მესამე დღეს, მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ახალგაზრდა ბიჭის სხეული გამორიყა. უფრო სწორად, იგი სტარავერმა მებადურებმა გამოიტანეს და როდესაც სილაზე დაასვენეს, იქვე მობანავე ბიჭებს დაგვიძახეს გვამის ამოსაცნობად. ბიჭს სახე წაშლილი ჰქონდა. ვერავინ ვერ იცნო იგი. მხოლოდ მე, მე ვიცანი, როდესაც თავზარდაცემულმა მის გაშლილ მკერდზე ლურჯად ამოსვირინგებული HELLADOS წავიკითხე. უკანმოუხედავად და სულმოუთქმელად გავირბინე პლაჟი, სანაპირო, რკინიგზის ლიანდაგი, ვენეციის გზატკეცილი და შეშლილ
- რა მოგივიდა, ბიჭო? - მკითხა გულამოვარდნილს შეშინებულმა დეიდაჩემმა.
- დეიდა ნინა... იანგული დაბრუნდა,იანგული სოხუმში დაბრუნდა!
აღფრთოვანებული ვარ! <3 <3