Фильтр
Все темы

🔴 რუუსლმა მასპინძლობამ მოხიბლა

რუსეთისადმი კეთილგანწყობით ცნობილი ადვოკატი და ტელეკომპანია „სეზონის“ სახე ნიკოლოზ მჟავანაძე ამ დროისათვის, თურმე, მოსკოვში იმყოფება და იქ გადაღებული ვიდეოს აზიარებს.
კომენტარს არ გავაკეთებ 😡

🔴 აქუბარდია ივანიშვილს ემუქრება

ეს, მგონი, ძალიან მეტისმეტია!
დავით აქუბარდია საკუთარი სტუდიიდან მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, შენ და შენს ოჯახს ნიკოლოზ მეორის ბედი გელითო.
‼ არადა, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი ცოლი და 5 შვილი ბოლშევიკებმა ხელის აუკანკალებლად, ცივ სისხლიანად დახვრიტეს!!!
ნეტა, თუ ხვდება, რა სიგიჟე თქვა?

🔴 ბავშვებს შეეშვით!!!

ეს კადრები გუშინ გაავრცელა „ტვ პირველმა“ - ქვეყანას ანახა, რომ საპროტესტო აქციაზე ყოველდღე დადის „პოლიტიკურად მომწიფებული“ ერთი ათიოდე წლის ბიჭუნა.
მერე მიკროფონიც დაუთმო და „ოცნების“ დეპუტატებისადმი გზავნილიც გააკეთებინა. ბავშვმაც აიღო და ისეთი შემართებით თქვა „თავისი“ (!!!) სათქმელი, მართლა დავიზაფრე.
კომენტარის გაკეთება მიჭირს. ძალიან პატარაა ეს ბავშვი იმისთვის, რომ ან ჭკუა მოვკითხოთ და ან პასუხი მოვთხოვოთ. მშობლებზე კიდევ, აბა, რა გითხრათ? ამის მშობლებს ალბათ უხარიათ კიდეც, შვილი გაგვიტელევიზორეს და ქვეყანას გააცნესო.
რავი, რაღაც მთლად სწორი არ მგონია ეს დამოკიდებულება. თქვენ რას იტყვით?
00:19

🔴 კიედვ ერთი ფარული ჩანაწერი

სააგენტო for.ge-მ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში ცნობილი აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის.
თავიდან ფერაძე ლაპარაკობს პროტესტის გეგმებზე, მერე კი ფირცხლაიაშვილი ისეთ რამეს ამბობს, სისხლი გამეყინა 😡

🔴 და ადგა დავით - მეფე ქართველთა!

ეს კლიპი კარგა ხნის წინაა გადაღებული და ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი.
მაგრამ ისე მიყვარს, ისე მაამაყებს და ჟინით ისე მავსებს, რომ უნდა გაგახსენოთ.
00:55

🔴 ოპოზიციას ფარული ჩანაწერები გაუვრცელეს

საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა „ფორ.გემ“ წუხელ ორი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
აქედან ერთი ნიკა გვარამიას, მისი თანაპარტიელი ნიკა ფარულავასა და „ნაცმოელი“ აკაკი მინაშვილს შორის საუბარია - რა დროსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ქმედებებს „იწუნებენ“, მეორე კი ფარულავასა და მინაშვილისა - რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელიას უშვერად აგინებენ.
ჩანაწერებს ნიკა გვარამია საკუთარ ფბ-გვერდზე გამოეხმაურა, მინაშვილსა და ფარულავას კედლებზე კი ამასთან დაკავშირებული კომენტარები ჯერ არ ჩანს.
ნიკა გვარამია წერს:
„იმედია, ვინმეს სერიოზული მოლოდინი არ აქვს, რომ სუსის ამ სულელურ აუდიო ფაბრიკაციებზე კომენტარს გავაკეთებთ ან მე, ან ჩვენი გუნდი.
მეა

🔴 სუს-ის განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო უსაფრთოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
აგერ, უცვლელად გთავაზობთ - ცოტა მოზრდილი კია, მაგრამ აუცილებლად წასაკითხი მგონია:
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართ

🔴 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ „გავრილოვის ღამის“ დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში 153 600 ევროზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
საქართველოს მთავრობას ამ თანხების ანაზღაურება დაშავებულებისთვის 3 თვეში ევალება.

🔴 SSU-მ ზელენსკის მკვლელობა აღკვეთა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SSU) პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი ლიდერების მკვლელობა აღკვეთა, რომლის მომზადებაშიც უწყებამ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.
როგორც SSU წერს, იგეგმებოდა ზელენსკის, კირილ ბუდანოვისა და SSU-ს შეფის, ივან მალიუკის მოკვლა.
ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
ვასილი მალიუკი წერს, რომ საიდუმლო სამსახურის ოპერაციის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა და ის პირადად აკონტროლებდა მის მსვლელობას.

🔴 ცემა-ტყეპა შვედეთის საელჩოსთან

შვედეთის საელჩოსთან ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს მოქალაქე, როგორც მოგვიანებით დადგინდა, რეზო ვაშაყმაძე გაუსწორდა.
როგორც „ფორმულა“ წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
01:58

🔴 მაგნიტური ქარიშხლები მაისში

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია აქვეყნებს კალენდარს, რომელზეც მაისსა და ივნისის დასაწყისში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლებია მონიშნული.
ეს კალენდარი ასე გამოიყურება:

🔴 პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირიდანაც დაესწრნენ

დღეს მოსკოვში ვლადიმირ პუტინის მორიგი ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ექვსი ქვეყნის - საფრანგეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. არსებული ცნობით, ცერემონიაზე დასწრებას გეგმავდა ბელგიის წარმომადგენელიც, მაგრამ 7 მაისის დილით გადაწყდა, რომ ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ღონისძიებას, რა თქმა უნდა, არ ესწრებოდნენ აშშ-ის წარმომადგენლები. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა მანამდე განაცხადა, შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთში არჩევნები იყო სამართლიანი და პატიოსანი, მაგრამ ამავე დროს პუტინს პრეზიდენტად აღიარებს.

🔴 ახლებური წმინდა გიორგი და ქართლის დედა

ამ ჩვენმა აჯანყებულმა ნაწილმა ხატად და ისტორიულ-ეროვნულ იდეად ქმნილი ორი სიწმინდე თავის გემოზე გადააკეთა. ჯერ იყო და წმინდა გიორგი გამოსახეს მეტად ფრივოლურად, მერე კი ქართლის დედასაც მისდგნენ. თავად განსაჯეთ:

🔴 ბიჭმა პოლიციელი დაჭრა

16 წლის ბიჭმა, სკოლის მოსწავლემ, პოლიციელი მაშინ დაჭრა დანით, როცა ის განყოფილებაში გადაჰყავდათ.
ოღონდ ეს საქართველოში არ მომხდარა - ჩვენს მეზობლად, დაღესტანში მოხდა.
ბიჭი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და ოქმის შესავსებად მიჰყავდათ პოლიციაში. ანუ, ჰა და ჰა, ხულიგნობის მუხლი წაეყენებინათ. მაგრამ ახლა უკვე მძიმე ნორმით გასამართლდება ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმისთვის.

🔴 ნუცას შანსები

ტოტალიზატორების პროგნოზით, 2024 წლის ევროვიზიაზე საქართველოს გამარჯვების შანსი 1%-ია.
გამარჯვების შანსის მქონეთა პირველ ხუთეულში მოხვდნენ:
  • ხორვატია - გამარჯვების ალბათობა 25%,
  • შვეიცარია - 17%,
  • უკრაინა - 14%,
  • იტალია - 12%,
  • ნიდერლანდები - 5%.
როგორც იცით, საქართველოს კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარმოადგენს სიმღერით FireFighter.
სიმღერის ავტორები არიან მაკედონელი პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და შემსრულებელი ადა სატკა. ეს კომპოზიცია მათ სპეციალურად ნუცასთვის დაწერეს.
კლიპში ბუზალაძესთან ერთად ქართველი და იტალიელი მოცეკვავეები მონაწილეობენ.
აი ეს კლიპიც:

🔴თავს რას ერჩიან?!

ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის პოლიტიკურ მოსაზრება-დამოკიდებულებაზე კი არ ვამახვილებ ყურადღებას, არამედ მის გარეგნობაზე. ოღონდ არც დავცინი და არც აბუჩად ვიგდებ, გულწრფელად მაინტერესებს, რას ერჩის ეს ხალხი საკუთარ სხეულს?! არადა, ასე მგონია, ძალიან ეფექტური გოგო იქნებოდა თავის დროზე.
00:25
🤯
974 просмотра

🔴 რუსეთი ბირთვულ სწავლებას ჩაატარებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა შტაბმა, ვლადიმირ პუტინის დავალებით, წვრთნებისთვის მზადება დაიწყო. წვრთნების მიზანი - ეს არასტრატეგიული ბირთვული ძალების (იგივეა, რაც ტაქტიკური) მზადყოფნის გაზრდაა.
როგორც თავად სამინისტრო წერს, სწავლების დროს „არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მომზადება და გამოყენება“ დამუშავდება, რათა „ცალკეული დასავლელი ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებებისა და მუქარების საპასუხოდ, უპირობოდ უზრუნველყოს რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“.
არსებული ცნობით, სწავლება უახლოეს მომავალში ჩატარდება და მასში სარაკეტო შენაერთები და საზღვაო ძალები მიიღებენ მონაწილეობას. უცნობია, სად ჩატარდება ეს მანევრები

🔴 მძიმე ინფორმაცია

მე ახლა ვნახე ეს პოსტი, თუმცა ჯერ კიდევ 12 აპრილს გამოუქვეყნებია ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტ ნათია ბერიძეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პუბლიკაციიდან თითქმის ერთი თვეა გასული, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია და ვფიქრობ, თქვენც უნდა იცოდეთ. ამიტომ აქვე სრულად გთავაზობთ ბერიძის ამ პოსტის ტექსტს:
„მეგობრებო! ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმე ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ, რაზეც თვითონ მიმძიმს საუბარი.
რამდენიმე დღის წინ, პოსტივის ეთერში გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2023 წლის მარტში უმძიმესი პროვოკაცია იგეგმებოდა. ჩვენ ვცადეთ ამ ამბის დეტალების გარკვევა და დავუკავშირდით ერთ-ერთ აქტივისტს, რომლის გვარიც გაჟღერდა ამ ამბავში.
მისგან თანამშრომლ

🔴 პრეზიდენტმა 25 პატიმარი შეიწყალა

ამ არეულობაში ეს ინფორმაცია გამოგვრჩა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 25 მსჯავრდადებული შეიწყალა.
აქედან 16 პატიმარი სრულად გათავისუფლდა პატიმრობიდან, ხოლო რვას სასჯელის დარჩენილი ვადა შეუმცირდა.
შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირს, რომლებსაც პირობითი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი - მათ სრულად მოეხსნათ სასჯელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალებულთა ვინაობას არ ასახელებს.

🔴 სერიოზული ხმები აშშ-დან

როგორც გერმანული „შპიგელი“ წერს, ამერიკელ დემოკრატებს შორის დადის ხმები, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „გრანდიოზულ ჟესტს“ გააკეთებს:
‼ არჩევნებიდან საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და თავის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი პრეზიდენტის მეუღლეს, მიშელ ობამას შესთავაზებს.
როგორც გამოცემა წერს, ამაზე ვაშინგტონში ძალიან სერიოზულად მსჯელობენ. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ მიშელ ობამას სახელი საზოგადოების სოციოლოგიურ გამოკითხვებში შეიტანა.
Показать ещё