Фильтр
Все темы

🔴 მექაში 550-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჰაჯის დღესასწაულზე მექაში ჩასულ მომლოცველებს საშინელი სიცხე დახვდათ, რასაც მუსლიმთა სიწმინდესთან შეკრებილთა სიმრავლეც დაემატა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 550-ზე მეტი ადამიანი. აქედან 323 ეგვიპტელი, დაახლოებით 60 იორდანელი და 35 ტუნისელი.
ქალაქში საშინელი სურათი სუფევს - ქუჩები ცხედრებითაა მოფენილი.
სიკვდილის ძირითადი მიზეზები იყო ჭყლეტა, აუტანელი სიცხე, ამით გამოწვეული ხანძრები მომლოცველთა კარვებში და სიცხესთან დაკავშირებული სხვა უბედური შემთხვევები.
მედიის ცნობით, ამ კვირაში მექის მთავარ მეჩეთში ტემპერატურა +51°C-ს აღწევდა.
00:26

🔴 ევროპელ ადვოკატებს ქართველი უხელმძღვანელებს

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი აირჩიეს.
ასათიანი ორგანიზაციას ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მანამდე ასოციაციას პოლონელი იურისტი მარია შლეზაკი ხელმძღვანელობდა.
ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ბრიუსელში 1986 წელს დააარსეს ევროპელმა ადვოკატებმა. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

🇷🇺 🇰🇵 პუტინი ფხენიანშია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თავისი ჩრდილოკორეელი კოლეგის, კიმ ჩენ ინის მიწვევით, ფხენიანში ჩავიდა.
ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკებები დედაქალაქში მდებარე რეზიდენცია „კიმსუსანში“ იმართება.

🇬🇪🇬🇪🇬🇪 ნაღდი ქართველი!!!

ამ ფოტომ თხემით ტერფამდე შემძრა და დამბზარა: თურქეთის დროშების ჯარში ამონათებული ქართული დროშა და მშვიდი ღიმილით მზირალი ქართველი!
აეგეთები ვართ, რა!!!

⚽ პატარა ქომაგი

ეს პატარა ბიჭუნა გორელია, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ქომაგია.
ღმერთო, აწი აღარ ეტიროს ჩვენი ნაკრების მარცხის გამო!!!

⚽ ბუდუს მამიდა

დღეს ყველაფერი ფეხბურთის გარშემო ტრიალებს.
00:38
ბუდუს მამიდა
234 просмотра

⚽ როგორ წარმოითქმება?

უეფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ხვიცა კვარაცხელია უცხოელებს უხსნის, როგორ წარმოითქმის მისი სახელი და გვარი.

🏦 ვინ რამდენი გადმორიცხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ჩვენი ქვეყნის კომერციულ ბანკებში 2024 წლის იანვარი-მაისში გადმორიცხული თანხების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სებ-ის ცნობით, სულ გადმორიცხულია 1.375,2 მლნ აშშ დოლარი, რაც შარშანდელ იანვარი-მაისთან შედარებით 31,6%-ით მეტია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობამ 71,8%-ით დაიკლო, ის კვლავ ლიდერობს ჩვენს ბანკებში შემოსული ფულის ოდენობით.
წლის პირველ ექვს თვეში ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

⚽ ქართული სიგიჟე დორტმუნდში

ქართველი ქომაგები დორტმუნდის ქუჩებში გადიან მოთელვას - საგულშემატკივროდ ემზადებიან.
ღმერთოოოოო, ოღონდ ეს ოცნება აგვიხდინე, რააააა!!! ♥

🔴 ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8689 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.
სხვა ვალუტების კურსი ასე გამოიყურება:

🔴 კობახიძის სპეციალური ვიდეომიმართვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან თამაშთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

🔴 საშუალო ხელფასის ზრდა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით, ანუ 226.8 ლარითაა გაზრდილი და ჯამში 1 943.4 ლარს შეადგენს.
შედარებით მაღალი ხელფასი ფიქსირდება ისეთ დარგებში, როგორებიცაა: საფინანსო და სადაზღვევო სფეროები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, მშენებლობა.
ამასთან, როგორც საქსტატი გვეუბნება, წლევანდელ პირველ კვარტალში ქალების ხელფასების წლიურმა ზრდამ 11.9% შეადგინა, ხოლო კაცებისა – 14.1%. თუმცა იქვე ხაზ
00:09
აშშ დოლარი
257 просмотров

🇬🇪 🇷🇺 ქართულმა პარტიამ პუტინს მიმართვა გაუგზავნა

ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება მოითხოვა.
ამასთან პარტიის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ და პარტიის პოლიტსაბჭოს სხვა წევრებმა პუტინს საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებაც სთხოვეს, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი ვადა დაარღვიეს.
გარდა ამისა, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ სთხოვს პუტინს, რომ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შეუქმნან რუსეთში დასაქმების კუთხით.
00:46

🔴 მსოფლიო ლიდერების სიმღერა

დიდი შვიდეულის სამიტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის დაბადების დღეს დაემთხვა.
რაღა თქმა უნდა, სამიტის მონაწილეებს ეს არ გამოპარვიათ და თავისებურად აღნიშნეს კიდეც - ქვეყნების ლიდერებმა შოლცს happy birthday უმღერეს.

⚽ რეკორდული ფულადი ჯილდო ნაკრებისთვის

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის რეკორდული ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა - რარა თქმა უნდა, იმ შემთხვევისთვის თუ ჩვენი ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევენ.
როგორც ცნობილი ხდება, იმ შემთხვევაში:
  • თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, „ქართუ“ 30 მილიონი ლარით დაასაჩუქრებს. ეს ნახევარფნალში გასული ნაკრებისთვის უეფას მიერ დაწესებულ ბონუსზე - მაქსიმუმ 7 მილიონ ევროზე - მეტია.
  • თუ ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს და პლუს ერთ თამაშს მოიგებს, „ქართუსგან“ ჯამში 60 მლნ ლარს მიიღებს. ეს იმ 16 ან 19 მლნ ევროზე მეტია, რაც უეფას აქვს განსაზღვრული ევროპის ჩემპიონის, ან ვიცეჩემპიონისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები, იმ
02:48

🔴 კარგი ამბავი

როგორც გვაცნობებენ, წლევანდელი ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ გაიზარდა. ანუ, 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 2.07 მილიარდი იყო, 2024-ში კი 2.51 მილიარდი შეადგინა.
ამან შესაძლებელი გახადა, რომ მთავრობას განათლების სექტორის დაფინანსება გაეზარდა.
შედეგად:
  • 500 ლარით იზრდება მასწავლებელთა ხელფასები,
  • ორმაგდება სტიპენდიების ოდენობა,
  • ორმაგდება სტიპენდიების მიმღებთა რაოდენობა,
  • მნიშვნელონად ფინანსდება ინფრაქტრუქტურული პროექტები,
  • ერთობლივი და ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებისათვის გამოიყოფა 4.2 მილიონი დოლარის გრანტი.

💔 უპატარძლო ქორწილი

ესეთი ამბები, თურმე, მართლა ხდება. თანაც აგერ, ჩვენს სამეზობლოში.
ერთმა ყაზახმა კაცმა ნამდვილი უპატარძლო ქორწილი გადაიხადა, ვინაიდან მისმა საცოლემ რამდენიმე დღით ადრე გადაიფიქრა გათხოვება.
კაცმაც დაპატიჟებული სტუმრების სიას გადახედა, უკვე გაწეული ხარჯებიც აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ ქალის უარი ბანკეტის გაუქმების მიზეზად ვერ გამოდგებოდა. ამიტომ სუფრაც გაშალა და დღესასწაულიც მოიწყო, რომელსაც თამადამ თავისუფლების მშვენიერი ზეიმი უწოდა.
„ჩაშლილი ქორწილი“ უმაღლეს დონეზე ჩატარდა. სტუმრებიც ბლომად იყვნენ, მუსიკაც იყო, ცეკვა-თამაშიცა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საქორწილო ტორტიც კი.
განსაკუთრებით გამოირჩა საქმროს ბებია, რომელმაც ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა „ნე სპეში ჟიც ბ

🇷🇺🇺🇦 პუტინმა ახალი წინადადება წამოაყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა.
მთავარი მოთხოვნები ასე გამოიყურება:
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა „რუსეთის ოთხი ახალი რეგიონიდან“ (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები);
  • ნატოში შესვლაზე უარის თქმა;
  • ყველა დასავლური სანქციის გაუქმება.
როგორც პუტინმა განაცხადა, ეს რუსეთის მხრიდან რეალური სამშვიდობო წინადადებებია და თუ კიევი და დასავლეთი უარს იტყვიან მთ მიღებაზე, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მათვე დაეკისრებათ.
რუსეთის ლიდერის თქმით, კრემლის პრინციპული პოზიცია - ეს უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სტატუსი, მისი დემილიტარიზაცია და დენაციფიკა

🇦🇲 სომეხი არქიეპისკოპოსის წუთშესვენება

ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში გავრცელდა და ძალიან პოპულარულიც გახდა, არქიეპისკოპოს ბაგრატ სრბაზანია აღბეჭდილი.
კადრებში ჩანს, როგორ თამაშობს ის ფეხბურთს (უფრო სწორად, ფინტებს აჩენებს) საპროტესტო აქციის მონამწილეებთან ერთად, რომლებსაც ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
უნდა ითქვას, რომ ბაგრატ სრბაზანი ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი ლიდერი და სულისჩამდგმელია.
Показать ещё