისე თითქოს ეს უკანასკნელი წუთები ყოფილიყოს ჩემი ცხოვრებისა... ვკოცნიდი და არ მყოფნიდა ეს კოცნა რომ მისი გული, სული და გონება ჩემად მეგრძნო....
- თეკლაააა- ვიღაცის ხმამაღალმა დაყვირებამ გონებაზე მომიყვანა და თვალები გამიფართოვდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3