საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის აღწერის შესაბამისად, დედაქალაქში ცხოვრობს 12 ათასი იეზიდი, რომელთა შორის 4 ათასზე ნაკლებმა განაცხადა, რომ მისდევს ქრისტიანობას.
იმ დროიდან გავიდა 22 წელი და იეზიდებისა და მუსლიმანი ქურთების ნებაყოფლობითი გაქრისტიანება დღესაც გრძელდება.
უმაღლესი იერარქიის ლოცვა-კურთხევით, 2024 წლის 4 აგვისტოს 17:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში შედგება მართლმადიდებელი ქურთებისა და იეზიდების შეხვედრა, სადაც პირველი ხატები იკურთხება კურმანჯის ენაზე. ამ ხატების დაწერისას გამოყენებულია ორი ქურთული დიალექტი: კურმანჯი და სორანი. შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ ხატმწერთა კომენტარები და დაუსვან მათ შეკითხვები.
ამასთან, ფართო საზოგადოებას პირველად წარედგინება მაღალკვალიფიციური ქართველი ოსტატების მიერ შესრულებული საეკლესიო ჭურჭელი - "ლიტურგიკული ნაკრები" და სანაწილეები ქურთული წარწერებითა და ქურთული ორნამენტით. ამას გარდა, მე მოგიყვებით თბილისში კურმანჯიზე, სორანიზე და ფარსიზე გამოცემული წიგნების შესახებ.
ყველა მსურველისთვის კარი ღიაა.
📍წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრი (შესასვლელი ქვედა სართულიდან - იხილეთ ფოტოსურათი. აგრეთვე შეგიძლიათ ჰკითხოთ მესანთლეებს, რომლებიც მიგითითებენ, თუ როგორ მიხვიდეთ დარბაზში).
ტელ.: +995593370370
ვიქტორ
მღვდელმონაზონი მადაი
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев