,,იცხოვრო-ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.ადამიანი ადამიანითაა.ზოგჯერ მაინც ბჟუტავდეს სიკეთის ცეცხლი..არ შეიძლება ამაზე უარის თქმა,სიკეთე ადამიანს ძალას მატებს,თუ მძიმე ცხოვრებით დაღდასმულია“-მთელი გულისყურით ვკითხულობდი რემარკის „ტრიუმფალურ თაღს“ რომ უეცრად კაბინეტში ექთანი ფერწასული შემოვარდა..
- იქ, პოლიციაა, უამრავი ხალხია, შენი ნახვა უნდათ..
- ჩემი ? კი მაგრამ რა ხდება მაია??
- არც კი ვიცი თეკლა, იქ ის არის.. თავს ვერ უყრიდა ანერვიულებული მაია და თითებს იმტვრევდა... ვიღაც ბიჭი მოიყვანეს, წამოდი მალე, ძალიან ცუდად არის, მემგონი კვდება
- რას ნიშნავს კვდება.. - სირბილით ჩავედი მიმღებში... ორ მეტრიანი ვაჟკაცი საკაცეზე დაეწვინათ, სახეზე ფერი არ ედო, პირიდან ქაფი გადმოსდიოდა.. რეაქცია არ ქონდა არც ხმაზე არც სინათლეზე..
- რა თქმა უნდა, სხვა რა იქნება-
გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე ისე რომ თავზე მგდომისთის არც შემიხედავს.. წამლის ბრალია .. როგორც ამბობენ ხოლმე“პერედოზიროვკა“ აქვს.. თვალი თვალში გამიყარა და გაცოფებული აპირებდა რაღაცის თქმას რომ ყურადღება არ მივაქციე, ზურგი ვაქციე და მაიას ვანიშნე ის პრეპარატები მოეტანა რაც გვჭირდებოდა.. ნახევარ საათში ძალა გამოცლილი გამოვედი რეანიმაციიდან და კედელს მივეყუდე, შუბლზე დაყრილი ოფლი ხელის გულით მოვიწმინდე და გადაჭედილ დერეფანს თვალი მოვავლე. იმდენ პოლიციელს მოეყარ თავი გააზრებაც კი მიჭირდა რა ხდებოდა სინამდვილეში.. კაბინეტისაკენ წავედი რომ ახალგაზრდა ბიჭი ხელებში მეცა და შემომატრიალა..
- როგორააა? გადარჩება?
- უკვე გადარჩა, დამშვიდდით, არაფერი ემუქრება უბრალოდ, იცოდეთ რომ ასეთი კიდევ ერთხელ თუ განმეორდება სხვა ექიმს მიაკითხეთ..
- თქვენ არასწორად გაიგეთ ექიმო, ნარკომანი არააა. ეს პირველი შემთხვევა იყო
- ჩემთვის სულ ერთია , პირველი არასოდეს არ არის ხოლმე უკანასკნელი..
გაბრაზებულმა ვაქციე ზურგი და კაბინეტისაკენ წავედი...რამდენიმე წუთში კარზე კაკუნი გაისმა თუ არა მაშივე პოლიცია შემოვიდა ჩვენების მისაცემად. რა თქმა უნდა ეს არ იყო პირველი შემთხვევა ჩემთვის მაგრამ ამჯერად ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა..
- ქალბატონო თეკლა, ჩვენებაში უნდა დაწეროთ რომ შემოსული პაციენტი მოიწამლა..
- კი მაგრამ ის არაა მოწამლული, ნარკოტიკის ზემოქმედების შვექ იმყოფებოდა..
- მემგონი გეშლებათ. პაციენტი მოიწამლა..
- რას ნიშნავს ეს? რატომ უნდა დავწერო სხვა რამე ამიხსენით..
- იმიტომ რომ თქვენთვის და ბატონი ვაჩესთის ასე უმჯობესია. არ უნდა გახმაურდეს რომ ნარკოტიკის გამო მოხვდა აქ. საერთოდ რატომ მახსნევინეთ. აი ამაზე მოაწერეთ ხელი და მზად იქნება-გაბრაზებულმა მითხრა და ქაღალდი გამომიწოდა..
- არ მესმის ასეთი ახალგაზრდები რატომ იკლავენ თავს ამ უაზრო ქცევებით..
- ეს არავის ესმის, არც ჩვენ და არც მათ მაგრამ ახლა ასეა საჭირო, თქვენ უბრალოდ ხელი მოაწერეთ და მეტს არაფერს გთხოვთ...
- რა თქმა უნდა მოვაწერ ხელს..აი პოლიციაც ასეთი უნდა იყოს არა?! უბრალოდ გული მწყდება რომ ასეთი კაცები ასე სულელდებიან....
გაბრაზებულმა მოვუწერე ხელი და ქაღალდი მივაწოდე... ოთახში სიცარიელე ვიგრძენი თუ არა მაშინვე სევდა მომეძალა.. ზუსტად ვიცოდი რომ ამ ღამეს ცუდი გუნება მექნებოდა.. ყოველთვის ასე იყოს, მაგრამ ამჯერად მისმა ქცევამ გულში ახალი ნაპრალი დამიტოვა.. ხმის ამოუღებლად გაშტერებული თვალებით მიყურებდა და ხელზე ხელს მაგრად მიჭერდა.. ამის გახსენებაზე სახეზე ღიმილი მომეფინა და სავარძელში ჩავჯექი..მასში იყო რაღაც თბილი, მისი ამღვრეული თვალებიც კი ამბობდნენ მადლობას გადარჩენისთვის.. ცხელი ჩაი მოვსვი და ჩემს თავზე გავბრაზდი, განა რა იყო ჩემი მოვალეობა გარდა ადამიანის გადარჩენისა?! რა უფლება მქონდა რომ არ მეხსნა სიკვდილისაგან...მისი შავი თვალები ამად ღირდა..
ოთახში გადაღლილი შემოვიდა მაია და წინ დამიჯდა..
- თეკლა იცი ის ვინ იყო?
- აზრზე არ ვარ. პოლიცია ისე დამადგა თავზე აშკარად ისეთი მამის შვილი იქნება რომ სახელის გაფუჭება არ უნდოდათ..
- შენ ამ ქვეყანაზე არ დადიხარ ხო??ეს ბიჭი ვაჩე ფალავანდიშვილია. როგორც ვიცი სოფლის მეორნეობის სამინისტროში დიდ თანამდებობაზე მუშაობს,სულ რმდენიმე დღის წინათ ყავდათ მიწვეული საინფორმაციოში..
- არ ვიცი მაიკო საყვარელო, სად მცალია ტელევიზორის საყურებლად აქედან ისეთი გადაღლილი მივიდვარ გზაშიც კი ბალიში მელანდება რომ თავი დავდო..
- აუუ , ისე ლაპარაკობ ვინმეს ასი წლის ბებერი ეგონები, თეკლა, გამოფხიზლდი ჯერ მხოლოდ 27 წლის ხარ. და ხვალ გახდები 28-ის ხო ასეა? რას ვაპირებთ??
- რამე მოვიფიქროთ მაიკო, გოგოებიც მელოდებიან შემწუხეს რა... თან ხვალ კარგი დღეა კიდევ კარგი დღეს მოგვიწია მორიგეობა თორემ მომიწევდა საკუთარ დაბადების დღეზე ნარკომანების გადარჩენა..
- რა მწარე ენა გაქვს თეკლა.. იცი რა ლამაზი ბიჭია? ძალიან გამიკვირდა..
- ლამაზი რომ არის მეც დავინახე, ჩემს ხელებში იწვა და ჩემი თვალები დაყურებდა მის შავ თვალებს, მის უნაკლო სახეს. ისე კაცის კვალობაზე რა ლამაზი ნაკვთები ქონდა არა??
- ეეეე, თეკლა , რა მოხდა მოგეწონა??
- მომეწონა? არა უბრალოდ თამაშში აგყევი მაი- გაბრაზებულმა ვუთხარი და ცხელი გულის გასაგრილებლად ფანჯარა გამოვაღე...
- თეკლა, რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს? შენც ჩემს ნერვებზე თამაშობ მაიკო?? მიდი წადი დაიძინე, უკვე გვიანია.. მეც ცოტას წავუძინებ იმედია ეს ღამე მაინც იქნება მშვიდი...
ღამის სანათი ავანთე და ფანჯრის რაფას იდაყვებით დავეყრდენი...ჩემდა უნებურად მოდიოდა ფიქრები მასზე..ვაჩე- რა უცნაური სახელია, ჩემთვის გავიფიქრე და გამეღიმა..ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი იყო,რომელმაც გული ისე მატკინე რომ ვეაღარაფერმა გადამავიწყა ეს ტკივილი, ხანდახან სიტყვით მოყენებული ტკივილი უფრო დიდი და მძიმეა ვიდრე ისე ტკივილი.. მას მერე იმდენი დრო გავიდა და მაინც მტკიოდა მისი ყოველი სიტყვა, ახლაც კი თვალზე ცრემლს მაყენებდა მისი სიცივე ჩემს მიმართ... თეთრი ხალათის საყელო ავიწიე და ხელის გულებით მოვიწმინდე ცრემლები... ცხოვრებამ მასწავლა რომ მიამიტი არ უნდა იყო, რომ შენი ბედნიერებისთვის შენი სურვილებისთის უნდა იბრძოლო, არავინ იცის რამდენი ხანი ვცოცხლობთ.. არავინ იცის რა იქნება ხვალ, იქნებ მართლაც ჯობდეს ყოველი დღე ისე გავლიოთ თითქოს უკანასკნელი იყოს...
ფანჯარა დავკეტე და დაცარიელებულ ოთახს თვალი მოვავლე...რა იყო ჩემი ცხოვრება ადრე და რა იყო ახლა.. სახლში მხოლოდ დედა მელოდებოდა მაშინაც და ახლაც. მამამ დიდი ხნის წინათ მიგვატოვა, სხვაზე გაგვცვალა, ჩემი ერთადერთი ძმა ამერიკაში ცხოვრობდა და იშვიადად ჩამოდიოდა,, მე და დედა კი უზარმაზარ სახლში გამაფებულ სიცივეს და სიმარტოვეს ვერ ვავსებდით.. დივანზე სევდიანი ჩამოვჯექი, ფეხები ავიკეცე და კუთხეში დადებული ადიელა მივიფარე. ფიქრმა და ტკივილმა იმაზე შორს წამიღო ვიდრე მე ეს მინდოდა.. არ ვიცი ამ ბიჭის შემთხვევამ რატომ გამოიწვია ჩემში ამხელა სევდა, დარდი.. თითქოს მისმა თვალებმა ყველაფერი თავიდან დამანახა..
**
დილით ადრიანად ავდექი როგორც მჩვევია სანამ ჩემი ცვლა მოვიდოდა ყველაფერი უნდა მომეწესრიგებინა.. ჯერ მხოლოდ ოცდაშვილი წლის ვიყავი და აზროვნება და ქცევა უკვე ოთხმოცდაათი წლისას მიგავდა. წარსულის ერთმა დიდმა ტკივილმა ეს დაღი საბოლოოდ დამასვა და ჩემს თავში ჩამკეტა.. მას მერე მხოლოდ სწავლაზე გადავერთე.. ახლა უკვე ქირურგიული განყოფილების მთავარი ექიმი ვიყავი. ვამაყობდი ამით რომ შევძელი მიუხედავად ამ რთული ცხოვრებისა, ცხოვრებაში ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი.. მაშინ როცა ღამით ბალიშს ცრემლით ვნამავდი გვერდით არავინ მყავდა, სრულ სიმარტოვეში გადავიტანე ყველა ტკივილი და ალბად შინაგანად ძალიან გამზარდა ამ ყველაფერმა.
ფიქრებიდან მაიკოს წკრიალ ხმამ გამომიყვანა..
- ჩემო ულამაზესო, დაბადების დღეს გილოცავ.. იცი რას გისურვებ? მხოლოდ დიდ და ულამაზეს გრძნობას რომელსაც სიყვარული ქვია..
- ოოოო, მაიკო პოეტობა დაიწყე?? მადლობა ჩემო საყვარელო...
- აბა რა მოიფიქრე დღეისთვის?? რა ჩავიცვა?? სად მივდივართ?
- სადმე ფაბში მაიკო, არაფერი ჩაიცვა .
- ეს როგორ?
- შენ ისეთი ლამაზი ხარ შეგიძლია შიშველი წამოხვიდე..
- ოო, თეკლა რა. რა იყო რაღაცა ხუმრობის ხალისი დაგიბრუნდა ხო იცი.. რა ხდება?
- ახლა, თუ აპირებ რომ კიდევ ნერვები მიშალო მომშორდი და საღამოს გამოგიგვლი... მაიკოს დავემშვიდობე და კიბეებზე დავეშვი..
როგორც ყოველთვის დედა ახლაც აივანზე იდგა და მელოდებოდა.. ჩემი ლამაზი დედიკო, ცრემლიანმა ავხედე და გულში სითბო ჩამეღვარა.. ამდენი დარდისაგან სახე გაცრეცვია, ნაოჭებიც გაჩენია.. მწავე თვალები გაუფერულებულა.. სახლში სირბილით ავედი და მაგრად ჩავეხუტე დედას..
- დე, მიყვარხარ..- სლუკუნით ვუთხარი და ორივე ხელი მაგრად მოვუჭირე..
- ჩემო ერთადერთო, გილოცავ დაბადების დღეს.. შენ დედას უკანასკნელი ბედნიერება ხარ. ღმერთის უკანასკნელი საჩუქარი თეკლა- მისმა სიტყვებმა მთელს სხეული დაიარა და გულის გავლით ავიდა ტვინში... ჩემი გაჩენის მერე მამამ ორ კვირაში მიგვატოვა,, ამიტომ მეძახდა დედა უკანასკნელ ბედნიერებას.. მერე შუბლზე მაკოცა და ცრემით დანამული თვალები დამიკოცნა.. არ იყო ჩემნაირი სუსტი თეკლა, ოდესმე როცა ვინმე შეგიყვრდება იბრძოლე მისთვის შვილო, შენი სიყვარული დაიცავი, წარსულში არ გაუშვა ის ვინც შეძლებს შენი ცხოვრება შეცვალოს . გააფერადოს, გაალამაზოს.. შენს თვალებში ცეცხლი დაანთოს.. მინდა ბედნიერი იყო,, დაიმახოვრე კაცი სუსტი არსებაა შვილო. უნდა იბრძოლო ამისთის..
- მე შენ არასოდეს მიგატოვებ დედა. მუდამ, სულ, სულ შენთან ვიქნები.. მიყვარხარ დედიკო...ჩემო ლამაზო დედიკო..
**
უკვე რვა საათი ხდებოდა გოგოებმა რომ დამირეკეს და ფაბში მისვლა მთხოვეს. თურმე უჩემოდ დაუგეგმავთ ყველაფერი და სურპრიზს მიწყობდნენ.. მაინც სევდა ძალავდა ჩემს ბუნებას. დაცარიელებული შევედი , მაგრამ მათმა მომღიმარმა სახეებმა ჩემს სახეზეც ღიმილი მოფინა...მხოლოდ მათთან ერთად ვივიწყებდი ჩემს განცდას, დედაჩმის სიტყვები ჯერ კიდევ ყურებშ ჩამესმოდა... ცოტა ხანში დაბადების დღის მოსალოცი სიმღერა გაისმა დარბაზში და ტორტი შემომიტანეს... ჩემი გაოცება ამჯერად ნამდვილად შეძლეს. ყველაფერს ველოდი და ასეთ საჩუქარს არა..ეს პირველი დაბადების დღე იყო, რომელიც მიხაროდა..რომელმაც გამაბედნიერა...
- თეკლა მგონი ბედი გეხსნება- სიცილით მიტხრა ნინომ და მხარი გამკრა..
- ბედნი მეხსნება? საიდან მოიტანე ნინო. მგონი დათვერი შენ..
- მე არა , აი ის ბიჭი კი დათვრა შენი ყურებით, დაახლოებით ორი საათია თვალს არ გაშორებს..
- ვინ ბიჭი ნინო. ნუ უყურებ იქნებ არააა დალაგებული.
- რა დალაგებული არაა, შეხედეთ რა ბიჭია რა. რა ვიდზეა ნახეთ რა.. ნუ კაცის იდეალია რა, თეკლა გახედე..
- არა-თქო..
- მაშინ აგიხსნი.. რაღაცნაირია იცი? სიტყვები არ მაქვს რომ გადმოგცე..
- ნინო, საკმარისია უკვე მაბრაზებ , რად მინდა მაგისი აღწერა..
- გაისუსე, გოგო, რო იცოდე რა ტიპია რა.. შავი თვალები, თითქოს ისეთია,- მეტყველი რო გიწვევეს ცეცხლში ხო იცი.. თეთრი.. რაღაცნაირია რა , სასაცილოა მაგრამ ზედმეტად კარგია კაცისთვის, ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს მშურს თეკლა..
- მოგკლავ, ერთხელ კიდევრომ გახედო... ეს მაიკო და ნატა რას აკეთებენ ამდენი ხანი? სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ მაიკო ზურგიდან მომეხვია და ჩუმად მიჩურჩლა..
- თეკლა, უკან ის ბიჭია, გუშინ რომ გადაარჩინე და თვალებით გჭამს..
- ვაჩე?- აკენკალებულმა ვკითხე და თითქოს ახლა ვიგრძენი მისი მზერა ჩემს ზურგზე..
- ხო..ვაჩეა.. თეკლა მოემზადე.. მოდის...
- ესღა მაკლდა...-გული საგულედან ვარდებოდა..ახლა ნამდვილად გამომადგებოდა ნიშადურის სპირდი რომელსაც ასე ძალიან ვერ ვიტანდი... მისი ნაბიჯების ხმა თანდათან ახლოვდებოდა ბოლოს ჩემს გვერდით შეწყდა და გაოცებულმა ავხედე...
- საღამო მშვიდობისა ქალბატონებო- თავზიანი მისალმებაც არ დაგვაკლო და ჩემი დაქალების მის წინაშე მომენტალურად დაიღვენთნენ. მე მგონი უნდა გახსოვდეთ ხო ასეა?- გაღიმებულმა მითხრა და ჩემს პაუხს დაელოდა..
- სამწუხაროდ მახსოვხართ- ცივად ვუპასუხე და წვენის ჭიქას დავტაცე ხელი რომ ჩემი აღელვება არავის შეემჩნია..
- ვიცი რაც მოხდა გუშინ და მინდა რომ ბოდიში მოგიხადოთ , თუ ნებას დამრთავთ მინდა ცალკე დაგელაპარაკოთ...
- სალაპარაკო არაფერია, მე მხოლოდ ჩემი მოვალეობა შევასრულე, შეგიძლიათ დამშვიდეთთ..
- კარგით თუ საუბარი არ გინდათ მაშინ მეცეკვეთ-პასუხს არ დალოდებია , ხელი დამტაცა და საცეკვაოდ გამიყვანა... მათაც ჩვენს ჯინაზე ისეთი მელოდია დაუკრეს სულის გავლით გულში რომ აღწევდა...


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1