...რამდენი სიყალბეა . . . მე ცოტა დავიღალე . . . ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე, გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რამდენი ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე . . . ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა , ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა. . . სიყვარულს შეგფიცებენ , აზრებს დაგახვევენ , გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ , დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ . . . ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია. . . ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია . . . ვერ შეგემატებით . . . გულის ამრევია...
ზოგჯერ ცრემლებით გაილუმპები, ცხოვრება დარდებს ისე მოგისევს, წამიც და ალბათ დაიღუპები, მაგრამ ვიღაცა სულზე მოგისწრებს არ მოგასვენებს, არ დაგაძინებს, სხეულში ჩამდნარ სიმებს მისწვდება, გაიცინებს და შენც გაგაცინებს და ტკივილებიც დაგავიწყდება...