ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში (ქართულად - სინქრონული თარგმანი)
ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში / Kolchis und das Goldene Vlies (2009) (ქართულად - სინქრონული თარგმანი)
სამეცნიერო - პოპულარული დოკ. ფილმი.
სტიდიები ,,არტე" (Arte) - საფრანგეთი და ,,ცდფ" (ZDF) - გერმანია. 2009.
ავტორი: პეტერ პრესტელი (Peter Prestel)
გერმანიის და საფრანგეთის კულტურის და მეცნიერების სამინისტროების მიერ დაკვეთილი სატელევიზიო ფილმი საყდრისის კულტურის უნიკალურ ძეგლზე. ფილმის პრემიერა შედგა გერმანიის ტელევიზიით 2009
საყდრის-ყაჩაღიანის პრეისტორიულ არქეოლოგიურ ძეგლზე მომუშავე გერმანულ -ქ ართული სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელი ირინა ღამბაშიძე: ,,ფილმი შეიქმნა ქართულ/გერმანული ექსპედიციის სამუშაოების დროს 2008 წელს. 2004 წლიდან ჩატარებულმა საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ საყდრისი წარმოადგენს ოქროს მოპოვების კერას და იგი უძველესია დღეს აღმოჩენილ სამთამადნო წარმოების ძეგლებს შორის. ფილმის ჩვენება დღესაც წარმატებით მიმდინარეობს ფრანგულ/გერმანულ ტელეარხ "arte"-სა და "ZDF"-ზე, რომელიც ასახავს ქართულ/გერმანული ექსპედიციის სამუშაოებსა და საველე ყოფას. 2008 წელს ჯერ კიდევ საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა და არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. მადლობა გერმანიის ტელევიზიებს,რეჟისორს ბატონ პეტერ პრესტელს პროდიუსერ ქალბატონ მარიამ კანდელაკს და ყველას მათ ვინც ამ ფილმის შექმნისათვის თავდაუზოგავად იმუშავა. საჩუქარი მომავალ თაობას,,,"
ფილმი გამოქვეყნებულია ფორს მაჟორული სიტუციიდან გამომდინარე (რამდენადაც საყდრის-ყაჩაღიანის კულტურის ძეგლს ემუქრება უკანონოდ განადგურება!) უახლოეს მომავალში იხილავთ საავტორო უფლებით დაცულ დოკ. ფილმის.
ატვირთულია დავით ცინცაძის მიერ (2014)
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.