Фильтр
Все темы

🔴 რა დაგიჯდებათ ბათუმის პლჟზე დასვენება

ვინც წელს ზღვაზე, კონკრეტულად კი ბათუმში აპირებთ დასვენებას, ალბათ დაგაინტერესებთ, რა ღირს პლაჟებზე შეზლონგებისა თუ ქოლგების ქირაობა, ან პარაშუტითა თუ სკუტერით გასეირნება.
როგორც ბათუმის სანაპიროზე დასაქმებულები ამბობენ, წელს იქ ასეთი ფასებია:
  • პარაშუტით აფრენა − 150 ლარი
  • კატერით გასეირნება − 30 წუთი 200 ლარი
  • სკუტერით ზღვაში გასვლა − 10 წუთი 100 ლარი
  • ბულვარში მოპედით სეირნობა − ერთი საათი 40 ლარი
  • ბულვარში მექანიკური ველოსიპედით სეირნობა − ერთი საათი 15 ლარი
  • ელექტროველოსიპედის დაქირავება − ერთი საათი 30 ლარი
  • პლასტმასის შეზლონგის ქირაობა − 5 ლარი (მნიშვნელობა არ აქვს, მთელი დღით იქირავებთ თუ 15 წუთით)
  • ბადეებიანი (ანუ რბილი) შეზლონგ

🔴 რუსული აქტივების ბედი გადაწყდა

🇪🇺 ევროკავშირი შეთანხმდა, რომ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავლებს უკრაინის სასარგებლოდ გამოიყენებს.
ამის თაობაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა ლუქსემბურგში.
ბორელის თქმით, პირველი ტრანშის - დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება უმოკლეს ხანში დაიწყება.
უკრაინას სჭირდება დამატებითი დახმარება და სჭირდება ახლა. [რუსეთის] გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლები არ შეიძლება იყოს გაყინული. პირველი ტრანში მომდევნო კვირაში შემოვა“, - თქვა მან.
01:11
ჯოზეფ ბორელი
17 просмотров

🇹🇷 Turkish Airlines-მა საავიაციო ოსკარი მიიღო

თურქეთის ავიახაზები უკვე მეცხრედ დასახელდა ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად.
Turkish Airlines, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფრინავს, Skytrax-მა კიდევ ერთხელ აირჩია ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიად 2024 წლის World Airline Awards-ზე, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ავიაინდუსტრიის „ოსკარი".

🇭🇺 ორბანის ესკორტი ავარიაში მოჰყვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტს, რომელიც გერმანიაში იმყოფებოდა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე, ავარია მოუვიდა.
შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა მაშინ, როდესაც ორბანი აეროპორტისკენ მიემართებოდა.
პრემიერის ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა.

📊 ლარის კურსი 25 ივნისს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8031 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0030 ლარით გაუფასურდა.
შეგახსენებთ: გუშინ, 24 ივნისს ლარისა და დოლარის შეფარდება 2,8001 GEL/$1-ზე იყო.
სხვა ვალუტების კროს-კურსი დღეისათვის ასე გამოიყურება:

🔴 უცხოეთის უმაღლესებში ქართველების რაოდენობა იზრდება

📊 სტატისტიკის ეროვნული სამხურის, „საქსტატის“ ცნობით, 2023/24 წლებში საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად საქართველოს 879 მოქალაქე გავიდა.
ეს მაჩვენებელი წინა მონაცემებზე 22%-თ მეტია.
ამასთან კონკრეტდება, რომ 620 აბიტურიენტი სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა, 259 კი − კერძო სასწავლებლებში.
იმ ქვეყნების ტოპ-5, რომლებშიც ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს, ასე გამოიყურება:
🇩🇪 გერმანია − 157 სტუდენტი
🇺🇸 აშშ - 82 სტუდენტი
🇱🇹 ლიეტუვა - 57 სტუდენტი
🇪🇸 ესტონეთი - 56 სტუდენტი
🇹🇷 თურქეთი - 54 სტუდენტი.

🔴 ბიზნესმენებმა „ნაცმოძრაობაში“ ადგილების ყიდვა დაიწყეს

ტელეკომპანია იმედი ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ პარტიულ სიაში ადგილების გაყიდვა დაიწყო.
როგორც „ქრონიკა“ იუწყება, ადგილების შესყიდვების მსურველებთან მოლაპარაკებებს ლევან ხაბეიშვილი აწარმოებს.
ამბობენ, რომ ის უკვე ესაუბრა კახა ოქრიაშვილს, რამაზ ნიკოლეიშვილს, ცეზარ ჩოჩელსა და ზაზა ოქუაშვილს, რომლებიც სიაში ჩასმის სანაცვლოდ, 2-2 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდიან.
ხაბეიშვილი ირწმუნება, რომ სიაში ჩასმული არაპარტიული დეპუტატებისგან კიდევ ორ მილიონს მოიზიდავს და შეგროვებული 10 მლნ დოლარი უკვე საკმარისი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად.

🇹🇷 ინციდენტი თურქეთში

ქალაქ კაპადოკიაში ინციდენტი მოხდა: საჰაერო ბურთი, რომელსაც 22 ადამიანი გადაჰყავდა, კლდეებში გაიჭედა.
როგორც ამბობენ, ამის მიზეზი ქარი გახდა, რომელმაც ბურთი კურსიდან გადაიყვანა და არასათანადო ადგილისკენ წაიღო.
ამ დროისათვის ყველა მგზავრი ევაკუირებულია.

⚫ რა ხდება დაღესტანში?!

გუშინ, 23 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, დაღესტნის ქალაქ დერბენტში ავტომატებით შეიარაღებული ბოევიკები ჯერ პოლიციელებს დაესხნენ თავს, შემდეგ კი მართლმადიდებლურ ეკლესიას შეუტიეს, სადაც მღვდელი მოკლეს. ამის მერე მათ ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგას, რომელიც, როგორც ამბობენ, თითქმის მთლიანად დაიწვა.
თითქმის იმავდროულად თავდასხმა მოხდა ქალაქ მახაჩყალის პოლიციელებსა და სინაგოგაზე.
სამართალდამცველებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მოგვიანებით კი ქალაქებში როსგვარდია შევიდა.
შეიარაღებულ შეტაკებაში მოკლულია, სულ მცირე ექვსი ბოევიკი. მათ შორის არიან სერგოკალინსკის რაიონის თავის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი: ოსმანი და ადილი, ასევე მისი ძმისშვილი. მაგომედ ომაროვი პოლიციამ წუხელვე დააკავ

🔴 ლარის კურსი 24 ივნისს

💵 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8001 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0070 ლარით გაუფასურდა.
ლარის კურსი სხვა უცხოური ვალუტების მიმართ ასეთია:

🔴 ორბანი „მატარებლიდან ჩასვლით“ დაიმუქრა

🇭🇺🇺🇦 უნგრეთი „მატარებლიდან ჩავა“ და არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ქვეყნების „სამხედრო მისიაში“ უკრაინაში, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა.
მისი თქმით:
„მემანქანის დარწმუნება ვერ მოხერხდა და ახლა მხოლოდ ტრამპს შეუძლია მატარებლის გაჩერება“.
შეგახსენებთ: უკრაინაში სამხედრო მისიის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ნატოს ქვეყნებმა შესაძლოა ალიანსის ივლისის სამიტზე მიიღონ.

🇨🇳 🇺🇸 ჩინელებმა დანიგანს შენიშვნა მისცეს

საქართველოში ჩინეთის საელჩო აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანის ინტერვიუს ეხმაურება და გმობს მის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ განცხადებას.
„საქართველოში აშშ-ის საელჩოს მაღალი დონის დიპლომატის მტკიცებები, თითქოს „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანიაში“ (CCCC) წილების უმრავლესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს, და თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის სამხედრო მანქანის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებლები არიან, არის აბსურდული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან. <...> ჩინური მხარე წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“.

🇦🇲🇵🇸სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერევანი გულწრფელად არის დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებით და მიაჩნიათ, რომ „ეს არის ერთადერთი გზა პალესტინელებისა და ისრაელების ლეგიტიმური მისწრაფებების უზრუნველსაყოფად“.
„საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაარსებობისადმი ერთგულების დადასტურებით, სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

🔴 კურიოზული დანაშაულები საქართველოში

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიურად რომ მუშაობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების გამოვლენაზე, ეს უკვე იცით. არცთუ ცოტა ადამიანი რომ სერიოზულად დაისაჯა, ანუ ციხეებში რომ გაამწესეს, ესეც მოგეხსენებათ.
ქვემოთ ამ თემაზე ორ, ლამის კურიოზულ ფაქტს გიამბობთ:

ამბავი 1:

30 წლის გათხოვილმა ქალმა ქმრის − ვინმე ნ.ბ.-ს ტელეფონში სხვა ქალთან სასიყვარულო მიმოწერა იპოვა, სქრინები გადაუღო და მეუღლის ნათესავ-მეგობრებს დაუგზავნა − აესე მღალატობს ეს თქვენი „სანაქებო“ კაციო.
რა იცოდა, მსგავსი რამ უკანონო ქმედებად რომ მიიჩნევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, თორემ, ალბათ, რაღაც სხვა ტიპის სასჯელს მოიფიქრებდა ორგული ქმრისთვის.
მაგრამ
00:08
დაკითხვაზე
245 просмотров

🔴 ლარის კურსი დღეს

💵 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8001 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0070 ლარით გაუფასურდა.
სხვა ვალუტების კროსკურსი 21 ივნისისთვის ასე გამოიყურება:

🔴 „ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს საყვედურობს

პარტია „ხალხის ძალამ“ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რითაც საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს გამოეხმაურა.
„ხალხის ძალამ“ დანიგანს „ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გაკეთებაში დასდო ბრალი და გადაწყვიტა, უპასუხოდ არ დაეტოვებინა ელჩის გუშინდელი გამოსვლა.
ვინაიდან განცხადება საკმაოდ ვრცელია, მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან ციტატას შემოგთავაზებთ:
„ქალბატონმა ელჩმა დაგვიწუნა ჩინეთთან ბოლო პერიოდში გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები <...> აი, როგორ გამოიყურება რიცხვებში აშშ-ისა და ევროპის 2023 წლის სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან:
  • აშშ-ჩინეთის წლიური სავაჭრო ბრუნვა 575 მილიარდი დოლარია, ხოლო 2017

🇬🇪 რით და რამდენს ვაჭრობს საქართველო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-მაისში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,2%-ით შემცირდა და 8,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ამ პერიოდში:
  • ქვეყანაში იმპორტირებულია 6,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც შარშანდელ იანვარ-მაისთან შედარებით 0,7%-ით მეტია;
  • ექსპორტზე გავიდა 2,3 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,2%-ით ნაკლებია.
შესაბამისად, წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3,9 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს შარშანდელ იგივე პერიოდზე 7,5%-ით მეტია.

რით ვაჭრობს საქართველო

📊 ვინ რამდენი მოგება მიიღო

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქართველოში არსებული მობილური კომპანიების შემოსავლები სულ უფრო იზრდება, ვინაიდან მოსახლეობა სულ უფრო მეტ ფულს ხარჯავს ამ სახის კომუნიკაციაში.
ბოლო 5 წლის განმავლობაში მობილური კომპანიების მიერ ერთი აბონენტისგან მიღებული საშუალო შემოსავალი 44%-ით გაიზარდა.
კომპანიების მიხედვით, ეს მონაცემები ასე გამოიყურება:
  • 🔴 მაგთიკომი - ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 4.27 ლარით;
  • 🔵 სილქნეტი - 4.02 ლარით;
  • 🟣 სელფი (ყოფილი „ბილაინი“) - 2.75 ლარით.

⚽ ფოტო უკომენტაროდ

ჩვენ ვართ საქართველო! ♥ ♥ ♥

🔴 როგორ ისწავლა ქართული მიქაუტაძემ

გიორგი მიქაუტაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „მეცის“ თავდამსხმელი, საფრანგეთშია დაბადებული და გაზრდილი.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულად გამართულად და სხაპასხუპით საუბარი უჭირს, მაინც ცდილობს, მშობლიურ ენაზე ისაუბროს და ცოოოტა მივიწყებული ენა გაიხსენოს, რომელიც მშობლებს ბავშვობაში დაძალებით უსწავლებიათ.
აგერ ნახეთ, რას ამბობს:
02:15
Показать ещё