Фильтр
Все темы

🔴 მუქარა შვილის მკვლელობაზე

გუშინ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ ფარული პირისგან საშინელი მესიჯები მიიღო: დეპუტატს შვილის მოკვლით დაემუქრნენ!!!
ამის შესახებ სამხარაძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა და იქვე ოპოზიციასა და არასამთავრობოებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართა:
„ნაცებო, ლომჯარია და დანარჩენო ჩირქიანებო! ეს ჭუჭყი, როგორც გინდათ და საიდანაც გინდათ, მომიძებნეთ! 24 საათს გაძლევთ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგიტიმურ უფლებას ვიტოვებ ვივარაუდო, რომ ლომჯარიას, გიგაურის, 5ლე გირჩი ჯაფარიძის, გვარამიას, სრულიად სანაცეთის და მათი მეძავი ტელევიზიების დავალებით მწერს და შესაბამისად ვიმოქმედებ! სულ ფეხებზე მკიდია თანამდებობა, სტატუსი და სასჯელი! თქვენ

🔴 სტუდენტური პერფორმანსი კანადის საკონსულოსთან

ქართველმა სტუდენტებმა თბილისში, კანადის საკონსულოს წინ, საპროტესტო აქცია-პერფორმანსი ჩაატარეს სახელწოდებით „არა რუსულ კანონს კანადაში“.
აქციის მონაწილეებს სახეებზე იმ ქართველი პოლიტიკოსებისა და „ენჯეოშნიკების“ ფოტონიღბები ეკეთათ, რომლებიც ჩვენში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კანადის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყარა და მიიღო საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ დომინიკ ლებლანის მიერ ჯერ კიდევ იანვარში დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნასა და ამასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს.
პრესკონფერენციაზე ლებლანმა თქვა, რომ 103-გვერდიან პროექტში გათვა

🔴 ნატა ფერაძეს მანქანაზე გზავნილი დაუტოვეს

აქტივისტ ნატა ფერაძეს (დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობთ), რომელიც გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება, ღამით დაუდგენელმა პირებმა სახლის კედლებსა და პირად ავტომობილზე გზავნილები დაუტოვეს.
ვიდეოს სანახავად დააწკაპეთ ფოტოზე.

🔴 არასამთავრობოებმა ბრიფინგი ჩაატარეს

საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარეს, სადაც წუხელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და აქტივისტებზე თავდასხმა დაგმეს.
მათ განცხადებას აქვე განახებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ:
ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამას „ვიკიპედია“ გვეუბნება, დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული! მე მართლა მაინტერესებს, ეს 10 ათასი ორგანიზაცია ან რაში იღებს ფულს, ან რაში ხარჯავს. რატომაა ამის გასაჯაროვება პრობლემა, დღემდე ვერ გავიგე და რავი, აბა, იქნებ თქვენ მითხრათ რამე გონივრული?

🔴 გომელაურმა ჟურნალისტი ნამუსზე ააგდო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების წუხანდელ ცემა-ტყეპაზე.
გამოძიება დაწყებულიაო, თქვა, და იქვე იქით შეუბრუნა კითხვა ოპოზიციური არხების ჟურნალისტებს.

🔴 პოლიციამ 6 პირი დააკავა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შეფმა, სულხან თამაზაშვილმა, დღეს ბრიფინგი ჩაატარა, რა დროსაც საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შესახებ ისაუბრა.
თამაზაშვილმა ისიც განმარტა, დაკავებული ექვსი კაციდან ვინ რისთვისაა განყოფილებებში გადაყვანილი.
ქვემოთ ბრიფინგის ფრაგმენტებს გთავაზობთ:
01:54

🔴 რუუსლმა მასპინძლობამ მოხიბლა

რუსეთისადმი კეთილგანწყობით ცნობილი ადვოკატი და ტელეკომპანია „სეზონის“ სახე ნიკოლოზ მჟავანაძე ამ დროისათვის, თურმე, მოსკოვში იმყოფება და იქ გადაღებული ვიდეოს აზიარებს.
კომენტარს არ გავაკეთებ 😡

🔴 აქუბარდია ივანიშვილს ემუქრება

ეს, მგონი, ძალიან მეტისმეტია!
დავით აქუბარდია საკუთარი სტუდიიდან მიმართავს ბიძინა ივანიშვილს, შენ და შენს ოჯახს ნიკოლოზ მეორის ბედი გელითო.
‼ არადა, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი ცოლი და 5 შვილი ბოლშევიკებმა ხელის აუკანკალებლად, ცივ სისხლიანად დახვრიტეს!!!
ნეტა, თუ ხვდება, რა სიგიჟე თქვა?

🔴 ბავშვებს შეეშვით!!!

ეს კადრები გუშინ გაავრცელა „ტვ პირველმა“ - ქვეყანას ანახა, რომ საპროტესტო აქციაზე ყოველდღე დადის „პოლიტიკურად მომწიფებული“ ერთი ათიოდე წლის ბიჭუნა.
მერე მიკროფონიც დაუთმო და „ოცნების“ დეპუტატებისადმი გზავნილიც გააკეთებინა. ბავშვმაც აიღო და ისეთი შემართებით თქვა „თავისი“ (!!!) სათქმელი, მართლა დავიზაფრე.
კომენტარის გაკეთება მიჭირს. ძალიან პატარაა ეს ბავშვი იმისთვის, რომ ან ჭკუა მოვკითხოთ და ან პასუხი მოვთხოვოთ. მშობლებზე კიდევ, აბა, რა გითხრათ? ამის მშობლებს ალბათ უხარიათ კიდეც, შვილი გაგვიტელევიზორეს და ქვეყანას გააცნესო.
რავი, რაღაც მთლად სწორი არ მგონია ეს დამოკიდებულება. თქვენ რას იტყვით?
00:19

🔴 კიედვ ერთი ფარული ჩანაწერი

სააგენტო for.ge-მ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა.
ჩანაწერში ცნობილი აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის.
თავიდან ფერაძე ლაპარაკობს პროტესტის გეგმებზე, მერე კი ფირცხლაიაშვილი ისეთ რამეს ამბობს, სისხლი გამეყინა 😡

🔴 და ადგა დავით - მეფე ქართველთა!

ეს კლიპი კარგა ხნის წინაა გადაღებული და ალბათ, ბევრს გაქვთ ნანახი.
მაგრამ ისე მიყვარს, ისე მაამაყებს და ჟინით ისე მავსებს, რომ უნდა გაგახსენოთ.

🔴 ოპოზიციას ფარული ჩანაწერები გაუვრცელეს

საინფორმაციო ანალიტიკურმა პორტალმა „ფორ.გემ“ წუხელ ორი ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა.
აქედან ერთი ნიკა გვარამიას, მისი თანაპარტიელი ნიკა ფარულავასა და „ნაცმოელი“ აკაკი მინაშვილს შორის საუბარია - რა დროსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ქმედებებს „იწუნებენ“, მეორე კი ფარულავასა და მინაშვილისა - რა დროსაც ხვიჩა კვარაცხელიას უშვერად აგინებენ.
ჩანაწერებს ნიკა გვარამია საკუთარ ფბ-გვერდზე გამოეხმაურა, მინაშვილსა და ფარულავას კედლებზე კი ამასთან დაკავშირებული კომენტარები ჯერ არ ჩანს.
ნიკა გვარამია წერს:
„იმედია, ვინმეს სერიოზული მოლოდინი არ აქვს, რომ სუსის ამ სულელურ აუდიო ფაბრიკაციებზე კომენტარს გავაკეთებთ ან მე, ან ჩვენი გუნდი.
მეა

🔴 სუს-ის განცხადება

საქართველოს საკონსტიტუციო უსაფრთოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
აგერ, უცვლელად გთავაზობთ - ცოტა მოზრდილი კია, მაგრამ აუცილებლად წასაკითხი მგონია:
„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ.
აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართ

🔴 ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას 2019 წლის 19-20 ივნისის, ანუ „გავრილოვის ღამის“ დარბევის დროს დაზარალებულ პირთათვის ჯამში 153 600 ევროზე მეტის გადახდა დაავალდებულა.
ამ გადაწყვეტილებას მხარი ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
საქართველოს მთავრობას ამ თანხების ანაზღაურება დაშავებულებისთვის 3 თვეში ევალება.

🔴 SSU-მ ზელენსკის მკვლელობა აღკვეთა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SSU) პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი ლიდერების მკვლელობა აღკვეთა, რომლის მომზადებაშიც უწყებამ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.
როგორც SSU წერს, იგეგმებოდა ზელენსკის, კირილ ბუდანოვისა და SSU-ს შეფის, ივან მალიუკის მოკვლა.
ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ორი პოლკოვნიკი, რომლებიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელი.
ვასილი მალიუკი წერს, რომ საიდუმლო სამსახურის ოპერაციის შესახებ ძალიან ცოტამ იცოდა და ის პირადად აკონტროლებდა მის მსვლელობას.

🔴 ცემა-ტყეპა შვედეთის საელჩოსთან

შვედეთის საელჩოსთან ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს მოქალაქე, როგორც მოგვიანებით დადგინდა, რეზო ვაშაყმაძე გაუსწორდა.
როგორც „ფორმულა“ წერს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
01:58

🔴 მაგნიტური ქარიშხლები მაისში

მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია აქვეყნებს კალენდარს, რომელზეც მაისსა და ივნისის დასაწყისში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლებია მონიშნული.
ეს კალენდარი ასე გამოიყურება:

🔴 პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირიდანაც დაესწრნენ

დღეს მოსკოვში ვლადიმირ პუტინის მორიგი ინაუგურაცია გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ექვსი ქვეყნის - საფრანგეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და მალტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. არსებული ცნობით, ცერემონიაზე დასწრებას გეგმავდა ბელგიის წარმომადგენელიც, მაგრამ 7 მაისის დილით გადაწყდა, რომ ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. ღონისძიებას, რა თქმა უნდა, არ ესწრებოდნენ აშშ-ის წარმომადგენლები. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა მანამდე განაცხადა, შტატებს არ სჯერა, რომ რუსეთში არჩევნები იყო სამართლიანი და პატიოსანი, მაგრამ ამავე დროს პუტინს პრეზიდენტად აღიარებს.

🔴 ახლებური წმინდა გიორგი და ქართლის დედა

ამ ჩვენმა აჯანყებულმა ნაწილმა ხატად და ისტორიულ-ეროვნულ იდეად ქმნილი ორი სიწმინდე თავის გემოზე გადააკეთა. ჯერ იყო და წმინდა გიორგი გამოსახეს მეტად ფრივოლურად, მერე კი ქართლის დედასაც მისდგნენ. თავად განსაჯეთ:

🔴 ბიჭმა პოლიციელი დაჭრა

16 წლის ბიჭმა, სკოლის მოსწავლემ, პოლიციელი მაშინ დაჭრა დანით, როცა ის განყოფილებაში გადაჰყავდათ.
ოღონდ ეს საქართველოში არ მომხდარა - ჩვენს მეზობლად, დაღესტანში მოხდა.
ბიჭი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს და ოქმის შესავსებად მიჰყავდათ პოლიციაში. ანუ, ჰა და ჰა, ხულიგნობის მუხლი წაეყენებინათ. მაგრამ ახლა უკვე მძიმე ნორმით გასამართლდება ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმისთვის.
Показать ещё