Предыдущая публикация
მოგენატრები! დამიჯერე მწარედ იდარდებ...
ერთ დღეს შეგიპყრობს უჩემობის ძლიერი სენი,
აღარ გიშველის იმის თქმა, რომ შენა ხარ ბრძენი!
ინანებ, ალბათ, იმ მძიმე წუთს, როცა დამკარგე,
ხელი გამიშვი და ეს ბედიც თავად განკარგე...
გახსოვს? შენს გულში ჩემი გულიც ძგერდა აქამდე,
სიცოცხლე არა! შენ ცხოვრების აზრი დაკარგე!
ინანებ იმ დროს, რომ მიყვარდი თავდავიწყებით,
არ მოგასვენებს ფიქრი, დარდი, წარსულის ხმები...
დაგესიზმრები, რომ სიყვარულს კვლავაც მპირდები,
გაგეღვიძება და მე შენთან აღარ ვიქნები!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 8
დღეიდან დაგარქვი "ლამაზი წარსული",
რამდენჯერ მახსენებ, რამდენჯერ მინატრებ,
თუმც სიყვარული ხარ ჩემიდან წასული,
შენთან დაბრუნებას არასდროს ვინატრებ.
მე და შენ ცხოვრება ცალ-ცალკე გვატარებს,
ჩემ გულში ხანძარი არასდროს ჩაქრება,
ქალი ვარ, გახსოვდეს, სევდას თუ ვატარებ,
ლამაზი გრძნობებიც არასდროს გაქრება.