Фильтр
Все темы

⚽ ბუდუს მამიდა

დღეს ყველაფერი ფეხბურთის გარშემო ტრიალებს.
00:38
ბუდუს მამიდა
85 просмотров

⚽ როგორ წარმოითქმება?

უეფას ოფიციალური გვერდი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ხვიცა კვარაცხელია უცხოელებს უხსნის, როგორ წარმოითქმის მისი სახელი და გვარი.

🏦 ვინ რამდენი გადმორიცხა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ჩვენი ქვეყნის კომერციულ ბანკებში 2024 წლის იანვარი-მაისში გადმორიცხული თანხების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სებ-ის ცნობით, სულ გადმორიცხულია 1.375,2 მლნ აშშ დოლარი, რაც შარშანდელ იანვარი-მაისთან შედარებით 31,6%-ით მეტია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობამ 71,8%-ით დაიკლო, ის კვლავ ლიდერობს ჩვენს ბანკებში შემოსული ფულის ოდენობით.
წლის პირველ ექვს თვეში ფულადი გზავნილების სტატისტიკა ასე გამოიყურება:

⚽ ქართული სიგიჟე დორტმუნდში

ქართველი ქომაგები დორტმუნდის ქუჩებში გადიან მოთელვას - საგულშემატკივროდ ემზადებიან.
ღმერთოოოოო, ოღონდ ეს ოცნება აგვიხდინე, რააააა!!! ♥

🔴 ლარის კურსი დღეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,8689 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0001 ლარით გაუფასურდა.
სხვა ვალუტების კურსი ასე გამოიყურება:

🔴 კობახიძის სპეციალური ვიდეომიმართვა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დღევანდელ ძალიან მნიშვნელოვან თამაშთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვა გაავრცელა.

🔴 საშუალო ხელფასის ზრდა საქართველოში

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.
ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით, ანუ 226.8 ლარითაა გაზრდილი და ჯამში 1 943.4 ლარს შეადგენს.
შედარებით მაღალი ხელფასი ფიქსირდება ისეთ დარგებში, როგორებიცაა: საფინანსო და სადაზღვევო სფეროები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, მშენებლობა.
ამასთან, როგორც საქსტატი გვეუბნება, წლევანდელ პირველ კვარტალში ქალების ხელფასების წლიურმა ზრდამ 11.9% შეადგინა, ხოლო კაცებისა – 14.1%. თუმცა იქვე ხაზ
00:09
აშშ დოლარი
198 просмотров

🇬🇪 🇷🇺 ქართულმა პარტიამ პუტინს მიმართვა გაუგზავნა

ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვიდეომიმართვა გაუგზავნა და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება მოითხოვა.
ამასთან პარტიის საერთაშორისო მდივანმა მამუკა ფიფიამ და პარტიის პოლიტსაბჭოს სხვა წევრებმა პუტინს საქართველოს იმ მოქალაქეების გათავისუფლებაც სთხოვეს, რომლებმაც რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის კანონიერი ვადა დაარღვიეს.
გარდა ამისა, „სოლიდარობა მშვიდობისათვის“ სთხოვს პუტინს, რომ საქართველოს მოქალაქეებს პრობლემები არ შეუქმნან რუსეთში დასაქმების კუთხით.
00:46

🔴 მსოფლიო ლიდერების სიმღერა

დიდი შვიდეულის სამიტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის დაბადების დღეს დაემთხვა.
რაღა თქმა უნდა, სამიტის მონაწილეებს ეს არ გამოპარვიათ და თავისებურად აღნიშნეს კიდეც - ქვეყნების ლიდერებმა შოლცს happy birthday უმღერეს.

⚽ რეკორდული ფულადი ჯილდო ნაკრებისთვის

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის რეკორდული ოდენობის ფულადი ჯილდო დააწესა - რარა თქმა უნდა, იმ შემთხვევისთვის თუ ჩვენი ბიჭები ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწევენ.
როგორც ცნობილი ხდება, იმ შემთხვევაში:
  • თუ საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს, „ქართუ“ 30 მილიონი ლარით დაასაჩუქრებს. ეს ნახევარფნალში გასული ნაკრებისთვის უეფას მიერ დაწესებულ ბონუსზე - მაქსიმუმ 7 მილიონ ევროზე - მეტია.
  • თუ ნაკრები ჯგუფურ ეტაპს დაძლევს და პლუს ერთ თამაშს მოიგებს, „ქართუსგან“ ჯამში 60 მლნ ლარს მიიღებს. ეს იმ 16 ან 19 მლნ ევროზე მეტია, რაც უეფას აქვს განსაზღვრული ევროპის ჩემპიონის, ან ვიცეჩემპიონისთვის.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები, იმ
02:48

🔴 კარგი ამბავი

როგორც გვაცნობებენ, წლევანდელი ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, საკმაოდ გაიზარდა. ანუ, 2023 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 2.07 მილიარდი იყო, 2024-ში კი 2.51 მილიარდი შეადგინა.
ამან შესაძლებელი გახადა, რომ მთავრობას განათლების სექტორის დაფინანსება გაეზარდა.
შედეგად:
  • 500 ლარით იზრდება მასწავლებელთა ხელფასები,
  • ორმაგდება სტიპენდიების ოდენობა,
  • ორმაგდება სტიპენდიების მიმღებთა რაოდენობა,
  • მნიშვნელონად ფინანსდება ინფრაქტრუქტურული პროექტები,
  • ერთობლივი და ორმაგი საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად საქართველოს უნივერსიტეტებისათვის გამოიყოფა 4.2 მილიონი დოლარის გრანტი.

💔 უპატარძლო ქორწილი

ესეთი ამბები, თურმე, მართლა ხდება. თანაც აგერ, ჩვენს სამეზობლოში.
ერთმა ყაზახმა კაცმა ნამდვილი უპატარძლო ქორწილი გადაიხადა, ვინაიდან მისმა საცოლემ რამდენიმე დღით ადრე გადაიფიქრა გათხოვება.
კაცმაც დაპატიჟებული სტუმრების სიას გადახედა, უკვე გაწეული ხარჯებიც აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ ქალის უარი ბანკეტის გაუქმების მიზეზად ვერ გამოდგებოდა. ამიტომ სუფრაც გაშალა და დღესასწაულიც მოიწყო, რომელსაც თამადამ თავისუფლების მშვენიერი ზეიმი უწოდა.
„ჩაშლილი ქორწილი“ უმაღლეს დონეზე ჩატარდა. სტუმრებიც ბლომად იყვნენ, მუსიკაც იყო, ცეკვა-თამაშიცა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საქორწილო ტორტიც კი.
განსაკუთრებით გამოირჩა საქმროს ბებია, რომელმაც ალა პუგაჩოვას ცნობილი სიმღერა „ნე სპეში ჟიც ბ

🇷🇺🇺🇦 პუტინმა ახალი წინადადება წამოაყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობები დაასახელა.
მთავარი მოთხოვნები ასე გამოიყურება:
  • უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა „რუსეთის ოთხი ახალი რეგიონიდან“ (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები);
  • ნატოში შესვლაზე უარის თქმა;
  • ყველა დასავლური სანქციის გაუქმება.
როგორც პუტინმა განაცხადა, ეს რუსეთის მხრიდან რეალური სამშვიდობო წინადადებებია და თუ კიევი და დასავლეთი უარს იტყვიან მთ მიღებაზე, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა მათვე დაეკისრებათ.
რუსეთის ლიდერის თქმით, კრემლის პრინციპული პოზიცია - ეს უკრაინის ნეიტრალური, უბლოკო და არაბირთვული სტატუსი, მისი დემილიტარიზაცია და დენაციფიკა

🇦🇲 სომეხი არქიეპისკოპოსის წუთშესვენება

ვიდეოში, რომელიც სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში გავრცელდა და ძალიან პოპულარულიც გახდა, არქიეპისკოპოს ბაგრატ სრბაზანია აღბეჭდილი.
კადრებში ჩანს, როგორ თამაშობს ის ფეხბურთს (უფრო სწორად, ფინტებს აჩენებს) საპროტესტო აქციის მონამწილეებთან ერთად, რომლებსაც ქუჩა აქვთ გადაკეტილი.
უნდა ითქვას, რომ ბაგრატ სრბაზანი ქვეყანაში აგორებული საპროტესტო ტალღის ერთ-ერთი ლიდერი და სულისჩამდგმელია.

🇦🇲🇧🇾დიპლომატიური სკანდალი ერევანსა და მინსკს შორის

ერევანსა და მინსკს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე საჰიბ გაფაროვი ბელორუსში ჩავიდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესახებ განცხადებები გააკეთა.
ერევნისთვის კიდევ ერთ გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტი აზერბაიჯანში და ყარაბაღში დასახლების მშენებლობაზე დათანხმება.
ამ ყველაფერს შედეგად ის მოჰყვა, რომ ერევანმა ბელორუსიდან თავისი ელჩი გაიწვია კონსულტაციისთვის, რასაც მინსკმა სარკისებურად უპასუხა: მანაც გაიწვია თავისი ელჩი ერევნიდან, ხოლო სომხეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს, რათა ერევნის პოზ

🌊 როგორია შავი ზღვის წყლის ხარისხი?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთელ პერიმეტრზე შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.
უნდა ითქვას, რომ სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად ატარებს, რა დროსაც ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები ისაზღვრება.
შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება. ამ ლაბორატორიის კვლევები სანდოა, ვინაიდან იგი მაღალი სიზუსტის ანალიტიკური ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ასე რომ, ვინც ზღვაზე წასვლას აპირებთ
00:17
შავი ზღვა
93 просмотра

📊საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში (2024 წლის იანვარ-მაისში) საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 419.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.
ამ ექვს თვეში:
  • ექსპორტის მოცულობამ 2 274 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 9.2%-ით შემცირდა;
  • იმპორტის მოცულობა - 6 145.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 0.5%-ით.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 872.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.0 პროცენტია.
განმარტებისთვის:
სავაჭრო ბალანსი არის განსხვავება იმ საქონლისა და მომს

🇦🇲 რა ხდება სომხეთში

ჩვენს მეზობელ სომხეთში მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - მოსახლეობა აზერბაიჯანისთვის ტერიტორიულ დათმობებს აპროტესტებს.
ხელისუფლება იძულებული გახდა, აქცია ძალის გამოყენებით დაეშალა.
01:36
სომხეთი
704 просмотра
Показать ещё