ჩაკვეტაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირში მეორე საჯარო სკოლამ გაიმარჯვა /MTAVARI/
კოსტანტინე ჩაკვეტაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში დასრულდა. შეჯიბრი ხონში მიმდინარეობდა და მასში 12 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ თამაშში ერთმანეთს პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. თანაშის ბედი პენალტების სერიით გადაწყდა და მეორე საჯარო სკოლის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 5:4 დაამარცხა.გამარჯვებულებს თასები და სიგელები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს. აღნიშნული ტურნირი ტრადიციულია და სპორტული ღონისძიება მოზარდ-ახალგაზრდებში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.