Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 6
და აყვავდება ვარდი.
მაგრამ შენ მაინც არ ჩანხარ,
წლები უშენოდ გადის.
ნახე გაზაფხული დამდგარა
და ერთად ყოფნის დარი.
თითქოს სიყვარული გამქრალა,
გული კი დარდობს მაინც.
ცხოვრება უშენოდ გამქრალა,
წლები გაილია წამში.
ჩვენი გაზაფხული დამდგარა,
ცრემლმა დანამა თვალი.
იებმაც გამოიღვიძეს,
თავი დახარეს მორცხვად.
ნიავს გამოვატან ჩუმ კოცნას,
მოვა, გაკოცებს ჩუმად.
კვლავ ჩემსკენ გამოფრინდება,
ჩამეხუტება ურცხვად.
შენს ალერს მონატრებული,
შენი მოგონებით ვსუნთქავ.
ლაღი გაზაფხული მოფრინდა,
ნაზად ჩამიხუტა გულში.
ვერ გავუფრთხილდით სიყვარულს,
დარდით ამევსო გული...