ეხლა, რათა უკომენტაროდ? იმათა, რომ იმ მოკოცნავე ბიჭებზე რომ დავდე ფოტო და მივაწერე, საერთოდ არ მანაღვლებს, ვინ როგორ ცხოვრობს-მეთქი, ერთმა იუზერმა მისაყვედურა, რად არ განაღვლებს, შენ რა ამ ქვეყნის შვილი არ ხარო? მესმის იმ იუზერისა - არ მოსწონს და აღიზიანებს ყველაფერი ის, რაც არატრადიციულად მიაჩნია. მე კიდევ ჩემი მოსაზრება მაქვს და აგერ განვმარტავ: ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ ლგბტ-თემელები, ყოველთვის და ყველა ქვეყანაში. ეს არც იკურნება და არც თავისით არ გადის - ასეთები არიან ბუნებით და მორჩა! ასეთებად დაიბადნენ და ბუნებით მიდრეკილებებს ვერავინ შეუცვლის. ამიტომ: თავს ნუ მოგვახვევენ, პროპაგანდას ნუ გაუწევენ, ბავშვებს ნუ ჩააგონებენ, რომ „მერე რა“, და სარი უთხრ
დღეს პოლიტიკისგან ვისვენებთ!!! ნუ, თუ რაღაც გარემოებებმა არ მაიძულა, რომ რაღაც ეგეთი ინფო დავდო. მოკლედ, არ ვიცი, რომელი ქალაქია ეს, ან ვინაა ეს ბიჭი; არც ის ვიცი, რამ მოაწონა შალახოს ჰანგები, მაგრამ კაი აფროამერიკული ცეკვა კი შაუბერა ნეტავ, სულ ასეთ თემებზე გვქონდეს სალაპარაკო-საღლიცინო
ოციოდე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა. პირდაპირ ვაკოპირებ: "გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება; ასევე აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე სხვადასხვა მედიის სა
ეტყობა, წუხანდელმა გაბრაზებამ არ გამიარა - სულ ცუდი რაღაცები მხვდება თვალში.
ცუდი რა, ბიჭები კოცნაობენო, ავტორი წერს.
მე სულ არ მანაღვლებს, ვინ ვისთან და რა პოზაში - დედას გეფიცებით, მართლა არ მანაღვლებს, მაგრამ თქვენ მაინც ნახეთ.
ეს გოგო საპროტესტო აქციაზე გამოვიდა და იმდენი ხალხის გასაგონად დააბეზღა საკუთარი მამა, ხელისუფლების მხარდამჭერიაო. რა ვიცი, სახლში ჰყავს ის მამა და იქ ეთქვა, პირისპირ. ალბათ უთხრა კიდეც სათქმელი, მაგრამ, რადგან მამას პოზიცია ვერ შეაცვლევინა, ასე გადაუხადა სამაგიერო. მეც მშობელი ვარ და შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ამ კადრებმა სერიოზულად შემძრა - პავლიკა მოროზოვს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, მშობლები ჩაუშვა კომუნისტებთან!!!
ახლა რა ვიდეოსაც განახებთ, ისე გამანერვიულა, გულის წვეთები დავლიე
პროტესტანტებმა სიმსივნიანი კაცი კლინიკისკენ არ გაატარეს!!!
განსაკუთრებით შემაძრწუნა ვიღაც გონებაუმწიფარი და ხისგულა გოგოს ხმამ, რომელიც მონოტონურად იმეორებდა ერთსა და იმავე ლოზუნგს.
ძაან ბოდიში, მაგრამ ფეხებზე მკიდია ყველას აზრი, ვინც ახლა ამ აკერმანის ნაშიერს გაამართლებს. არც კი გაბედოთ, რომ შემეკამათოთ!
ვინც წუხანდელ აქციას ადევნებდით თვალს, ალბათ ნახეთ, როგორ ცდილობდა ვიღაც მამაკაცი პარლამენტის ჭიშკარზე ევროპის დროშის აღმართვას და აღმართა კიდეც. როგორც ოპოზიციურმა ტელეარხებმა გვითხრეს, ეს ერთი რიგითი მოქალაქე იყო, მაგრამ POSTV-მ კომპრომატული კადრები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეს მამაკაცი „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ზონდერია. ესეც ვიდეო:
პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ძალიან საინტერესო ინფრომაცია გაავრცელა. მგონია, რომ ეს თქვენც უნდა იცოდეთ. მოუსმინეთ და თავად გააკეთეთ დასკვნები. მე კომენტარს არ გავაკეთებ - ჩემს მოსაზრებას არ მოგახვევთ თავს.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის სხდომაზე მივიდა და დეპუტატებს უამბო, რა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს მისი ვერსიაა, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ჩემი აზრით, ასე ცემა არ შეიძლება - არავისი ცემა არ შეიძლება!!! თუნდაც იმიტომ, რომ მერე ვიღაც წამებულ გმირად არ იქცეს, რასაც, შესაძლოა, არც იმსახურებდეს.
Комментарии 1