მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, მან გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა. როდესაც დიოსკორემ შვილის გა ქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა - წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის, - ისინი მეხმა ფერფლად აქცია.
წმიდა ბარბარე განსაკუთრებით ბავშვების მფარველად ითვლება.
მართლმადიდებელი ეკლესია ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენებას 17 დეკემბერს აღნიშნავს.
ამ დღისთვის ბევრ ქართულ ოჯახში ტრადიციულად ლობიანს აცხობენ. მნიშვნელოვანია, ამ დღეს ვინ შევა ოჯახში პირველი სტუმარი. რადგანაც წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება ამ დღეს ქართულ ეკლესიებსა და ტაძრებში წირვას ყოველთვის ბევრი ბავშვი ესწრება.
საქართველოში წმინდა ბარბარეს უძველესი დროიდან სცემენ თაყვანს. მარტო თბილისში მისი სახელობის
ოთხი ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული.
უკლებლივ მთელ საქართველოს გილოცავთ ბარბარობას
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев