მსუნაგობით შეპყრობილი მაცივარში თავი
შევყავი და ცისფერ ლანდებს
კარის იქით ვაქსოვ,
აქ დავმალე ჩურჩხელები ,
რავი, ასე მახსოვს...
აქ მდუმარებს გოჭის თავი,
ინდაურის ფეხი,
-ამ ღამეში რაღას ეძებ ,
შენ დაგეცა მეხი!!!😀
ჩემო თავო , აღარ გახსოვს,
სად აჰკარი წონა?!
რა ხარ ასე მსუნაგი და
მართლა მუცლის მონა!
და მეც ჩავსკდე მაცივართან,
ვით ბაჟეში ღომი,
ოღონდ სხვებმა გააჩაღონ
სასწორებთან ომი!
ოღონდ ვთქვა , თუ ჩემმა ლანდმა , როგორ მოიხედა,
შიმშილისგან ეცემოდა
წარამარა ბნედა...
რომ ამ საჭმელს მაცივარი
როგორ ასხვაფერებს,
თუ არ შეჭამ, ვით გამოსცემს კუჭი უცხო ბგერებს,
რომ ამ გზაზე ზღაპარია ჩემი სითამამე,
მშიერი რომ დაიძინებ ,
ჩაქრეს აის ღამე!
ოჰ , არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი,
მაცივარში არაფერი როცა აღარ არი!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев