Предыдущая публикация
♂️ამინდია ზუსტად ისეთი, პირველად რომ გნახე.. და მეორედაც.. ნაცრისფერი, არაფრისფერი დღეა და ყველაზე მოწყენილი ასეთ ამინდში ვიყავი ხოლმე ყოველთვის, რაც თავი მახსოვს.. და არცერთი ასეთი დღე არ მახსოვს.. მხოლოდ ის ორი..
და სუნთქვებს შორის ვცოცხლობ, პირველ და მეორე შეხვედრის დღეებს შორის..
ცოტა სიტყვები და ბევრი მზერა, შენგან თამამი, ერთგვარად გამომწვევი.. ჩემგან - მალული, თვალდახრილი, გაუბედავი.. და რადგან თვალები მუდამ გამცემენ, გარიდებდი სახეს.. შენ კი კმაყოფილებით ჩაიღიმებდი, თვალის კუთხით გხედავდი.. და ვწითლდებოდი.. თან ვბრაზდებოდიც..
ყველაზე ნაცრისფერი დღეები იყო ის ორი.. მაგრამ ყველაზე მღელვარე❤🎈


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев